VIDEO: უკრაინის შსს დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკში დრონით გადაღებულ კადრებს ავრცელებს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკის დრონით გადაღებულ კადრებს ავრცელებს. „რუსების მიერ განადგურებული კიდევ ერთი უკრაინის ქალაქი. ასე გამოიყურება დღეს ტორეცკი დონეცკის ოლქში. გადამწვარი მიწა, დანგრეული სახლები. რუსეთს მოაქვს მხოლოდ უბედურება, ტკივილი და ნგრევა“, – ნათქვამია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტელეგრამ-არხში გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც თან ახლავს კადრები. მანამდე, უკრაინაში განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა წინ წაიწიეს დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკში, ქალაქში განადგურებულია რაიონები. ქალაქი ტორეცკი 2014 წლიდან ფრონტის ხაზზე მდებარეობს. რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყებამდე ქალაქის მოსახლეობა 30 ათასს აღემატებოდა.

მეტი...

,,კობახიძე და ,,ქართული ოცნება” აღარც კი მალავენ თავიანთ ნამდვილ ზრახვებს” – ლექსმანი

,,კობახიძე და ,,ქართული ოცნება” აღარც კი მალავენ თავიანთ ნამდვილ ზრახვებს”, – წერს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი კობახიძის მორიგ განცხადებაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ,,გასამართლებასთან” დაკავშირებით. ,,კობახიძე და ,,ქართული ოცნება” აღარც კი მალავენ თავიანთ ნამდვილ ზრახვებს: საქართველოს დემოკრატიის დანგრევას და რუსეთის სატელიტად გადაქცევას”, – წერს ევროპარლამენტარი.

მეტი...

ნიგერიაში საწვავის ტანკერის აფეთქებას, სულ მცირე, 94 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში საწვავის ტანკერის აფეთქებას, სულ მცირე, 94 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 50 ადამიანი მძიმედაა დაშავებული. „სიენენის“ ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და თხრილში გადაიჩეხა. საწვავის მოლოდინში შეკრებილი ადგილობრივები ტანკერთან მიცვივდნენ, რა დროსაც აფეთქება მოხდა.

მეტი...

,,პარლამენტი, იმპიჩმენტის წესით გადააყენებს იმ ადამიანს, რომელიც არც კონსტიტუციას და არც არანაირ სტანდარტს პატივს არ სცემს” – შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე

,,პარლამენტი, იმპიჩმენტის წესით გადააყენებს იმ ადამიანს, რომელიც არც კონსტიტუციას და არც არანაირ სტანდარტს პატივს არ სცემს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. „მან, საკუთარი სოციალური მედიის გვერდის საშუალებით გაავრცელა დეზინფორმაცია, რომ თითქოს სკოლაში მოსწავლეებს უკანონოდ ართმევენ მშობლების პერსონალურ მონაცემებს. ამაზე განათლების სამინისტროს განცხადება იყო, რომ ეს იყო აბსოლუტური დეზინფორმაცია. რაც ქალბატონმა სალომემ ჩაიდინა, ეს ყოველგვარ ზღვარსა და სტანდარტს ცდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

რაგბის კლუბი „აია“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

რაგბის კლუბი „აია“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. საბა ჭეიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოყვა, გარდაიცვალა. მანამდე, საბას დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, თუმცა, ახალგაზრდის გადარჩენა ვერ შეძლეს.

მეტი...

ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არსებითი მოლაპარაკებები დაიწყო

ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არსებითი მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ევროკავშირზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ალბანეთის ევროკავშირში მოლაპარაკებების გახსნიდან 2 წლის შემდეგ არსებითი დიალოგი ტირანასა და ბრიუსელს შორის 15 ოქტომბერს დაიწყო. ლუქსემბურგში გამართულ პირველ შეხვედრაზე მხარეებმა ალბანეთში კანონის უზენაესობის კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. „ჩვენ მოვამზადებთ ალბანეთს 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, – განაცხადა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა აჩვენა, რომ დასავლეთ ბალკანეთი ევროკავშირს გასაძლიერებლად სჭირდება, ამასთან თავად დასავლეთ ბალკანეთსაც სჭირდება ევროკავშირში გაწევრება. „ჩვენ, ალბანელებს, არ შეიძლება, გვქონდეს სათადარიგო გეგმა, როდესაც საქმე ეხება პირად თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და დემოკრატიას.…

მეტი...

