,,აშშ მუშაობს, რათა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი არ გაფართოვდეს” – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა „აქტიურად მოქმედებს“, რათა ახლო აღმოსავლეთში უფრო მასშტაბური კონფლიქტი თავიდან აიცილოს.

მისი თქმით, მსოფლიოში შიშობენ, რომ ისრაელის ბრძოლა ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებთან შესაძლოა სრულმასშტაბიან რეგიონულ ომში გადაიზარდოს.

„ჩვენ ძალიან გულმოდგინედ ვმუშაობთ დიპლომატიისა და შეკავების ხერხის გამოყენებით, რათა თავიდან ავიცილოთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა ბლინკენმა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ასევე თქვა, რომ ის შეშფოთებულია დახმარების იმ არაადეკვატურობით, რაც ღაზის სექტორში მცხოვრებ მოსახლეობას უწევენ.

მისი თქმით, აშშ პირდაპირ ესაუბრება ისრაელს, რათა ალყაში მოქცეულ ღაზის სექტორში მყოფ ადამიანებს ჰუმანიტარული მოთხოვნილებები დაუკმაყოფილდეს.

მსგავსი თემები