დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ ენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ენერგოუსაფრთხოებისა და განახლებადი ენერგიის საკითხებს შეეხებოდა. სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, როგორც ელექტროენერგეტიკის, ასევე ბუნებრივი გაზის მიმართულებით, ყურადღება გაამახვილა სატარიფო პოლიტიკაზე. მისი თქმით, რეგულირებად სექტორებში დადგენილია გრძელვადიანი ტარიფები, შესაბამისად, უახლოეს ხანებში ტარიფების გადახედვა არ იგეგმება. დავით ნარმანიამ ისაუბრა განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშემწყობი პოლიტიკის ეფექტიანობაზე. მან აღნიშნა, რომ სემეკში დაწყებულია მუშაობა ნეტო-აღრიცხვის პოლიტიკის ტრანსფორმაციის შესახებ: „ისევე როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, საქართველოშიც ნეტო-აღრიცხვის სისტემიდან უნდა გადავიდეთ ნეტო-ბილინგის სისტემაზე, კერძოდ ქსელში…

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ „ქართულ ოცნებას“? – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაბარების პროცესზე საუბრობენ, რეალობას მოწყვეტილები არიან, რადგან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა. „როგორ შეიძლება, 4%-იანი პარტია საუბრობდეს ხელისუფლების გადაბარებაზე? ხალხთან ვერ მიდიან შესახვედრად, რადგან იციან, როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მათ მიმართ. რა ხელისუფლების გადაბარებაზე საუბრობენ, წარმოუდგენელია. სჯობს, რეალობაში დაბრუნდნენ და ყველაფერი აღიქვან, როგორც არის“, – განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება ჟურნალისტის რეპლიკას იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობაც“ აცხადებდა, რომ უმრავლესობით იგებდა არჩევნებს, თბილისის მერის თქმით, ეს შედარება…

მეტი...

,,ოპოზიცია არ ფიქრობს ხალხზე, მათ ამნისტიის კანონს მხარი არ დაუჭირეს” – შალვა პაპუაშვილი

,,ოპოზიცია არ ფიქრობს ხალხზე. მათ ამნისტიის კანონს მხარი არ დაუჭირეს, ისინი ფიქრობენ მხოლოდ იმ მითითებების შესრულებაზე, რომელსაც უცხოეთიდან იღებენ”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. „ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის და პრეზიდენტის გაერთიანებული სამარცხვინო პოზიცია, რაც შეეხება ამნისტიას. ვნახეთ, რომ პრეზიდენტმა ორი კვირა დააგვიანა ხელმოწერა, დაკავებული იყო პოლიტიკური პერიპეტიებით, რომელიც ნამდვილად არ არის მისი საქმე და ადამიანებს და იმ ოჯახებს, რომლებიც ელოდნენ, რომ პატიმრები საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებოდნენ, ორი კვირა ალოდინა იმისთვის, რომ ერთი ხელმოწერა დაესვა ამ კანონზე. ასეთ ადამიანებთან გვაქვს საქმე. ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა ამ კანონს და ესეც აჩვენებს…

მეტი...

საფრანგეთში 18 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საფრანგეთში 18 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, ახალგაზრდა თბილისში მამასთან ერთად ცხოვრობდა. ცოტა ხნის წინ კი საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც შემთხვევა მოხდა. „გარდაიცვალა საფრანგეთში, იტალიაში მყოფი ემიგრანტი დედის შვილი 18 წლის ივანე ჩუბინიძე. გამძლეობა სოფოს და მალხაზის. სიტყვები არ მყოფნის. ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს ის დედა და მამა, რანაირად უნდა ანუგეშოს და დაამშვიდოს ადამიანმა, არ ვიცი. გლოვობს ჩემი საზანო“, – წერს სიხარულიძე.

მეტი...

