კახეთში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ცოტა ხნის წინ მოხდა.

ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა. სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები თელავის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული გერმანიის მოქალაქეა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო დახმარების ბრიგადები. გზაზე შეფერხებულია სატრანსპორტო გადაადგილება.

მსგავსი თემები