„სამწუხაროდ დავმარცხდით. წინ კიდევ ორი მატჩია“- ბუდუ ზივზივაძე

ალბანეთის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ. მისი თქმით, მეტოქე გუნდს ნაკლები საგოლე მომენტები ჰქონდა, თუმცა ერთი გამოიყენეს. ზივზივაძე ამბობს, რომ წინ კიდევ ორი მატჩია და საქართველოს ნაკრები მაქსიმალური ქულების მოპოვებას შეეცდება. „მადლობა გულშემატკივარს, რომელიც გვერდში გვედგა და გვამხნევებდა.სამწუხაროდ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რაც ძალიან სურდა ჩვენს გულშემატკივარს.დაიძაბა სიტუაცია, თუმცა წინ ორი თამაშია და ვეცდებით მაქსიამლური ქულები დავაგროვოთ. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს-იმათმა გაიტანეს. ცოტა მომენტი ჰქონდათ – ერთი გამოიყენეს. პირადად მე ორი მომენტი მქონა, რომელიც ვერ გამოვიყენე. თუმცა ფეხბურთია, ხდება. სამწუხაროდ დავმარცხდით“- თქვა ბუდუ ზივზივაძემ.

მეტი...

“გადატენილი სანადირო იარაღი”- ტრამპის მკვლელობის მესამე მცდელობა

დონალდ ტრამპის მკვლელობის მესამე მცდელობა. ამ ვერსიას განიხილავს მსოფლიო მედია, მას შემდეგ რაც კალიფორნიაში რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე 49 წლის მამაკაცი ყალბი მოსაწვევით მივდა. ლას ვეგასელ ვემ მილერს, ავტომობილში გადატენილი სანადირო იარაღი, პისტოლეტი, საბრძოლო მასალა და გაყალბებული დოკუმენტები- პასპორტები და მართვის მოწმობები ჰქონდა. ეპიზოდს, რომელსაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და რივერსაიდის შერიფის ოფისი სწავლობს, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატზე სავარაუდო მკვლელობის მესამე მცდელობაა. ტრამპზე თავდასხმის კიდევ ერთი წარუმატებელი შემთხვევა 15 სექტემბერს ფლორიდაში მაშინ მოხდა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი გოლფკლუბში თამაშობდა, სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორიაზე კალაშნიკოვით შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს.

მეტი...

ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე გერმანიის დელეგაცია საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს

ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე გერმანიის დელეგაცია საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს. სხდომა 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართება და მას ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი, იანოშ ბოკა უხელმძღვანელებს. ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული დღის წესრიგის თანახმად, გერმანიის დელეგაცია მოახლოებული არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს. ასევე, მინისტრები 17-18 ოქტომბერს გასამართი ევროპული საბჭოს სამიტისთვის მოემზადებიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თბილისის დროით 16:45 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება.

მეტი...

საქართველოს ნაკრები ალბანეთთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთს უმასპინძლა. უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ალბანელთა გამარჯვებით დასრულდა – 1:0.  ალბანელებმა ანგარიში მეორე ტაიმის პირველივე წუთებში გახსნეს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოედანზე შემტევი შემადგენლობა გაიყვანა. მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა გიორგი ქოჩორაშვილმა.

მეტი...

ევროკავშირმა მოლდოვის დესტაბილიზაციის მიზნით ჩადენილი ქმედებებისთვის გაგაუზიის ლიდერს სანქციები დაუწესა

მოლდოვის დესტაბილიზაციის მიზნით ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით ევროკავშირმა მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, გაგაუზიის ლიდერი, ევგენია გუცული „რეგიონში სეპარატიზმის ხელშეწყობაზეა პასუხისმგებელი, ცდილობს დაამხოს კონსტიტუციური წესრიგი და მოლდოვის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის“. ევროკავშირმა სანქციები რუსეთში რეგისტრირებულ არასამთავრობო ასოციაცია „ევრაზიას“ და მის დამფუძნებელ, ნელი პარუტენკოსაც დაუწესა, „რომლის მიზანიც საზღვარგარეთ რუსეთის ინტერესების გავრცელებაა, მათ შორის მოლდოვაში“. სანქციები მათი აქტივების გაყინვას, ევროკავშირში შესვლის აკრძალვასა და მათთვის სხვა სახის ეკონომიკური რესურსების გადაცემის აკრძალვას ითვალისწინებს.

