უკრაინის აღდგენის კონფერენციას 2025 წელს იტალია უმასპინძლებს

უკრაინის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია 2025 წლის 10-11 ივლისს იტალიაში ჩატარდება. განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ რომში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„უკრაინა მარტო არ არის, და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა მელონიმ.

მისი თქმით, იტალიის მხარდაჭერამ უნდა მისცეს კიევს საუკეთესო შესაძლებლობა დაიწყოს მოლაპარაკებები მშვიდობის შესახებ.

პირველად უკრაინის აღდგენის კონფერენცია 2023 წელს ლონდონში ჩატარდა, შემდეგ 2024 წელს ბერლინში. 2024 წლის ივნისში შვეიცარიაში აგრეთვე ჩატარდა უკრაინის მშვიდობის სამიტი.

მსგავსი თემები