აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა კრემლში სერიოზულად განიხილება

რუსეთში აქტიურად განიხილავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან  შეერთების იდეას. როგორც რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, ეს იდეა რეალობად იქცევა, თუ თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა აქტუალურია და შესაძლოა განხორციელდეს კიდეც. დასავლეთმა უნდა ისწავლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი გაკვეთილი. 2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა, მაგრამ ახლა ვითარება  მწვავდება. არცებობს სურვილი, რომ უკრაინასთა ერთად, ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა შეიქმნას. ისევ აქტიურად მიდის საუბარი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე“ – აცხდებს მედვედევი და თითს დასავლეთისკენ იშვერს.

მისივე თქმით,  2008 წლის ისტორიის გამეორება საჭირო არც არის.

„ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაერო-ს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ. სრულიად შესაძლებელია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა განხორციელდეს“ – აცხადებს მედვედევი.

 

მსგავსი თემები