,,EU-ს წევრობა საუკეთესო იქნებოდა საქართველოს ეკონომიკისთვის” – ფიშერი

,,საქართველოს ეკონომიკისთვის ევროკავშირში გაწევრიანება საუკეთესო იქნებოდა, თუმცა ჯერ ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს სურს თუ არა წევრობა”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი.

,,გერმანიის ბიზნეს ასოციაციაში მე ვთქვი, რომ ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნებოდა საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება. მე ასევე აღვნიშნე საქართველოსთვის არსებული ეკონომიკური რისკები: FX, საკრედიტო რეიტინგი, შეღავათიანი ფინანსები, FDI, ვაჭრობა, ტურიზმი და ემიგრაცია”, – წერს ფიშერი.

მსგავსი თემები