„ამხელა სიწმინდის ჩვენს ქვეყანაში ჩამობრძანდება დიდი სიხარულია ყველა ადამიანისთვის” – არქიმანდრიტი იოვანე

არქიმანდრიტი, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური, მამა იოვანე (მჭედლიშვილი) იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოში ჩამოტანას ეხმაურება. ,,ძალიან დიდი სიხარულია ეკლესიისთვის, ყველა ადამიანისთვის, რომ ამხელა სიწმინდე ჩვენს ქვეყანაში ბრუნდება, საქართველოში ჩამობრძანდება. დღევანდელ დღეს უნდა აღინიშნოს, რომ 1988 წელს, ჩამობრძანდა ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლობის ხატი, რომელიც სიონშია დავანებული და ეს იყო განსაკუთრებულ დღე. დღევანდელი დღეც განსაკუთრებულია და ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ადამიანს, რომელმაც ეს დიდი სიწმინდე შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას,” – ამბობს მამა იოვანე (მჭედლიშვილი). იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოშია. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოიტანეს. იოანე ზოსიმეს უნიკალური…

მეტი...

,,ამაზრზენია რეზოლუციაში წაყენებული მოთხოვნა” – შალვა პაპუაშვილი

„ამაზრზენია საქართველოს მიმართ რეზოლუციაში წაყენებული მოთხოვნა, დავუწესოთ რუსეთს ორმხრივი სანქციები. სკანდალურია, რომ ეს რეზოლუცია ევროკავშირის პირველი ოფიციალური საჯარო დოკუმენტია, რომელშიც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ღიად არის დაფიქსირებული“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თუმცა, კარგია, რომ, როგორც იქნა, საბოლოოდ გაცხადდა ის, რაზეც აქამდე მსგავსი მოთხოვნის ავტორები საჯაროდ საუბარს გაურბოდნენ, ზოგიერთი კი საჯაროდ უარყოფდა კიდეც”, – აღნიშნა პაპუაშვილმა. პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ის, რომ ევროკავშირის და ნატოს უსაფრთხოების ქოლგით დაცული ქვეყნების წარმომადგენლები, ამ რეზოლუციით, საქართველოსგან, რომელსაც არც ევროკავშირის და…

მეტი...

VIDEO: პირველად ისტორიაში ქართველი გოგონა მას-რესლინგში ევროპის ჩემპიონი გახდა

სალომე კვასხვაძე ევროპის ჩემპიონი პირველი ქართველი გოგონა გახდა მას-რესლინგში. ევროპის ჩემპიონატი ფინეთში გაიმართა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში, საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა & ძალისმიერი ფიტნესის ფედერაცია ავრცელებს.

მეტი...

,,ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში, დსთ-ში დაბრუნდება” – ლუკაშენკო

,,ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში, დსთ-ში დაბრუნდება”, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა მოსკოვში გამართულ სამიტზე განაცხადა. „ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში დაბრუნდება, მოლდოვა აღადგენს სრულ მონაწილეობას, უკრაინის ხელისუფლება გონს მოეგება, რომლის ნორმალური ცხოვრების აღდგენაშიც ჩვენ მოგვიწევს მონაწილეობა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. ეს უბრალოდ დროის საკითხია“, – თქვა ლუკაშენკომ საქართველომ დსთ-ს დატოვების გადაწყვეტილება 2008 წლის ომის შემდეგ მიიღო. წევრობა კი ოფიციალურად 2009 წლის 18 აგვისტოს შეწყდა.

მეტი...

იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოში დღეს დაბრუნდება

ბერი იოანე ზოსიმეს ხელნაწერი, საქართველოში დღეს დაბრუნდება. წიგნი ეროვნულ მუზეუმში დაიდებს ბინას, რაც იმას ნიშნავს, რომ მეათე საუკუნის ქართველი სასულიერო მწერალი და ჰიმნოგრაფი ისტორიულ სამშობლოს უბრუნდება. ხელნაწერის შთამბეჭდაობასა და უნიკალურობას ბევრი მიზეზი განსაზღვრავს. პირველადი ტექსტი V-VII საუკუნით თარიღდება, ხოლო მეათე საუკუნეში იოანე ზოსიმემ მასზე ტექსტი ქართული ანბანით პირადად გადააწერა. უნიკალური ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტურ დამოწმებებს არამეულის უახლოეს დიალექტზე, ეს დიალექტი კი ყველაზე ახლოს არის ენასთან, რომელზეც იესო ლაპარაკობდა. წიგნი საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა აჩუქა. საგანძური კრისტის აუქციონზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მილიონ ფუნტად…

მეტი...