მეტი...

“მმართველი პარტიის ქმედებები და საარჩევნო დაპირებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს”- ბორელი

“მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს” – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლდოვასა და საქართველოში დაგეგმილი არჩევნები განიხილეს. „საქართველო უფრო დამთრგუნველ სურათს წარმოადგენს. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. თქვენ იცით, რომ ევროპულ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით გადაწყვეტილებას კომისია…

მეტი...

ქართველი ქომაგების ტაში ალბანეთის ჰიმნის გაჟღერებისას (video)

ქართველმა გულშემატკივარმა ალბანეთის ჰიმნის დროს ტაში დაუკრა. მანამდე ფეხბურთელმა ლაშა დვალმა ქომაგებს მოუწოდა, რომ არ მოქცეულიყვნენ ისე, როგორც ალბანელები. „ის ფაქტი, რომ ჩვენი ჰიმნის დროს რომ ალბანელები ყმუოდნენ, ეს მხოლოდ მათ ღირებულებებზე და მათ დონეზე მეტყველებს. ჩვენს გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ იგივე არ გააკეთონ და მაქსიმალურად გვიგულშემატკივრონ 90 წუთის განმავლობაში“ – აღნიშნა ლაშა დვალმა.

მეტი...

“დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა”-გერმანიის ელჩი საქართველოში

“დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა”-დაწერა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა, სოციალურ ქსელში. დიპლომატი, სავარაუდოდ, დედაქალაქის მერს კახი კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანა ლირმანს “კუბილიუსი კაბაში” უწოდა.

მეტი...

“თუ ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრება, იმედი მაქვს, რომ ბრაზილია მას დააკავებს “- ანდრეი კოსტინი

“თუ ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრება, იმედი მაქვს, რომ ბრაზილია მას დააკავებს “- ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა განაცხადა. „იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომ პუტინი შესაძლოა ბრაზილიაში, „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწროს, მსურს გავიმეორო, რომ ბრაზილიის ხელისუფლების, როგორც რომის სტატუტის მხარის ვალდებულებაა, იგი დააკავოს, თუ ჩასვლას გაბედავს“ – განაცხადა ანდრეი კოსტინმა. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისას საერთაშორისო საზოგადოება ერთიანი უნდა იყოს.  

მეტი...

ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

თეირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭომ ირანის შვიდი მოქალაქისა  და შვიდი ორგანიზაციის მიმართ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს  დადგენილებაშია ნათქვამი. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ევროკავშირის ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ, ისინი ვინც  პასუხისმგებელნი არიან რუსეთისთვის ტექნოლოგიების გადაცემაზე. ასევე ის ადამიანები, რომლებიც შეიარაღებას აწვდიდნენ იმ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთსა და წითელი ზღვის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას უთხრიან ძირს. სიაში შედის ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სამი ირანული ავიაკომპანია. სანქციები დაუწესდა ასევე ორ კომპანიას, რომლებიც რაკეტების გაშვებისთვის საჭირო საწვავს აწარმოებენ.

მეტი...

“ჩვენ პირდაპირ კონფლიქტში ვართ რუსეთთან”- ბრუნო კალი

გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ბრუნო კალი მიიჩნევს, რომ რუსეთს ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმა მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში შეეძლება. როგორც ბრუნო კალი გერმანულ მედიასთან საუბარში აცხადებს, ის რუსეთის მხრიდან მომდინარე პირდაპირ სამხედრო საფრთხეს ხედავს. „ამ ათწლეულის ბოლომდე რუსეთის ჯარებს ნატო-ზე თავდასხმის უნარი ექნებათ. კრემლი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მტრად განიხილავს. ჩვენ პირდაპირ კონფლიქტში ვართ რუსეთთან“- განაცხადა კალმა ბუნდესტაგის საპარლამენტო კონტროლის კომიტეტის მოსმენაზე.  

მეტი...