„ფრთხილად, მარტივი თაღლითობაა! სამწუხაროდ, ბევრი წამოეგება“ – კიბერუსაფრთხოების ექსპერტი მოსახლეობას მიმართავს

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულ, ყალბ პოსტს ეხმაურება, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებას ეხება. „ფრთხილად, მარტივი თაღლითობაა, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი წამოეგება. ნუ გადახვალთ ბმულზე, ნუ გაუშვებთ ვიდეორგოლს, ნუ ჩამოტვირთავთ ფაილს და ნუ გააზიარებთ, იმის იმედიც ნუ გექნებათ, რომ 5 ლარად ვინმე მაკბუკს ან „შანელს“ მოგყიდით. თანაც, მაკბუკს, სმარტ საათს კოდი აქვს და მიაგნებს პატრონი. თუ კომენტარებს შეხედავთ, ჩანს, რომ ნათარგმნია მანქანურად. მაგალითად, მიმართვა „ბიჭებო“ ინგლისურენოვანი „გაიზ“ გადმოტანაა და ქართველები ასე არ საუბრობენ; კარგი იქნებოდა, აეროპორტი ოფიციალურ განცხადებას თუ გაავრცელებდა,“ – წერს გოცირიძე.

მეტი...

,,ჩემ ბრდღვიალა მზე გოგოს მე მივხედავ და ყველას გთხოვთ ილოცეთ ანასთვის” – ავარიის დროს დაღუპული ელენე მეგრელიშვილის დედა

14 ოქტომბერს, კახეთში, გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ელენე მეგრელიშვილი დაიღუპა, მისი მეგობარი ანა ქართლელიშვილი, კი საავადმყოფოში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის. ელენე მეგრელიშვილის დედა ნინო ერემაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას სთხოვს ანასთვის ილოცონ. „ჩემ ბრდღვიალა მზე გოგოს მე მივხედავ და ყველას გთხოვთ ილოცეთ Anna-სთვის. ანა გადამირჩინეთ. დაეხმარეთ ელენეს მეგობრის გადარჩენაში. ნუ გაატანთ ამ ტკივილს თან “, – წერს ნინო ერემაშვილი.

მეტი...

18 წლის მეხანძრე გოგომ პირველ სამუშაო დღეს 16 ადამიანი გადაარჩინა

18 წლის მეხანძრემ პირველ სამუშაო დღეს 16 ადამიანი გადაარჩინა. ხანძარი კანადაში, იასპერის ეროვნულ პარკში გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურს ინფორმაცია მოლაშქრეებმა გადასცეს, რომელთაც დაუყოვნებლივ ესაჭიროებოდათ დახმარება, რადგან ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა. ეროვნული პარკისაკენ მიმავალ სახანძროს ჯგუფში ერთ-ერთი მოხალისე მაშველი იყო, 18 წლის გოგო, კოლინ კნული. მისთვის ეს პირველი სამუშაო დღე იყო. როგორც თანამშრომლები და თვითმხილველები ამბობენ, სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით ხანძრიდან მან 16 ადამიანის გამოყვანა მოახერხა. „მან საოცარი ლიდერული თვისებები გამოავლინა. ძალიან სწრაფად მოახერხა სიტუაციის მართვა და გუნდური მუშაობა”, – ამბობს დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მაშველებმა ტერიტორიიდან ჯამში 67 ადამიანი გამოიყვანეს. ცეცხლის ლოკალიზება და ჩაქრობა მთლიანად…

მეტი...

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, მალათიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6,1 მაგნიტუდა შეადგინა. დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.

მეტი...

აშშ ისრაელში თამამად მოქმედებს და უკრაინაში ფრთხილად, რადგან რუსეთი შეიარაღებულია ბირთვული იარაღით, ხოლო ირანი არა – politico

,,ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელში თამამად მოქმედებს და უკრაინაში ფრთხილად, რადგან რუსეთი შეიარაღებულია ბირთვული იარაღით, ხოლო ირანი არა”, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საკითხზე მომუშავე აშშ-ის სენატის თანამშრომელი ამბობს, რომ შესაძლებელია გარისკვა და ისრაელის თავზე ირანული რაკეტების ჩამოგდება თეირანთან პირდაპირი ომის პროვოცირების გარეშე. მისივე თქმით, ამან შეიძლება, გამოიწვიოს ბირთვული ომი, თუმცა გაცილებით მეტი რისკია რუსეთთან დაკავშირებით. პარალელურად, ბაიდენის ადმინისტრაციის ორი წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკრაინაში აშშ-ის ძალების გაგზავნამ რუსული რაკეტების ჩამოსაგდებად შეიძლება, გამოიწვიოს პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება მსოფლიოს ორ მთავარ ბირთვულ ძალას შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ…

მეტი...

რუსეთმა საქართველოსა და აზერბაიჯანს ავარიების შემთხვევაში ელექტროენერგიის იმპორტი სთხოვა

,,რუსული ენერგოკომპანია „ინტერ-რაო“ საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს”, – ინფორმაციას რუსული მედია „ინტერ-რაოს“ მმართველი საბჭოს წევრზე, ალექსანდრა პანინაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენ ვთხოვეთ ორ ქვეყანას – აზერბაიჯანსა და საქართველოს მიწოდების შესაძლებლობა საგანგებო პერიოდებში. თითოეულს 300 მეგავატი“, – ამბობს პანინა. მისი თქმით, ჯერჯერობით არცერთი ქვეყნისგან პასუხი არ მიუღია.

მეტი...

კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს- TIKA-ს თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელს, ზეინაფ ბაირაქს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს- TIKA-ს თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ზეინაფ ბაირაქთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. კობა კობალაძემ ისაუბრა იმ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომელიც სამსახურს, წლების განმავლობაში TIKA-სთან აკავშირებს; განსაკუთრებით გაესვა ხაზი ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელებულ იმ წარმატებულ პროექტებს, რომლებიც სოფლის მეურნეობაში, კერძოდ, მეფუტკრეობაში ჩართული ვეტერანი ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი თანადგომა იყო. სამსახურის ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა TIKA-ს ყოფილი ხელმძღვანელების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელმძღვანელი ორგანიზაციასთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს და არა ერთ, ერთობლივ პროექტს განახორციელებს. ზეინაფ ბაირაქმა, კობა კობალაძეს გულთბილი…

მეტი...

,,უჭირს გადაადგილება და საუბარიც კი” – აფგან სადიგოვის მდგომარეობა გაუარესდა

საქართველოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ გაუარესდა. ის უკვე 26-ე დღეა შიმშილობს. საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ითხოვს, რომ ბაქოს არ გადასცენ, რადგან იქ მას არასათანადო მოპყრობა და სიკვდილი ელოდება. მისმა უფლებადამცველებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომლის თანახმადაც სადიგოვს საქართველოში თავშესაფარი არ მისცეს. ,,დოკუმენტების სათანადო განხილვის გარეშე, სრულიად მოულოდნელად, მიგრაციის დეპარტამენტმა უარი უთხრა სადიგოვს საერთაშორისო დაცვაზე, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. მათი არგუმენტი იყო ის, რომ აზერბაიჯანში არ არის უფლების დარღვევის მაღალი რისკები. ამ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებთ სასამართლოში, თუმცა ახლა აფგან სადიგოვის მდგომარეობა ძალიან…

მეტი...

,,ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით” – პრემიერი

,,ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით, ფინანსდება შავი ფულით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული პოლიტიკური ძალები ხელს უშლიან დემოკრატიული სისტემის ჯანსაღი ფორმით ფუნქციონირებას. „ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით, ფინანსდება შავი ფულით. ეს არ არის ახალი ამბავი, თუმცა გამოკვეთილია ახალი დეტალები ამ თემასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ძალები ასრულებენ ძალიან ნეგატიურ როლს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი ხელს უშლიან დემოკრატიული სისტემის ჯანსაღი ფორმით ფუნქციონირებას და ის,…

მეტი...

„ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს” – პრემიერი

„ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მილიონზე მეტი ხმის მიღებას აპირებს ამ არჩევნებზე. „ჩვენ ვაპირებთ მილიონზე მეტი ხმის მიღებას ამ არჩევნებში და შეგიძლიათ, დათვალოთ რამდენი საჯარო მოხელეა საქართველოში. საჯარო მოხელეების რესურსი და არც მათი ოჯახები არ ეყოფა არჩევნების მოგებას. „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

,,ჩვენ ვატარებთ სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს” – პრემიერი

,,არჩევნებზე დაკვირვებისთვის ღია ვართ და იმედი გვაქვს, რომ იქნება მაქსიმალურად წარმოდგენილი ყველა სადამკვირვებლო მისია ჩვენს ქვეყანაში, რადგან ჩვენ ვატარებთ სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, რაც მეტი დამკვირვებელი ეყოლება ასეთი ტიპის არჩევნებს, მით უკეთესი ჩვენთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისეთ პირობებში, როდესაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი ენჯეოები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ობიექტურად შეაფასონ არჩევნები. „ჩვენ მაქსიმალურად ღია ვართ დაკვირვებისთვის, ჩვენ თავიდანვე, თებერვლის თვეში მოვიწვიეთ ეუთო/ოდირის გრძელვადიანი მისია, მოვიწვიეთ სხვა მისიები, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის მისიები. მაქსიმალურად ღია ვართ ნებისმიერი დაკვირვებისთივს ამ…

მეტი...

იუსტიციის სახლთან სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა – არის მსხვერპლი

თბილისში, იუსტიციის სახლთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა, შედეგად მძღოლი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

აშშ-ში, არჩევნების დღეს თავდასხმის მოწყობის ბრალდებით, ავღანეთის 27 წლის მოქალაქე დააკავეს

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მამაკაცი დააკავა, რომელიც, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ,,ისლამური სახელმწიფოს” სახელით თავდასხმას გეგმავდა. პროკურატურის თქმით, ეჭვმიტანილი ავღანეთის 27 წლის მოქალაქე, ნასირ აჰმად ტავჰედია, რომელიც ოკლაჰომაში ცხოვრობს. FBI-ს განცხადებით, ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლ იარაღს იმარაგებდა. ამასთან, მან ოჯახის აქტივები და უძრავი ქონება გაყიდა და ოჯახის წევრების საზღვარგარეთ გასაყვანად ზომები მიიღო. ნასირ აჰმად ტავჰედის ბრალად ედება უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მხარდაჭერის ან რესურსების მიწოდება და შეთქმულება. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის მცდელობა მძიმე დანაშაულის ან ტერორისტული აქტის ჩასადენის მიზნით. FBI-ის ინფორმაციით, ტაუჰედი თანამზრახველთან ერთად მუშაობდა, რომელიც არასრულწლოვანია და ისიც ავღანეთის მოქალაქეა. უწყება…

მეტი...

რუსთავში, რესტორანში მოულოდნელად მუსიკოსი გარდაიცვალა

რუსთავში, ერთ-ერთ რესტორანში მუსიკოსი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მუსიკოსი, რომელიც სცენაზე უკრავდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და სასწრაფოს ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

ისრაელმა ირანზე დარტყმის თარიღი და გეგმა დაამტკიცა

ისრაელმა ირანზე დარტყმის თარიღი და გეგმა დაამტკიცა. გეგმა ისრაელის პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა უკვე შეათანხმეს და მინისტრთა კაბინეტს დასაფინანსებლად გადაუგზავნეს. ,,ვაშინგტონ პოსტი“ ბენიამინ ნეთანიაჰუზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი იერიშებს ირანის სამხედრო ობიექტებზე მიიტანს, არ განიხილება ბირთვული ობიექტების დაზიანება.

მეტი...

ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ იარაღის სტრატეგიული საცავი გაანადგურა

ისრაელის თავდაცვის არმიამ „ცაჰალმა“ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად დაჯგუფება „ჰეზბოლას“ იარაღის სტრატეგიული საცავი დაბომბა. ინფორმაცია „ცაჰალის“ ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული. ებრაული მხარის მტკიცებით, იარაღის საცავი ბეირუთის დაჰიას რაიონში მდებარეობდა. ის მიწისქვეშ იყო განთავსებული. ისრაელის თავდაცვის არმიამ საჰაერო იერიშამდე იქ მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, რათა დაბომბვის დროს არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე ოპერაციის დროს არ დაშავებულიყო, – აღნიშნეს არმიაში.

მეტი...

აშშ ჩრდილოეთ კორეას დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდებს

,,აშშ ჩრდილოეთ კორეას დაძაბულობის შემცირებისა და დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს”, – განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა. „ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას ჩრდილოეთ კორეისადმი შეამციროს დაძაბულობა და შეწყვიტოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც კონფლიქტის რისკს ზრდის. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას დაუბრუნდეს დიალოგსა და დიპლომატიას“, – თქვა მან. კონფლიქტი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის 11 ოქტომბერს გამწვავდა. მაშინ ფხენიანმა სეული უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებაში დაადანაშაულა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების ნაწილი ააფეთქა.