,,ხატმა მთელი მადლი საქართველოში წაიღოო” – რატომ უნდა მოილოცოთ 9 ოქტომბერს სიონის ტაძარი

1989 წლის 9 ოქტომბერს, წმინდა მოციქულისა და მახარებლის – იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს, თბილისში, ათონის მთიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი ჩამობრძანდა, რომელიც პატრიარქის თხოვნითა და კურთხევით, ათონის წმინდა მამებმა დაწერეს. ბერძენმა მამებმა საქართველოსთვის კარიბჭის ხატიდან ასლის გადაღება ორ წელიწადში მოახერხეს. ხატი ორმოცი დღის განმავლობაში მიდებული ჰქონდათ დედა ხატთან, რათა მისგან მიეღო მადლი და ნიჭი. ხატის კურთხევა ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში შესრულდა და 9 ოქტომბერს ათეულობით ათასი ადამიანი შეხვდა სიწმინდეს და აეროპორტიდან ფეხით მიაცილა იგი სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრამდე. ეს ნამდვილი დღესასწაული იყო. ასლის საქართველოში ჩამობრძანებისას ის წყარო, რომელიც ათასი წლის…

მეტი...

+28 გრადუსი – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

9 ოქტომბერს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ქუთაისში +28 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით 27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა ფოთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში მზიანი დღეა ნავარაუდები.…

მეტი...

,,ქართველი ხალხის გულები ევროპისთვის ძგერს, ,,ქართული ოცნება” ცდილობს, ქვეყანა ისევ რუსულ კოშმარში დააბრუნოს” – გლუკსმანი

,,ქართველი ხალხის გულები ევროპისთვის ძგერს. ,,ქართული ოცნება” ცდილობს, ქვეყანა ისევ რუსულ კოშმარში დააბრუნოს”, – თქვა ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობდა. ,,ქართველი ხალხის გულები ევროპისთვის ძგერს. საქართველოს ქალაქებში ახალგაზრდები ევროკავშირის დროშას აფრიალებენ, როგორც სიმბოლოს თავისუფლებისა და ღირსებისა. ჩვენ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ შეუძლებელია კრემლთან გარიგება და ამავე დროს ევროპული გზით სიარული. შეუძლებელია თავისუფლებას ახშობდე ახალი კანონებით და თან ევროპისკენ მიდიოდე. შეუძლებელია, უვადოდ გყავდეს დაპატიმრებული სააკაშვილი და თან ევროპისკენ მიდიოდე. ,,ქართული ოცნება” ცდილობს, ქვეყანა ისევ რუსულ კოშმარში დააბრუნოს, ამიტომ ევროპამ ხმამაღლა უნდა თქვას, რომ ქართველი…

მეტი...

,,არჩევნები შესაძლებლობაა, რომ ქართველებმა თავიანთი ევროპული ოცნება დაიბრუნონ, თქვენი სახლი ევროპაა” – აუსტრევიჩუსი

,,არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ ქართველებმა თავიანთი ევროპული ოცნება დაიბრუნონ. მე მოვუწოდებ ქართველებს, რომ უარი თქვან რუსეთიდან მომავალ მანიპულაციებზე. თქვენი სახლი ევროპაა”, – თქვა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. ,,საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანა სხვა, არაევროპული, არადემოკრატიული მიმართულებით წაიყვანა. საქართველოს მთავრობამ უარი თქვა თავდაპირველ ვალდებულებებზე, რომლებიც ქართველი ხალხის წინაშე ჰქონდა აღებული და აღმოსავლური პოპულიზმისკენ მიტრიალდა. საჯარო ისტერია, რომელიც შექმნა მმართველმა პარტიამ ე.წ. ოჯახური ფასეულობების თაობაზე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ისინი ულტრარადიკალური პოპულიზმისკენ მიტრიალდნენ. მე ასევე მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მმართველ…

მეტი...