“შიდა მტერი უფრო სახიფათოა, ვიდრე ჩინეთი და რუსეთი”- ტრამპი

“შიდა მტერი უფრო სახიფათოა, ვიდრე ჩინეთი და რუსეთი”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპმა ამერიკელებს, რომლებიც მას ეწინააღმდეგებიან, „რადიკალი მემარცხენე გიჟები“ და „შიდა მტრები“ უწოდა. „ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ ორი მტერი გვყავს. ჩვენ გვყავს გარე მტერი და შემდეგ გვყავს მტერი შიგნიდან. ჩემი აზრით, შიდა მტერი უფრო საშიშია, ვიდრე ჩინეთი, რუსეთი და ყველა ეს ქვეყანა. ყველაზე ძნელი საქმეა ამ გიჟებთან გამკლავება, როგორიცაა ადამ შიფი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

საქართველო ალბანეთის ნაკრებს მასპინძლობს-მატჩი დაიწყო

საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებებს შორის მატჩი დაიწყო. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს. შესრულდა ორივე ქვეყნის ჰიმნი. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე.

მეტი...

ბუდუ ზივზივაძე ალბანეთის ნაკრებს პირველივე წუთიდან შეუტევს

ერთა ლიგის  სეზონის მეოთხე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები თბილისში ალბანეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა. როგორც ცნობილი გახდა, ალბანეთის ნაკრებს პირველივე წუთიდან შეუტევენ ზურიკო დავითაშვილი და ბუდუ ზივძივაძე. ნაკრების შემადგენლობა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ალბანეთთან მატჩისთვის ცნობილია

ერთა ლიგის  სეზონის მეოთხე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები თბილისში ალბანეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

მეცნიერებმა ქრისტეფორე კოლუმბის წარმოშობა დაადგინეს

ესპანელმა მეცნიერებმა ლეგენდარული მეზღვაურის ქრისტეფორე კოლუმბის ნეშტი შეისწავლეს და მისი წარმოშობა დაადგინეს. BBC-ს ცნობით, კვლევა გრანადის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს და გენეტიკური მასალის შესწავლისას დაადგინეს, რომ კოლუმბი სავარაუდოდ ესპანელი და ებრაელი იყო. მათივე ვარაუდით, ის დასავლეთ ევროპაში დაიბადა, შესაძლოა ვალენსიაში. მეცნიერები ფიქრობენ, რომ კოლუმბი თავის ებრაულ წარმოშობას მალავდა ან კათოლიკედ მოინათლა, რათა რელიგიური დევნისთვის დაეღწია თავი. ბოლო კვლევა ეწინააღმდეგება ტრადიციულ თეორიას, რომლის მიხედვითაც კოლუმბი გენუაში დაბადებული იტალიელი იყო. ქრისტეფორე კოლუმბი სევილიის ტაძარშია დაკრძალული. მკვლევრებმა ასევე შეადარეს მისი დნმ-ი მის ვაჟისა და ძმის გენეტიკურ მასალას, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სევილიაში სწორედ…

მეტი...

დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე დაკავებული შეიარაღებული პირი ლას ვეგასში მცხოვრები 49 წლის მამაკაცია, ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული მამაკაცი, რომელიც კალიფორნიის შტატის ქალაქ კოაჩელაში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე დააკავეს, 49 წლის ვემ მილერია. მედიის ცნობით, ის კალიფორნიაში, ლას ვეგასში ცხოვრობს. მილერი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დააკავეს, ხოლო შემდეგ, როგორც „ბიბისი“ წერს, 5000-დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. „ინციდენტს გავლენა არ ჰქონია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ღონისძიების დამსწრეთა უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში. რივერსაიდის ოლქის შერიფის ოფისის თქმით, ინციდენტის შესახებ მოგვიანებით პრესკონფერენციას გამართავენ. შეიარაღებული მამაკაცი კალიფორნიის შტატის ქალაქ კოაჩელაში, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, ტერიტორიის შესასვლელთან დააკავეს. როგორც მედია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, მამაკაცს იარაღი და…

მეტი...

კახეთში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ცოტა ხნის წინ მოხდა. ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა. სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები თელავის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული გერმანიის მოქალაქეა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო დახმარების ბრიგადები. გზაზე შეფერხებულია სატრანსპორტო გადაადგილება.

მეტი...

