უკრაინის ნაკრების ფეხბურთელების მაისურზე საქართველოს დროშაა გამოსახული

უკრაინის ნაკრების ფეხბურთელების მაისურებზე საკუთარის ქვეყნის დროშასთან ერთად საქრათველოს დროშაა გამოსახული. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ მეორე ტურში უკრაინის ნაკრებს უპირისპირდება. უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრა პოლონეთში, ქალაქ პოზნანში მიმდინარეობს. პირველ ტაიმში ანგარიში უკრაინის ნაკრებმა გახსნა. ანგარიში ამ დოისთვის მეტოქის სასარგებლოდ – 1:0.

მეტი...

სამეგრელოში, 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ 14 წლის მოზარდს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სამეგრელოში, 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული 14 წლის მოზარდი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ ბრალდებულს  10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებულის ოჯახი განაჩენს არ ეთანხმება და ამბობს, რომ გასაჩივრებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ 8 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით 14 წლის ბიჭი მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს.  

მეტი...

საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის მატჩი ორჯერ შეწყდა

მსაჯების გადაწყვეტილებით, უკრანასა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი ორჯერ შეწყდა. მოედანზე განათების პრობლემა იყო, რაც მალევე აღმოიფხვრა და თამაში გრძელდება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ მეორე ტურში უკრაინის ნაკრებს უპირისპირდება. უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრა პოლონეთში, ქალაქ პოზნანში მიმდინარეობს.

მეტი...

„ძალა ერთობაშია“- უკრაინელი გულშემატკივრების ბანერი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ მეორე ტურში უკრაინის ნაკრებს უპირისპირდება. უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრა პოლონეთში, ქალაქ პოზნანში მიმდინარეობს. სოციალურ ქსელში ვრცელდება უკრაინელი გულშემატკივრების ფოტო, რომელშიც ჩანს ბანარი ქართული წარწერით „ძალა ერთობაშია“. გარდა ამისა, ბანერზე უკრაინა-საქართველოს რუკებია გამოსახული.

მეტი...

საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის მატჩი დაიწყო

საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის მატჩი დაიწყო. შეხვედრა პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარეობს. თამაში ქართველმა ფეხბურთელებმა დაიწყეს. საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.  

მეტი...

100 წლის წინ, მწვერვალზე ასვლისას დაღუპული ბრიტანელი მთამსვლელის ცხედრის ნარჩენები იპოვეს

100 წლის წინ, მსოფლიოში ყველაზე მაღალ მწვერვალზე ასვლისას დაღუპული ბრიტანელი მთამსვლელის, ენდრიუ ირვინის ცხედრის ნარჩენები იპოვეს. მისი ფეხსაცმელი და სხეულის ნაწილები ევერესტის ჩრდილოეთ კალთის ქვეშ, ცენტრალური რონგბუკის მყინვარის ფართო სივრცეში იპოვეს. 100 წლის წინ დაკარგული მთამსვლელის ნარჩენების აღმოჩენას ყინულის დნობამ შეუწყო ხელი. 1924 წელს, ევერესტზე მესამე ბრიტანული ექსპედიცია ჩატარდა, რომელშიც ცნობილი მთამსვლელი ჯორჯ მელორიც მონაწილეობდა. ექსპედიციის წევრები 1924 წლის ივნისში დაიკარგნენ. მელორის ცხედარი 1999 წელს იპოვეს, ირვინი კი ერთი საუკუნის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მთამსვლელების დაღუპვის მიზეზი დღემდე უცნობია.

მეტი...

“ნატომ ყურადღება არ უნდა მიაქციოს რუსეთის ბირთვულ მუქარებს”- მარკ რუტე

“ნატომ ყურადღება არ უნდა მიაქციოს რუსეთის ბირთვულ მუქარებს”- ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Sky News-თან საუბარში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, ღირს თუ არა ნატოს მოკავშირეების მხრიდან რუსეთის მუქარებისთვის ყურადღების მიქცევა, რუტემ ხაზგასმით განაცხადა, რომ „არა, არ ღირს და ისინი არც აქცევენ [ყურადღებას]“. „ნატო ძლიერია. ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა. ყველაფერი საჭირო გვაქვს, რათა ნატოს უსაფრთხოების გარანტირება მოვახდინოთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ ნებისმიერ საფრთხეს. ვერასდროს შეგვაშინებენ ქვეყნები, რომლებიც ნატოში არ შედიან, რომლებიც ჩვენთვის დამუქრებას ცდილობენ. ეს უსარგებლოა, ჯობია მან [პუტინმა] შეწყვიტოს ამის კეთება“- განაცხადა რუტემ. ცნობისთვის, რუტემ 1-ელ ოქტომბერს, ნატოს გენერალურ მდივნად…

მეტი...

