“გადატენილი სანადირო იარაღი”- ტრამპის მკვლელობის მესამე მცდელობა

დონალდ ტრამპის მკვლელობის მესამე მცდელობა. ამ ვერსიას განიხილავს მსოფლიო მედია, მას შემდეგ რაც კალიფორნიაში რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე 49 წლის მამაკაცი ყალბი მოსაწვევით მივდა. ლას ვეგასელ ვემ მილერს, ავტომობილში გადატენილი სანადირო იარაღი, პისტოლეტი, საბრძოლო მასალა და გაყალბებული დოკუმენტები- პასპორტები და მართვის მოწმობები ჰქონდა.

ეპიზოდს, რომელსაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და რივერსაიდის შერიფის ოფისი სწავლობს, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატზე სავარაუდო მკვლელობის მესამე მცდელობაა.

ტრამპზე თავდასხმის კიდევ ერთი წარუმატებელი შემთხვევა 15 სექტემბერს ფლორიდაში მაშინ მოხდა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი გოლფკლუბში თამაშობდა, სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორიაზე კალაშნიკოვით შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს.

მსგავსი თემები