წინასწარი მონაცემებით, ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიცია იმარჯვებს

ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიცია ლიდერობს. წინასწარი შედეგებით, სოციალ-დემოკრატებმა ამომრჩეველთა ხმების 19,4% პროცენტი მოიპოვეს. მეორე ადგილზეა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, იგრიდა შიმონიტეს კონსერვატიული „სამშობლოს კავშირი“ (18%), მესამე პოზიციას კი პოპულისტური პარტია „ნემუნო აუშრა“ (15%) იკავებს. საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური ლიეტუვაში გუშინ გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ, პროპორციული წარმომადგენლობის საფუძველზე, სეიმის 70 წევრი აირჩია. არჩევნების მეორე ტური 27 ოქტომბერს ჩატარდება.

მეტი...

საუკეთესო ან ყველაზე უარესი – ხელოვნური ინტელექტი, მსოფლიო მედიის გამოწვევა (video)

ხელოვნური ინტელექტის განვითარება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა გამოწვევა და ტექნოლოგიური წინსვლა, არის „ალესილი ხმალი“ –  ეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სიტყვებია მსოფლიო მედია სამიტზე. სწორედ ხელოვნური ინტელექტი და მედია განვითარება არის მთავარი თემა, რომელსაც მსოფლიო მედია სამიტი ეძღვნება და რომელიც ჩინეთში, ქალაქ ურუმჩიში Xinhua საინფორმაციო სააგენტოს ორგანიზებით იმართება. „The development of Artificial Intelligence, like any other technological advancement, is a “double – edged sword” –  This is a quote from the President of the People’s Republic of China for the World Media Summit. Artificial Intelligence and media development that is the…

მეტი...

მსოფლიოს ტოპ 100 ფეხბურთელი – რომელ ადგილებს იკავებენ კვარა და მამარდა

ბრიტანულმა ჟურნალმა, Four Four Two-მ დაასახელა 100 ფეხბურთელი, რომლებიც მისი აზრით, ამ მომენტისთვის მსოფლიოში საუკეთესონი არიან. ტოპ 100-ში საქართველოს ნაკრების ორი წარმომადგენელი მოხვდა. გიორგი მამარდაშვილი 83-ე პოზიციას იკავებს, ხვიჩა კვარაცხელია კი 30 ნომრად არის წარმოდგენილი. „დიდი ხნის განმავლობაში ალისონი არა მხოლოდ ლივერპულის მთავარი მეკარე, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი იყო. თუმცა, მომდევნო სეზონში, გიორგი მამარდაშვილს ბრაზილიელისთვის ადგილის წართმევის შანსი ექნება. ლივერპულის ტრანსფერი ნათლად ადასტურებს, თუ რა შესაძლებლობები აქვს ქართველ მეკარეს. ის სიმაღლეში 199 სანტიმეტრია, კარის ხაზზე სწრაფად მოქმედებს და საოცარი სეივების შესრულება შეუძლია“, – აცხადებს ბრიტანული ჟურნალი.

მეტი...

ვარშავაში გამართული ევროპის ჩემპიონატი ქართველმა კარატისტებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართული ევროპის ჩემპიონატი ქართველმა კარატისტებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. კონტინენტის პირველობის გამარჯვებულები ინდივიდუალურ კუმიტეში ლუკა შანთაძე, მერაბ ლომაძე, ანდრეა ონიანი, ლუკა ხვედელიანი და ალექსანდრე შამუგია გახდნენ. ვერცხლის მედლები ჭაბუკა მახარაძემ, ტარიელ სამხარაძემ, თამარ ცინცაბაძემ და საბა სურმანიძემ მოიპოვეს. თათია ფუტკარაძე კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ტურნირში 30 ქვეყნის 2000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

მეტი...

დააკავეს 10 წლის ბავშვი, რომელმაც ავტომობილი მოიპარა და სკოლის საბავშვო მოედანზე შევარდა

აშშ-ში, მინეაპოლისის პოლიციამ 10 წლის ბავშვი დააკავა, რომელმაც ავტომობილი მოიპარა და სკოლის საბავშვო მოედანზე შევარდა. ინციდენტი ნელი სტოუნ ჯონსონის სკოლაში მოხდა. 10 წლის ბიჭს მეორე ხარისხის თავდასხმის ბრალდება ემუქრება. პოლიციის ჩანაწერების მიხედვით, ბავშვს 30-ზე მეტი მსგავსი ქმედება აქვს ჩადენილი, მათ შორის, მანქანის ქურდობა და თავდასხმაა. ბავშვის ოჯახი ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. ქალაქის პოლიციის უფროსის განცხადებით, საჭიროა სასწრაფო ჩარევა, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული შესაძლო ზიანი.