„გვამრავლოს ღმერთმა, აუცილებლად გავიმარჯვებთ!“- ქომაგების განწყობა მატჩამდე 

პოლონეთის ქალაქ პოზნანში ქართველი ქომაგები მსვლელობას მართავენ. გულშემატკივრები ქალქის ქუჩებში გადაადგილდებიან და მოედნამდე მსვლელობით მიდიან. ისინი დარწმუნებული არიან, რომ დღეს საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს. „სასწაული განწყობაა, ოთხი შვილით ვარ ჩამოსული და მინდა სულით და გულით ვუგულშემატკივრო საქართველოს. საუკეთესო ფორმაშია საქართველოს ნაკრები, რაც კი ოდესმე ყოფილა.ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს დიდი გამარჯვებით“- ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი. საქართველოდან ჩასულ ქომაგებს შორის არიან ემიგრანტებიც, რომლებიც პოზნანში საკუთარი ქვეყნის ნაკრების საგულშემატკივროდ ჩამოვიდნენ. „საქართველოში მგონია თავი, გვამრავლოს ღმერთმა აუცილებლად გავიმარჯვებთ, მიყვარხართ“

მეტი...

საქართველოს ნაკრებს მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრობენ

საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. თბილის ცენტრში დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი კი მოუთმენლად ელოდება თავისი საყვარელი გუნდის გამოსვლას მოედანზე. ქომაგებმა რესპუბლიკის მოედანზე მისვლა მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს, თბილის ცენტრში სპეციალურად გულშემატკივრისთვის მოწყობილია საკვები ობიექტები.    

მეტი...

უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს ძირითადი შემადგენლობა ცნობილია

ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები პოზნანში უკრაინის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მეტი...

ქართველი ქომაგების მასშტაბური მსვლელობა პოზნანში (video)

ქართველი გულშემატკივრები, პოლონეთის ქალაქ პოზნანში მსვლელობას მართავენ. ისინი სტადიონის მიმართულებით მიდიან. საქართველოს ნაკრები, თბილისის დროით 22:45 საათზე, უკრაინას დაუპირისპირდება.

მეტი...

დღეს გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში 120-ე მატჩს ჩაატარებს

გურამ კაშია, დღეს საქართველოს ნაკრებში საიუბილეო, 120-ე მატჩს ჩაატარებს. საქართველო, თბილისის დროით, 22:45 საათზე უკრაინას დაუპირისპირდება. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში ჩატარდება. პოზნანში ქართველი გულშემატკივრები უკვე იკრიბებიან.

მეტი...

ნიკა ამაშუკელი საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის ნაკრებთა მატჩის მთავარი მსაჯი იქნება

რაგბის ქართველი არბიტრი,ნიკა ამაშუკელი საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის ნაკრებთა მატჩის მსაჯი იქნება. მსოფლიო რაგბმა მსაჯი დღეს დაასახელა. საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრებებს შორის ტესტ-მატჩი 16 ნოემბერს გაიმართება.

მეტი...

ეუთო/ოდირი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი(ეუთო/ოდირი) საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. შუალედურ ანგარიშში საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ზოგად პოლიტიკურ კონტექსტზე, სამართლებრივ ჩარჩოსა და საარჩევნო სისტემაზე. ამასთან ანგარიშში მიმოხილულია საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა და საარჩევნო ტექნოლოგიები. „ისტორიაში პირველად ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ამომრჩეველთა იდენტიფიცირების, შედეგების დათვლის, წინასწარი შედეგების დადგენისა და გადაცემის ელექტრონული მოწყობილობები“, – ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში ყურადღება გამახვილდა ამომრჩეველთა უფლებებსა და რეგისტრაციაზე. ანგარიშის თანახმად, ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბრებში პროცესში ჩართული დაინტერესებულ მხარეებს განსაკუთრებული შეშფოთება არ გამოუთქვამთ ამომრჩეველთა სიების ინკლუზიურობასთან დაკავშირებით, თუმცა…

მეტი...

“სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა, როგორც მშვიდობასა და ომს შორის გასაკეთებელი არჩევანი”- ეუთო/ოდირი

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი(ეუთო/ოდირი) საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. შუალედურ ანგარიშში საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ზოგად პოლიტიკურ კონტექსტზე, სამართლებრივ ჩარჩოსა და საარჩევნო სისტემაზე. ამასთან ანგარიშში მიმოხილულია საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა და საარჩევნო ტექნოლოგიები. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიასა და პოლიტიკოსების გზავნილებს, ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კამპანიის გზავნილები, რომლებიც ამ ეტაპამდე მოექცა დაკვირვების არეალში, ძირითადად უკიდურესად პოლარიზებული რიტორიკით არის გაჯერებული, „სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა, როგორც მშვიდობასა და ომს შორის გასაკეთებელი არჩევანი მაშინ, როცა ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა ამ არჩევნებს ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმს…

მეტი...

მსოფლიო ჩემპიონატზე უსინათლოთა ძალოსნობაში საქართველოს ნაკრებმა 12 მედალი მოიპოვა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დღეს დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი უსინათლოთა ძალოსნობაში. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ყველა მოძრაობის ჯამში თორმეტი მედალია. ქართველი პარასპორტსმენი მირიან ოგნაძე ოთხი ოქროს მედლის მფლობელი გახდა და წოლჭიმში ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა (213კგ). ამავე ტურნირზე ზაზა მარტიაშვილმა ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გიორგი მაისურაძე კი სამი ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.  

მეტი...

“ეუთო/ოდირის ანგარიშში მოხვდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის თავდასხმის შედეგად „ქართული ოცნების“ წევრის გარდაცვალების ფაქტი”- გოდოლაძე

„მისასალმებელია, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშში მოხვდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის თავდასხმის შედეგად „ქართული ოცნების“ წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტი”– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშს გამოეხმაურა. გორდულაძის განმარტებით, „მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს ცივილურობის ნიღაბს ამოფარებული ოპოზიციის რეალური სახე“. „აგრეთვე მისასალმებელია, რომ ანგარიშში აისახა ის ფაქტი, რომ როგორც ოპოზიცია, ისე ე.წ. ადგილობრივი დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები არ ესწრებიან უწყებათაშორის საკოორდინაციო კომისიის სხდომებს. ჩვენ ოდირის წარმომადგენლებს აგრეთვე მივაწოდეთ დამატებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი არ მოაწერა ცესკო-ს მიერ შემუშავებულ ეთიკის კოდექსს. იმედია, ეს საკითხიც აისახება შემდგომ…

მეტი...

გერმანია მოკავშირეებთან ერთად უკრაინას 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს

გერმანია მოკავშირეებთან ერთად უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრამდე განაცხადა. „წლის ბოლომდე ჩვენი პარტნიორების – ბელგიის, დანიისა და ნორვეგიის – დახმარებით უკრაინას კიდევ ერთ პაკეტს გადავცემთ, რომლის ღირებულებაც 1.4 მილიარდი ევროა. ის საჰაერო თავდაცვასაც მოიცავს – IRIS-T, Skynex, „გეპარდებს“, ჰაუბიცებს, თვითმავალ საარტილერიო სისტემებს, ჯავშანმანქანებს, საბრძოლო დრონებს, რადიოლოკაციურ სისტემებს, საბრძოლო მასალას“ – განაცხადა შოლცმა. შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ოდენობით გერმანია მეორე ადგილზეა (აშშ-ის მერე) და ბერლინი აქტიურად ცდილობს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას.

მეტი...

,,ჩვენ უნდა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას ახლო აღმოსავლეთში, უნდა შევამციროთ დაძაბულობა” – კამალა ჰარისი

,,ახლო აღმოსავლეთში საჭიროა დეესკალაცია”, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შემცირებაა საჭირო. „ჩვენ უნდა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უნდა შევამციროთ დაძაბულობა“, – განაცხადა ჰარისმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მეტი...