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციას დღეს უყრიან კენჭს

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციას დღეს, 9 ოქტომბერს უყრიან კენჭს. 25-პუნქტიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ამჟამინდელ კურსს არ შეცვლის, სავარაუდოდ, ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობა ვიზალიბერალიზაციისა და კანდიდატის სტატუსთან მიმართებით, შეიცვლება. რეზოლუციაში შესულია ბიძინა ივანიშვილის პერსონალური სანქცირების საკითხი და წერია, რომ ევროპარლამენტარები გმობენ ბიძინა ივანიშვილის პირად როლს ,,მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ძირის გამოთხრისა და ქვეყნის რუსეთისკენ მიბრუნების მორიგ მცდელობაში”. ასევე, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოსა და EU-ის დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესოს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალურ სანქციები ბიძინა ივანიშვილს ,,საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო”. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში გუშინ, 8…

მეტი...

საერთაშორისო ორგანიზაციამ RAW in WAR ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია პალესტინელ ჟურნალისტებს მიანიჭა

საერთაშორისო ორგანიზაციამ RAW in WAR ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია პალესტინელ ჟურნალისტებს მიანიჭა. „მას შემდეგ, რაც ისრაელმა უცხოელ ჟურნალისტებს ღაზაზე დამოუკიდებელი წვდომა აუკრძალა, პალესტინელი ჟურნალისტები, რომელთა შორის ბევრი ქალია, პრაქტიკულად ღაზის სექტორიდან ერთადერთ ხმად და ცნობების ერთადერთ წყაროდ იქცნენ”, – აღნიშნავს RAW in WAR პრესრელიზში. ორგანიზაცია ასევე საუბრობს ყველა პალესტინელი ჟურნალისტის სიმამაცეზე, რომლებიც სიცოცხლისთვის საფრთხის მიუხედავად, ცდილობენ ობიექტურად გააშუქონ მოვლენები. ღაზაში ომის ერთი წლის განმავლობაში 150-ზე მეტი ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა, ნათქვამია RAW in WAR-ის პრესრელიზში. დაღუპული მედიის მუშაკების რაოდენობა ზუსტად არ არის ცნობილი და მერყეობს 139-დან 175-მდე. პალესტინელ ჟურნალისტებს…

მეტი...

„უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფა“ – ჩინეთი ღაზას კონფლიქტზე

რას აკეთებს ჩინეთის ღაზაში ცეცხლის შეწყეტის ხელშეწყობისთვის? ეს კითხვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს დაუსვეს, როგორც მაო ნინგი აღიშნავს, ღაზას კონფლიქტი მთელი წელი გაგრძელდა და გამოიწვია მრავალი უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა და უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფა. „კონფლიქტის გავრცელება გავლენას ახდენს რეგიონზე და რეგიონში დაძაბულობა განაგრძობს ესკალაციას. ჩინეთი ღრმად არის შეშფოთებული იმის გამო, რომ ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება და მშვიდობა კვლავ მიუწვდომელია. უხეში რეალობა სრულად ადასტურებს, რომ სამხედრო ოპერაციები და ძალადობა არ არის გამოსავალი და მშვიდობასა და სტაბილურობას უფრო მიუწვდომელ გახდის“ – აღნიშნა მან. საგარეო უწყება ჩინეთის ინიციატივაზეც ამახვილებს ყურადღებას და არაბული და…

მეტი...

იანვრიდან რუსი მესაზღვრეები სომხეთ-ირანის საზღვარს დატოვებენ

2025 წლის 1-ელი იანვრიდან სომხეთსა და ირანს შორის გამშვებ პუნქტს მხოლოდ სომეხი მესაზღვრეები დაიცავენ და რუსები იქ არსებულ საგუშაგოზე მუშაობას შეწყვეტენ. სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივნის, ნაზელი ბაღდასარიანის ცნობით, ამის შესახებ შეთანხმება სწორედ ფაშინიანსა და პუტინს შორის შედგა. „მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარები მონაწილეობას მიიღებენ სომხეთ-ირანის და სომხეთი-თურქეთის სახელმწიფო საზღვრების დაცვაში. ხოლო სომხეთ-ირანის საგუშაგოზე სამსახური მთლიანად განხორციელდება სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მიერ“, – წერს ის Facebook-ზე.