მეტი...

,,EU-ს წევრობა საუკეთესო იქნებოდა საქართველოს ეკონომიკისთვის” – ფიშერი

,,საქართველოს ეკონომიკისთვის ევროკავშირში გაწევრიანება საუკეთესო იქნებოდა, თუმცა ჯერ ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს სურს თუ არა წევრობა”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი. ,,გერმანიის ბიზნეს ასოციაციაში მე ვთქვი, რომ ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნებოდა საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება. მე ასევე აღვნიშნე საქართველოსთვის არსებული ეკონომიკური რისკები: FX, საკრედიტო რეიტინგი, შეღავათიანი ფინანსები, FDI, ვაჭრობა, ტურიზმი და ემიგრაცია”, – წერს ფიშერი.

მეტი...

,,პრეზიდენტი ზელენსკი, 17 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სამიტზე დავპატიჟე” – მიშელი

,,პრეზიდენტი ზელენსკი, 17 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სამიტზე დავპატიჟე”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე წერს. ,,პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სამიტზე დავპატიჟე, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ბოლო განვითარებები შევაფასოთ და თავისი გამარჯვების გეგმა წარადგინოს”, – წერს მიშელი.

მეტი...

რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 136 ,,შაჰიდიდან” 51 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 136 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 51 ჩამოაგდეს, 60 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაიკარგა, 20-ზე მეტი კი კვლავ ჰაერშია, 2 რუსეთის მიმართულებით დაბრუნდა. ასევე, რუსეთმა უკრაინას S-300/400 საზენიტო მართვადი და Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტით შეუტია. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა სუმში, ჩერკასში, კიროვოგრადში, ტერნოპილში, ხერსონში, ხარკოვში, ჟიტომირში, დონეცკში, დნეპროპეტროვსკში, მიკოლაევში, კიევში, პოლტავაში და ჩერნივში. უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მეტი...

პრაღა ტურისტული სააგენტოების მიერ ორგანიზებული ღამის პაბების სეირნობის აკრძალვას აპირებს

ხმაურის გამო, პრაღა აპირებს, აკრძალოს ტურისტული სააგენტოების მიერ ორგანიზებული ღამის პაბების სეირნობა. ჩეხეთის დედაქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ ორგანიზებული პაბის სეირნობა ადგილობრივი დროით 22:00-დან 06:00 საათამდე აიკრძალება. მერის მოადგილემ, ჟირი პოსპისილმა თქვა, რომ მას სურს, ქალაქი გახდეს ადგილი, სადაც ,,პრიორიტეტი საერთო საჯარო სივრცის დახვეწა და პატივისცემაა”. პრაღასთან ერთად ტურისტების ხმაურიან მიმოსვლის შესამცირებლად კამპანია ამსტერდამმაც წამოიწყო.

მეტი...

თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, Iran Air-მა ევროპაში ფრენა შეწყვიტა

ევროპაში ირანის უმსხვილესმა ავიაკომპანია Iran Air -მა ევროპაში ფრენა შეწყვიტა. მიზეზი ახალი სანქციებია, რომლებიც ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების გამო დაუწესეს. ,,ავიაკომპანიამ ფრენების შეწყვეტის შესახებ თავის მგზავრებს სანქციების გამოცხადების შემდეგ აცნობა”, – იტყობინება Euronews-ი. Iran Air-ი სექტემბრამდე დაფრინავდა ვენაში, ჰამბურგში, ლონდონში, პარიზში, რომში, ფრანკფურტში და სხვა ქალაქებში. ირანში ფრენა შეაჩერეს ასევე ევროპის სხვა ავიაკომპანიებმა უსაფრთხოებისა და შესაძლო საომარი მოქმედების გამო. ფრენები Iran Air-ისთვის ოფიციალურად არ აუკრძალავთ, მას გაუყინეს ანგარიშები და აქტივები და ავიაკომპანიასთან შეუძლებელი გახდა ყოველგვარი კომერციული თანამშრომლობა, რაც მის საქმიანობას შეუძლებელს ხდის. შეგახსენებთ, რომ სანქციები ევროკავშირმა ირანს 14 ოქტომბერს…

მეტი...