ნოემბრის არჩევნებში მარცხის შემთხვევაში, ტრამპი 2028 წელს კენჭისყრას აღარ აპირებს

ნოემბრის არჩევნებში წაგების შემთხვევაში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2028 წლის არჩევნებში კენჭისყრას აღარ აპირებს.

ამერიკელი ჟურნალისტის, შერილ ატკინსონის კითხვაზე, აპირებს თუ არა იგი კვლავ კენჭისყრას თუკი 2024 წლის არჩევნები მისთვის წარუმატებელი იქნება, ტრამპმა უპასუხა: ,,არა, არა მგონია. ვფიქრობ, ეს ბოლო იქნება”.

,,იმედია, ჩვენ ამ არჩევნებში წარმატებას მივაღწევთ”, – დაამატა ტრამპმა.

მსგავსი თემები