,,ოპოზიცია არ ფიქრობს ხალხზე, მათ ამნისტიის კანონს მხარი არ დაუჭირეს” – შალვა პაპუაშვილი

,,ოპოზიცია არ ფიქრობს ხალხზე. მათ ამნისტიის კანონს მხარი არ დაუჭირეს, ისინი ფიქრობენ მხოლოდ იმ მითითებების შესრულებაზე, რომელსაც უცხოეთიდან იღებენ”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის და პრეზიდენტის გაერთიანებული სამარცხვინო პოზიცია, რაც შეეხება ამნისტიას. ვნახეთ, რომ პრეზიდენტმა ორი კვირა დააგვიანა ხელმოწერა, დაკავებული იყო პოლიტიკური პერიპეტიებით, რომელიც ნამდვილად არ არის მისი საქმე და ადამიანებს და იმ ოჯახებს, რომლებიც ელოდნენ, რომ პატიმრები საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებოდნენ, ორი კვირა ალოდინა იმისთვის, რომ ერთი ხელმოწერა დაესვა ამ კანონზე. ასეთ ადამიანებთან გვაქვს საქმე.

ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა ამ კანონს და ესეც აჩვენებს მათ განწყობას. ისინი ხალხზე არ ფიქრობენ, უყურებენ რა დაკვეთა შემოვა უცხოეთიდან, რეზოლუციაში რა მითითებებს მიიღებენ, რომ შეასრულონ ეს მითითებები და არა ქართველი ხალხის ნება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები