“ნატომ ყურადღება არ უნდა მიაქციოს რუსეთის ბირთვულ მუქარებს”- მარკ რუტე

“ნატომ ყურადღება არ უნდა მიაქციოს რუსეთის ბირთვულ მუქარებს”- ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Sky News-თან საუბარში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ღირს თუ არა ნატოს მოკავშირეების მხრიდან რუსეთის მუქარებისთვის ყურადღების მიქცევა, რუტემ ხაზგასმით განაცხადა, რომ „არა, არ ღირს და ისინი არც აქცევენ [ყურადღებას]“.

„ნატო ძლიერია. ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა. ყველაფერი საჭირო გვაქვს, რათა ნატოს უსაფრთხოების გარანტირება მოვახდინოთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ ნებისმიერ საფრთხეს. ვერასდროს შეგვაშინებენ ქვეყნები, რომლებიც ნატოში არ შედიან, რომლებიც ჩვენთვის დამუქრებას ცდილობენ. ეს უსარგებლოა, ჯობია მან [პუტინმა] შეწყვიტოს ამის კეთება“- განაცხადა რუტემ.

ცნობისთვის, რუტემ 1-ელ ოქტომბერს, ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნიდან მალევე, უკვე განაცხადა, რომ არ ღირს რუსეთის ბირთვული მუქარების მოსმენა და ხაზი გაუსვა, რომ მოკავშირეები ახლა ვერ ხედავენ ბირთვული იარაღის გამოყენების პირდაპირ რისკებს.

მსგავსი თემები