ნიგერიაში საწვავის ტანკერის აფეთქებას, სულ მცირე, 94 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში საწვავის ტანკერის აფეთქებას, სულ მცირე, 94 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 50 ადამიანი მძიმედაა დაშავებული.

„სიენენის“ ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და თხრილში გადაიჩეხა. საწვავის მოლოდინში შეკრებილი ადგილობრივები ტანკერთან მიცვივდნენ, რა დროსაც აფეთქება მოხდა.

მსგავსი თემები