მეტი...

ანტალიაში 16 წლის ქართველ გოგოზე მეზობელმა სექსუალურად იძალადა

ანტალიაში 16 წლის ქართველ გოგოზე მეზობელმა სექსუალურად იძალადა. როგორც თურქული მედია წერს, მოზარდი შშმ პირია, ძალადობაში ბრალდებული კი დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, მეზობელი კაცი ქართველების ოჯახში ელექტრობის შესაკეთებლად შევიდა. კაცმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი თავის სამუშაო სივრცეში წაიყვანა და იძალადა. მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ გოგონას ოჯახმა გაიგო, სამართალდამცველებს მიმართა.

მეტი...

,,რამხელა სიყვარული და ისტორია დაიტია ამ უსაყვარლესმა ბიჭმა, რა მაგარი უნდა იყო, რომ 18 წლის ასაკში ეს შეძლო“ – გიორგი ყიფიანი შოთიკო პეტრიაშვილს ემშვიდობება

პოლიტიკოს ალექსი პეტრიაშვილის შვილს, 18 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილ შოთიკო პეტრიაშვილს ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან. შოთიკო პეტრიაშვილს, სოციალურ ქსელში მისი მეგობარი, ლეგენდარული ფეხბურთელის, დავით ყიფიანის შვილი, გიორგი ყიფიანი ემოციურად ემშვიდობება: „რამხელა სიყვარული და ისტორია დაიტია ამ უსაყვარლესმა ბიჭმა. რა მაგარი უნდა იყო, რომ 18 წლის ასაკში ეს შეძლო… ასეთი ზეიმით სავსე ცხოვრება მეორე არც გამიგია. შოთიკოს გაუმარჯოს თავისი ცხოვრებით და უსაყვარლესი მეგობრებით. ჩვენი ქვეყანა სწორედ ასეთი ადამიანებისგან უნდა შედგებოდეს. მოუნელებელი ამბავია. მშვიდობით მეგობარო!“, – წერს გიორგი ყიფიანი სოციალურ ქსელში.

მეტი...

„ვფიქრობ, თანაბარი თამაში გველის“ – ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ალბანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ საქართველოსთან მატჩის წინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა. მან საკუთარი მოლოდინის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე გუნდს თანაბარი შესაძლებლობები აქვს. „ეს თანაბარი ჯგუფია. ტირანაშიც თანაბარი თამაში გამოვიდა. ვილი სანიოლის გუნდი ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს თამაშობს, ნიჭიერი მოთამაშებითაა მისი გუნდი დაკომპლექტებული. ვილი სანიოლის შერჩეულ შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. ვფიქრობ, თანაბარი თამაში გველის. ასე იყო პოლონეთშიც, საქართველო ცუდად არ გამოიყურებოდა. როგორც ხდება ასეთ შეხვედრებში, ხშირად 1 მომენტია გადამწყვეტი, ხვალაც თანაბარი მატჩის მოლოდინი მაქვს“, – განაცხადა სილვინიომ.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის პორტი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა 8 ადამიანი. ყველა მათგანი პორტის თანამშრომელია. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის განცხადებით, სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო გემები: ბელიზის და პალაუს დროშების ქვეშ მცურავი ხომალდები. ასევე, თავდასხმის შედეგად დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა, კერძოდ მარცვლეულის საწყობი.

მეტი...

