ქართველმა გულშემატკივარმა ალბანეთის ჰიმნის დროს ტაში დაუკრა. მანამდე ფეხბურთელმა ლაშა დვალმა ქომაგებს მოუწოდა, რომ არ მოქცეულიყვნენ ისე, როგორც ალბანელები.
„ის ფაქტი, რომ ჩვენი ჰიმნის დროს რომ ალბანელები ყმუოდნენ, ეს მხოლოდ მათ ღირებულებებზე და მათ დონეზე მეტყველებს. ჩვენს გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ იგივე არ გააკეთონ და მაქსიმალურად გვიგულშემატკივრონ 90 წუთის განმავლობაში“ – აღნიშნა ლაშა დვალმა.