,,რთული თამაში გველის” – გიორგი მამარდაშვილის კომენტარი უკრაინასთან მატჩამდე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინის ნაკრებთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ვარჯიში გამართა. პოზნანში, მატჩისწინა საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მატჩისწინა განწყობებსა და მზადებაზე გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საქართველოს რთული თამაში ელის მეტოქე გუნდთან. ,,უკრაინის ნაკრებთან რთული თამაში გველის. მეტოქეს ბევრი ფეხბურთელი აკლია, არ იქნებიან ოპტიმალური შემადგენლობით, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ ჰყავთ იმ დონის მოთამაშეები, რომლებიც დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევენ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო წარმატებული სვლის გაგრძელება. ჩემი აზრით, ამ დავალებას თავი კარგად გავართვით. რა თქმა უნდა, ეს სერია უნდა გაგრძელდეს”, – ამბობს მამარდაშვილი. შეგახსენებთ, რომ უკრაინა – საქართველოს…

მეტი...

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი შეიქმნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი შეიქმნა. შესაბამისი განკარგულება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო. დამატებით საარჩევნო უბნების შექმნის საფუძველი საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ განახლებული მონაცემები გახდა, რომელიც ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან მიიღო და დაამუშავა. ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს  95 834-ს. ამომრჩეველთა გაზრდილი რაოდენობის შესაბამისად საარჩევნო უბნები დამატებით შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში – ნიუ-იორკში; გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში –  ბერლინში;  ესპანეთის სამეფოში – ბარსელონაში; იტალიის რესპუბლიკაში – რომში; საბერძნეთის რესპუბლიკაში – ათენსა…

მეტი...

ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე მანქანა ამობრუნდა

ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი ამოტრიალდა. ინფორმაციას და ფოტომასალას ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევის შედეგად 40 წლამდე კაცი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ახალქალქის კლინიკაში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობიილზებული იყო საპატრულო პოლიცია.

მეტი...

უკრაინის აღდგენის კონფერენციას 2025 წელს იტალია უმასპინძლებს

უკრაინის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია 2025 წლის 10-11 ივლისს იტალიაში ჩატარდება. განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ რომში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „უკრაინა მარტო არ არის, და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა მელონიმ. მისი თქმით, იტალიის მხარდაჭერამ უნდა მისცეს კიევს საუკეთესო შესაძლებლობა დაიწყოს მოლაპარაკებები მშვიდობის შესახებ. პირველად უკრაინის აღდგენის კონფერენცია 2023 წელს ლონდონში ჩატარდა, შემდეგ 2024 წელს ბერლინში. 2024 წლის ივნისში შვეიცარიაში აგრეთვე ჩატარდა უკრაინის მშვიდობის სამიტი.

მეტი...

სარფის მებაჟე ოფიცრებმა ორ კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის” საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სალონში არსებულ სათავსოში, ორ შეკვრად დაფასოებული 2,600 კილოგრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 350,723 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. ბოლო ექვსი თვის მონაცემებით, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, სგპ. ,,სარფში” 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 67 ფაქტი იქნა გამოვლენილი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 1 401 119 ლარი შეადგინა.

მეტი...

,,აშშ მუშაობს, რათა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი არ გაფართოვდეს” – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა „აქტიურად მოქმედებს“, რათა ახლო აღმოსავლეთში უფრო მასშტაბური კონფლიქტი თავიდან აიცილოს. მისი თქმით, მსოფლიოში შიშობენ, რომ ისრაელის ბრძოლა ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებთან შესაძლოა სრულმასშტაბიან რეგიონულ ომში გადაიზარდოს. „ჩვენ ძალიან გულმოდგინედ ვმუშაობთ დიპლომატიისა და შეკავების ხერხის გამოყენებით, რათა თავიდან ავიცილოთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა ბლინკენმა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ასევე თქვა, რომ ის შეშფოთებულია დახმარების იმ არაადეკვატურობით, რაც ღაზის სექტორში მცხოვრებ მოსახლეობას უწევენ. მისი თქმით, აშშ პირდაპირ ესაუბრება ისრაელს, რათა ალყაში მოქცეულ ღაზის სექტორში მყოფ ადამიანებს ჰუმანიტარული მოთხოვნილებები დაუკმაყოფილდეს.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე განხილული მთავარი საკითხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნება იყო. ,,ყველა ჩვენგანისთვის უკრაინაში, ყველაფერი, რაც ეხება პატიმრებსა და დეპორტირებულებს, რჩება უკიდურესად მტკივნეულ საკითხად. მოზრდილები და ბავშვები, ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა ამჟამად რუსეთის ციხეებსა და ბანაკებში. გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ტყვეობაში მოკლეს უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა. ბევრი უკრაინელი ჟურნალისტისთვის, ვინც ვიქტორიას იცნობდა, მისი სიკვდილი ნამდვილი დარტყმაა. და რუსულ ტყვეობაში ჯერ კიდევ ბევრი სხვა ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, ოკუპირებული ტერიტორიის თემების ლიდერები, უბრალო ხალხიც კი, რომლებიც რუსული ოკუპაციის დროს დაიჭირეს”, – წერს…