,,მიხარია, რომ ახლა კარგ საფარზე ვითამაშებთ. მჯერა, შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება” – ლაშა დვალი

დღეს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ნაკრების წევრმა ლაშა დვალი გუნდის მზადების პროცესსა და მოლოდინებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრეს: „მოკლე დროში გვიწევს მეორე თამაშის ჩატარება. იგივე მდგომარეობაშია მოწინააღმდეგე გუნდიც. მაქსიმალურად აღვიდგინეთ ძალები და 24 საათი კიდევ გვაქვს. ვფიქრობ, თამაშისთვის მზად ვართ. პოზნანის სტადიონის მოედნის საფარმა ძალიან იმოქმედა ჩვენს სათამაშო სტილზე. მიხარია, რომ ხვალინდელ შეხვედრაში კარგ საფარზე ვითამაშებთ და მჯერა, რომ შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება“, – აღნიშნა ლაშა დვალმა. ამასთან, როგორც ვილი სანიოლმა აღნიშნა, ნაკრებმა…

მეტი...

,,საქართველოს ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ მიუხედავად მრავალი შეცდომისა და განსაცდელისა, ჩვენი ერი ცდილობდა საღმრთო გზით ევლო და ამიტომ მოხდა ჩვენი გადარჩენა” – მეუფე შიო

,,საქართველოს ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ მიუხედავად მრავალი შეცდომისა და განსაცდელისა, ჩვენი ერი ცდილობდა საღმრთო გზით ევლო და ამიტომ მოხდა ჩვენი გადარჩენა. ღმერთი გვეწეოდა ამ გზაზე და გვინათებდა მას მოწყალებით და დიდი სასწაულებით”, – ამის შესახებ, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა. „ამ ნიშანთა და სასწაულთა შორის გამორჩეულია წმინდა საუფლო კვართის ჩამოტანა მცხეთაში და ამ წმინდა ადგილზე მისი დავანება. წმინდა საუფლო კვართის და სვეტიცხოვლის მადლი, წმინდათა მოციქულთა სწორთა, მეფე მირიანის და დედოფალ ნანას ლოცვით დაიფაროს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, ამინ“, – განაცხადა…

მეტი...

„ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენოს“ – თბილისის მერი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც ქართველი გულშემატკივრებისთვის, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანია დამონტაჟებული. აღნიშნულ ტერიტორიაზე საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. გულშემატკივრების მხრიდან ინტერესი ძალიან დიდია – უამრავ ადამიანს აქვს სურვილი, ჩვენს ბიჭებს უგულშემატკივროს. იცით, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი „დინამო არენასთან“ შედარებით პატარაა, ნაკლებ მაყურებელს იტევს. შესაბამისად, განვაგრძობთ ტრადიციას და ვინც სტადიონზე ვერ მოხვდა, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქვს შესაძლებლობა, ფეხბურთს დიდ ეკრანზე უყუროს. მინდა, წარმატებები ვუსურვო…

მეტი...

ბირთვული საფრთხის შემცირების მიზნით, აშშ მზად არის რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის ბირთვული საფრთხის შემცირების მიზნით. ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებულისადმი გავრცელებულ განცხადებაში. 2024 წლის ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა იაპონურ ორგანიზაციას Nihon Hidankyo, რომელიც აერთიანებს ბირთვული დაბომბვის შედეგად გადარჩენილებს და რომლის ძალისხმევა მიმართულია ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს შექმნისკენ. ბაიდენმა აღნიშნა, რომ აუცილებელია წინსვლის გაგრძელება რომ მსოფლიოს საბოლოოდ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ბირთვული იარაღისგან. ამიტომ, მისი თქმით, შეერთებული შტატები მზადაა რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის „წინაპირობების გარეშე“ ბირთვული საფრთხის შემცირების მიზნით. „არც ჩვენი…

მეტი...

,,ხალხი 26 ოქტომბერს კოლექტიურ ლომჯარიებს შესაბამის პასუხს გასცემს” – კახა კალაძე

,,ამ ტიპის განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი უსამშობლო ადამიანები არიან”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომ ქართველებს საქართველო სამყაროს ცენტრი ჰგონია, რაც ასე არ არის. მისივე განმარტებით, მსგავსი განცხადებების ავტორებს 26 ოქტომბერს მოსახლეობა შესაბამის პასუხს გასცემს. „ამ ადამიანის სისულელეებზე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს. უსამშობლო ადამიანები არიან. ეს ამ ტიპის განცხადებებიდანაც ჩანს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხზეც რა კომენტარიც გააკეთეს. სხვათა შორის, ეს ადამიანი, ნინო ლომჯარია იყო, რომ გამოდიოდა და ამბობდა, გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს ჩვენს ქვეყანაშიო. მათ სამშობლოს ცნების, პატრიოტიზმის, ქვეყნის სიყვარულის, წარსულის პატივისცემის…

მეტი...

