,,რთული თამაში გველის” – გიორგი მამარდაშვილის კომენტარი უკრაინასთან მატჩამდე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინის ნაკრებთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ვარჯიში გამართა. პოზნანში, მატჩისწინა საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მატჩისწინა განწყობებსა და მზადებაზე გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საქართველოს რთული თამაში ელის მეტოქე გუნდთან.

,,უკრაინის ნაკრებთან რთული თამაში გველის. მეტოქეს ბევრი ფეხბურთელი აკლია, არ იქნებიან ოპტიმალური შემადგენლობით, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ ჰყავთ იმ დონის მოთამაშეები, რომლებიც დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევენ.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო წარმატებული სვლის გაგრძელება. ჩემი აზრით, ამ დავალებას თავი კარგად გავართვით. რა თქმა უნდა, ეს სერია უნდა გაგრძელდეს”, – ამბობს მამარდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა – საქართველოს მატჩი პოზნანის ედნა სტადიონზე 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი თემები