მეტი...

შიმშილობის 41-ე დღეს კიდევ ერთი შუქრუთელი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს

შიმშილობის 41-ე დღეს, შუქრუთელი ახალგაზრდა, 27 წლის ჯაბა მაჭარაშვილი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. გუშინ, შიმშილობის 40-ე დღეს შეუძლოდ გახდა 33 წლის გიორგი ბიწაძე. ის კლინიკაში უკვე მეორედ გადაიყვანეს. შუქრუთელებმა 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე მათ კობახიძე არ შეხვედრია. ისინი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ. შუქრუთელები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს. მათი მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ეს ვალდებულება კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულებაც.…

მეტი...

ესპანეთის პრემიერი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს შეაჩეროს ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს შეაჩეროს ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა. სანჩესმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გაირკვა, რომ დღეს ებრაელმა ჯარისკაცებმა ლიბანის სამხრეთით მდებარე გაეროს სათვალთვალო საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა. „მგონია, ის რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, საგანგაშოა, და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეაჩეროს იარაღის ექსპორტი ისრაელის მთავრობისთვის“, – ციტირებს Reuters-ი სანჩესს. როგორც ესპანეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მისმა ქვეყანამ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა 2023 წლის ოქტომბრიდან შეაჩერა. ის მოუწოდებს მსოფლიოს, ესპანეთის მაგალითი გაიზიაროს, რათა ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია თავიდან აიცილონ.

მეტი...

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 14 ოქტომბერს მცხეთასა და სვეტიცხოველში, წინა წლების მსგავსად, ყველა მსურველს შეეძლება მისვლა საშვების გარეშე. „გილოცავთ მოახლოებულ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს და გისურვებთ ღვთის შეწევნასა და მფარველობას.ამასთან გაცნობებთ, რომ 14 ოქტომბერს მცხეთასა და სვეტიცხოველში, წინა წლების მსგავსად, ყველა მსურველს შეეძლება მისვლა საშვების გარეშე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

,,ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი გარანტი მშვიდობისა და განვითარებისთვის ამ ქვეყანაში” – პრემიერი

,,ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პროცესების ლიდერი, ის არის მთავარი გარანტი მშვიდობისა და განვითარებისთვის ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მისი ყველა გზავნილი უკავშირდებოდა შესაბამის ხედვებს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება და ქვეყნის შემდგომი განვითარება. „ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, ჩვენი უმთავრესი პრინციპული ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში, უზრუნველვყოთ ქვეყნის შემდგომი განვითარება და ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქუდზე კაცი გამოვიდეს 26 ოქტომბერს არჩევნებზე და „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ თუ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, უზრუნველვყოთ ამ ქვეყნის მყარი, სტაბილური განვითარება, საჭიროა…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილს აქვს ორი პარასკევი დარჩენილი თავის თანამდებობაზე” – პრემიერი

,,იმპიჩმენტს აქვს არსებითად სიმბოლური დატვირთვა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ არ დატოვოს სტანდარტულად პრეზიდენტის თანამდებობა. მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს ას მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, პირველი სხდომის გამართვის შემდეგ განხორციელდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი. „სალომე ზურაბიშვილს აქვს ორი პარასკევი დარჩენილი თავის თანამდებობაზე. იმპიჩმენტის წესით მოხდება მისი გადაყენება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში, იმის მიხედვით, თუ როდის ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა. აქედან გამომდინარე, მის არც ერთ ნაბიჯს არ აქვს არანაირი პრაქტიკული დატვირთვა ჩვენთვის. მას შემდეგ,…

მეტი...