,,1 000-ლარიანი პენსიის შესახებ ოპოზიციის საარჩევნო დაპირება არის ტყუილი და ბლეფი” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე 1 000-ლარიანი პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებულ საარჩევნო დაპირებას ტყუილს უწოდებს, რომელსაც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მსგავს შემთხვევაში, აღნიშნული თანხა რომელიმე მიმართულებას უნდა მოაკლდეს, რაც წარმოუდგენელია. „ესეც გაუგებარია. მახსოვს, როდესაც აღნიშნული დაპირება პირველად გააჟღერეს, ერთ-ერთ ტელევიზიაში დებატები ჰქონდათ. მეორე მხარეს, თუ არ ვცდები, „გირჩის“ წარმომადგენელი იყო. იქ დაიხატა სრული სურათი, თუ როგორ ატყუებენ ხალხს. ელემენტარული მათემატიკა არ იცოდნენ, რა დაპირებაზე, რა 1 000-ლარიან პენსიაზეა საუბარი?! ეს არის ჩვეულებრივი ბლეფი, ტყუილი და სისულელე. არანაირი არგუმენტები არ აქვთ იმისა,…

მეტი...

,,ვისურვებდი, ნინო ლომჯარია გათავისუფლდეს იმ მენტალიტეტისგან, რომელიც მას ხელს უშლის პიროვნულ განვითარებაში” – პრემიერი

,,მე ვისურვებდი დღევანდელ დღესასწაულზე, რომ ნინო ლომჯარია გათავისუფლდეს იმ რაღაც მენტალიტეტისგან, რომელიც მას ხელს უშლის პიროვნულ განვითარებაში”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიას განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. მისი თქმით, ლომჯარიამ უკრაინასაც მიულოცა გამარჯვება საქართველოს წინააღმდეგ და ასეთი ადამიანები ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნიან ქვეყანაში. „ნინო ლომჯარიამ უკრაინასაც მიულოცა გამარჯვება საქართველოს წინააღმდეგ. ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნიან ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება პატრიოტიზმი. ამ ყველაფრისგან თვითონ ნინო ლომჯარიაც უნდა გათავისუფლდეს”, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

აჭარაში, 23 წლის ბიჭის საფლავზე 100-მდე ცოცხალი ადამიანის დამარხული ფოტო იპოვეს

ბოლო რამდენიმე თვეა, სხვადასხვა სოფელში ადამიანები უშედეგოდ არკვევენ ვინ და რა მიზნით ჩამარხა საფლავში მათი სურათები. მორიგი ასეთი უჩვეულო შემთხვევა აჭარაში, სოფელ ნაკაიძეებში მოხდა. ახალგაზრდა კაცის საფლავზე, სრულიად შემთხვევით მიწაში ჩამარხული 120 ფოტო აღმოაჩინეს. ყველა ცოცხალი ადამიანია, სურათები სავარაუდოდ სოციალური ქსელიდან არის აღებული. ამ ამბავს, ზოგმა იუმორით შეხედა, ზოგიერთისთვის კი საფლავში საკუთარი ფოტოს ნახვა შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. ქალს, რომელიც შვილიშვილის სასაფლაოზე ყოველდღე დადის, ერთ დღეს იქ მისულს უჩვეულო სურათი დახვდა. 23 წლის ბიჭის საფლავზე, 100-ზე მეტი ცოცხალი ადამიანის ფოტო დაინახა. იქვე იპოვა მიწით დასვრილი დანაც, რომელიც მაგიდაზე იყო დატოვებული. სულიკო…

მეტი...

,,საქართველოს დღევანდელი მთავრობა დაბრკოლებებს ქმნის ევროკავშირის გზაზე” – ანა ლიურმანი

ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის განაცხადებით, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განხილული იქნება საქართველოში არსებული ვითარება. მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი მთავრობა დაბრკოლებებს ქმნის ევროკავშირის გზაზე. „სრულიად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას. მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს უფლება, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი გზა. ამიტომ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია“, – განაცხადა ანა ლიურმანმა.

მეტი...