ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ იარაღის სტრატეგიული საცავი გაანადგურა

ისრაელის თავდაცვის არმიამ „ცაჰალმა“ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად დაჯგუფება „ჰეზბოლას“ იარაღის სტრატეგიული საცავი დაბომბა. ინფორმაცია „ცაჰალის“ ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

ებრაული მხარის მტკიცებით, იარაღის საცავი ბეირუთის დაჰიას რაიონში მდებარეობდა. ის მიწისქვეშ იყო განთავსებული.

ისრაელის თავდაცვის არმიამ საჰაერო იერიშამდე იქ მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, რათა დაბომბვის დროს არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე ოპერაციის დროს არ დაშავებულიყო, – აღნიშნეს არმიაში.

მსგავსი თემები