თეირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭომ ირანის შვიდი მოქალაქისა და შვიდი ორგანიზაციის მიმართ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს დადგენილებაშია ნათქვამი.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ევროკავშირის ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ, ისინი ვინც პასუხისმგებელნი არიან რუსეთისთვის ტექნოლოგიების გადაცემაზე. ასევე ის ადამიანები, რომლებიც შეიარაღებას აწვდიდნენ იმ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთსა და წითელი ზღვის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას უთხრიან ძირს.
სიაში შედის ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სამი ირანული ავიაკომპანია. სანქციები დაუწესდა ასევე ორ კომპანიას, რომლებიც რაკეტების გაშვებისთვის საჭირო საწვავს აწარმოებენ.