,,არჩევნები შესაძლებლობაა, რომ ქართველებმა თავიანთი ევროპული ოცნება დაიბრუნონ, თქვენი სახლი ევროპაა” – აუსტრევიჩუსი

,,არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ ქართველებმა თავიანთი ევროპული ოცნება დაიბრუნონ. მე მოვუწოდებ ქართველებს, რომ უარი თქვან რუსეთიდან მომავალ მანიპულაციებზე. თქვენი სახლი ევროპაა”, – თქვა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

,,საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანა სხვა, არაევროპული, არადემოკრატიული მიმართულებით წაიყვანა. საქართველოს მთავრობამ უარი თქვა თავდაპირველ ვალდებულებებზე, რომლებიც ქართველი ხალხის წინაშე ჰქონდა აღებული და აღმოსავლური პოპულიზმისკენ მიტრიალდა. საჯარო ისტერია, რომელიც შექმნა მმართველმა პარტიამ ე.წ. ოჯახური ფასეულობების თაობაზე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ისინი ულტრარადიკალური პოპულიზმისკენ მიტრიალდნენ.

მე ასევე მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მმართველ პარტიას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. ხელისუფლების მცდელობებს, გამოეწვია ანტაგონიზმი დასავლეთის მიმართ, ჰქონდა თავისი ეფექტი. პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირთან და აშშ-სთან დიდწილად შეწყდა და საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი თავი ყაზბეგის მთის მწვერვალზე ჩაკეტა. მოახლოებული არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ ქართველებმა თავიანთი ევროპული ოცნება დაიბრუნონ. მე მოვუწოდებ ქართველებს, რომ უარი თქვან რუსეთიდან მომავალ მანიპულაციებზე. თქვენი სახლი ევროპაა”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი თემები