მეტი...

ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის ბავშვი სცემა – მომხდარზე დაწყებულია გამოძიება

ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდი სცემა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას გამოცემა ,,ბათუმელები” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად იძალადა. ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ. სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა შემთხვევა დააფიქსირა. ცეკვის დარბაზში დამონტაჟებული კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მასწავლებელი ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობს, ხოლო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასწავლებლის შეკავებას იქ მყოფი ქალი ცდილობს. ის პერიოდულად მასწავლებელსა და ბავშვს შორის დგას და ცდილობს ბავშვი მასწავლებლის აგრესიისგან დაიცვას. არის კადრი, სადაც ჩანს, როგორ იშორებს ქალს ცეკვის მასწავლებელი ხელის კვრით და…

მეტი...

,,გავანადგურეთ ნასრალას შემცვლელი და შემცვლელის შემცვლელი” – ნეთანიაჰუ

ისრაელის ავიადარტყმებმა ჰეზბოლას მოკლული ლიდერის, ჰასან ნასრალას ორი სავარაუდო შემცვლელი იმსხვერპლა. ინფორმაციას ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ავრცელებს. ,,ჰეზბოლას შესაძლებლობები შევამცირეთ. გავანადგურეთ ათასობით ტერორისტი, მათ შორის, თავად ჰასან ნასრალა, მისი შემცვლელი და შემცველის შემცვლელი”, – თქვა ნეთანიაჰუმ.

მეტი...

ქარიშხალ ,,მილტონის” გამო, ჯო ბაიდენმა ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ბრძანება დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფლორიდის მოსახლეობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაემორჩილონ ევაკუაციის ბრძანებას ქარიშხალ ,,მილტონის” მიახლოების გამო. ,,შეიძლება, ეს იყოს ყველაზე საშიში ქარიშხალი, რომელიც ფლორიდას ბოლო საუკუნეში დაატყდა თავს. ღმერთმა ქნას, ეს ასე არ მოხდეს, მაგრამ ამჟამად ასე ჩანს”, – განაცხადა ბაიდენმა. როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ბრძანება დაამტკიცა. ცნობისთვის, ქარიშხლის მოსალოდნელი მოახლოების გამო ფლორიდაში მილიონზე მეტი ადამიანისთვის ევაკუაციის ბრძანება გასცეს. სავარაუდოა, რომ ქარიშხალი ფლორიდის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ ტამპას დაატყდება. შეგახსენებთ, რომ შეერთებულ შტატებში შტორმ ,,ჰელენის” შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან. სტიქიას 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

5 წელში 127 მილიონზე მეტი მგზავრი პეკინის Daxing-ის  აეროპორტში

პეკინის Daxing-ის  საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირების ხუთ წელს აღნიშნავს. ეს აეროპორტი “ჩინეთის სამოქალაქო აეროპორტის მომსახურების ხარისხის ბრწყინვალების ჯილდოს” მფლობელია და 5 წელიწადში 127 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა და 860 000 ტონა ტვირთი გადაზიდა. აეროპორტი ულტრათანამედროვე სისტემებითა და ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც შესაძლებლობას იძლევა, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით მგზავრებმა თავიანთი ბარგის გადაადგილება აკონტროლონ. აეროპორტი აღჭურვლია ე.წ. ჭკვიანი კლიმატ კონტროლის სისტემებით როგორც საბარგო ადგილებში, ისე მგზავრთა გადაადგილების სივრცეებში. აქ ყველანაირი კონტროლი, შემოწმება შესაძლებელია გამარტივებულად, მხოლოდ და მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სახის ამოცნობის გამოყენებით. მას შემდეგ, რაც ჩინეთი თანდათან აფართოებს უვიზო სატრანზიტო პოლიტიკას და მოიცავს უფრო…

მეტი...