რუსეთში, პატიმრობაში დაღუპული ჟურნალისტის საქმე უკრაინის პროკურატურამ ომის დანაშაულად დააკვალიფიცირა

რუსეთში, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის გარდაცვალების საქმე უკრაინის პროკურატურამ ომის დანაშაულად დააკვალიფიცირა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშინა რუსეთის ციხეში ეტაპირების დროს გარდაიცვალა. ,,10 ოქტომბერს ცნობილი გახდა უკრაინელი ჟურნალისტის, ვიქტორია როშინას სიკვდილის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციაში უკანონოდ იყო დაკავებული. ამასთან დაკავშირებით დაწყებულია საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით – ომის წეს-ჩვეულების დარღვევა და განზრახ მკვლელობა”, – წერია უკრაინის პროკურატურის განცხადებაში. როშინა პატიმრობაში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ჟურნალისტი ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიიდან 2023 წლის აგვისტოში გაუჩინარდა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ ის რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა. უკრაინის დაზვერვის…

მეტი...

ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა

ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა და გზა ავტორანსპორტისთვის გაიხსნა. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აშენდა 14 კმ-იანი, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 20 ხიდს და 5 გვირაბს. შემოვლითი გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან სრულად განტვირთავს ქალაქს. ახალი გზა იწყება მახინჯაურთან და სრულდება ხელვაჩაურში. შემოვლით გზაზე მოწყობილია 4 სატრანსპორტო კვანძი, რომლითაც ტრანსპორტს საშუალება აქვს დაუკავშირდეს როგორც მიმდებარე სოფლებს, ისე ბათუმში შესასვლელ მთავარ ქუჩებს. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობამდე, ავტოტრანსპორტი, მათ შორის, საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტი, საცხოვრებელ და  ტურისტულ ზონაში მოძრაობდა, რაც ართულებდა მიმოსვლას და ქმნიდა საცობებს.…

მეტი...

ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობა – ბრალდებულებს 17 და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სოფელ ვახტანგისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 21 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში, ბრალდებული და მისი დისშვილი, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის სახლში მივიდნენ, სადაც ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილ მეუღლეს დანით ზურგის არეში, სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები მიაყენა. ბრალდებულის თანმხლები პირი დაზარალებულს აკავებდა და გაქცევის შესაძლებლობას არ აძლევდა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. დაკავებულებს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე წარედგინათ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ…

მეტი...

კობა კობალაძემ, რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა რუსთავში გამართა და ვეტერანებს სამსახურის მუშაობის 10 წლიანი ანგარიში წარუდგინა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კობა კობალაძემ, მორიგი შეხვედრა, რუსთავში გამართა და ქვემო ქართლში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს, სამსახურის მუშაობის 10 წლიანი ანგარიში წარუდგინა. სამსახურის დირექტორმა, ვეტერანებს, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ პროექტსა და ინიციატივაზე, რაც სამსახურის ბენეფიციართა წინაშე სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად, სამსახურისა და სახელმწიფო ინსტიტუციების ერთობლივი ძალისხმევით და, ასევე, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ხორციელდება. ვრცელი პრეზენტაციის შემდეგ, ვეტერანებმა აღნიშნეს, რომ…

მეტი...

,,ვინც უნდათ, დაასახელონ პრემიერად, აქ ყველაზე მთავარი მოსახლეობის განწყობაა” – კალაძე პრეზიდენტის პრემიერობის კანდიდატად შესაძლო წარდგენაზე

„ვინც უნდათ, დაასახელონ პრემიერად, სადაც უნდათ და ვისთანაც უნდათ შეიკრობონ. ყველაზე მთავარი არის მოსახლეობის განწყობა და დამოკიდებულება ამ რადიკალების მიმართ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა  კახა კალაძემ  მედიასთან განაცხადა, როდესაც მას სალომე ზურაბიშვილის პრემიერობის კანდიდატად  დასახალების  პერსპექტივაზე ჰკითხეს. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი და მის გარშემო შეკრებილი ოპოზიცია რეალურად ერთ, გარედან მართულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. „ესენი ყველანი ერთნი არიან, ვიცით, საიდან და როგორ იმართებიან. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. გუშინ შალიკოსთან იკრიბებოდნენ, დღეს სალომესთან იკრიბებიან, ხვალ-ზეგ კიდე ვიღაცასთან შეიძლება შეიკრიბონ. ამაზე  არავინ არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...