ავარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში – არიან დაშავებულები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე მანქანის მძღოლი სოფელ კორცხელის მკვიდრია. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

მეტი...

ავიაკომპანიებმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ფრენები შეაჩერეს

ავიაკომპანიებმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ფრენები შეაჩერეს. British Airways-ის განცხადებით, ისინი თელ-ავივში ფრენებს თვის ბოლომდე შეაჩერებენ. ამით British Airways-ი უერთდება იმ ავიაკომპანიების სიას, რომლებმაც მიმდინარე კონფლიქტის გამო ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები გააუქმეს. ფრენები შეაჩერა გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მაც – თეირანში 26 ოქტომბრამდე, თელ-ავივში 31 ოქტომბრამდე, ხოლო ბეირუთში ნოემბრის ბოლომდე. ჰოლანდიურმა ავიაკომპანია KLM-მა თელ-ავივში ფრენები წლის ბოლომდე შეაჩერა. ისრაელის მიმართულებით ფრენები შეაჩერა ასევე რამდენიმე კომპანიამ: Air India, Cathay Pacific, Delta, United, EasyJet, Ryanair და Wizz Air-მა. ლიბანური ავიაკომპანია Middle East Airlines ერთ-ერთია, რომელიც კვლავ ახორციელებს ბეირუთის აეროპორტიდან ორივე მიმართულების ფრენებს.

მეტი...

კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს

კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებას ეხება. ოჯახი ბექა ჯაიანის უმკაცრეს დასჯას ითხოვს და მისი შეურაცხადობის და აფექტის არ სჯერა. ოჯახის პოზიცია მათმა ადვოკატმა გააჟღერა. მისი თქმით, ტრანსგენდერის ოჯახი სასჯელის ზომად და სახედ თავისუფლების უვადო აღკვეთას ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ მკვლელობისთვის დაკავებული ბექა ჯაიანი ციხის ნაცვლად, ფსიქიატრიულ კლინიკაში გაუშვეს, ტრანსგენდერი ქალის ახლობლები ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ. ,,არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ საბედისწერო შემთხვევამდე არაერთხელ ყოფილა კონფლიქტი მათ შორის, რისი მიზეზიც იყო კესარიას ორიენტაციაზე მითითება ბრალდებულის მხრიდან. ფაქტია ერთი, რომ ადამიანმა განიზრახა დანაშაულის ჩადენა, მკვლელობა, შეიძინა დანაშაულის იარაღი,…

მეტი...

,,ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან” – ჰერჩინსკი

,,ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერვინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, არ განეხორციელებინა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში და არ ჰქონოდა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში იმ რიტორიკის გამო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის მიმართ აქვს. „რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ უკვე მიმდინარე წლის ივნისში ჩვენ გვქონდა შიდა განხილვა ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან როგორ უნდა მივდგომოდით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ როგორც არამეგობრულს ევროკავშირის მიმართ. ასევე, განვიხილეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივს,…

მეტი...

,,ვიმედოვბენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში აქტივობა იქნება ისტორიულად მაღალი და თქვენ კოლექტიურად გადაწყვეტთ თქვენი ქვეყნის მომავალს“ – ჰერჩინსკი

,,კიდევ ერთხელ მოვიწოდებ ყველა ქართველს, წავიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა, მომავალი არჩევნები იქნება აბსოლუტურად აუცილებელი თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს თქვენ, ქართველმა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოთ, რომელ პარტიას მისცემთ ხმას, მაგრამ ჩემზეა იმის მოწოდება, რომ გითხრათ: გთხოვთ, წადით და მიეცით ხმა, თქვენი ხმა ნამდვილად, ნამდვილად მნიშვნელოვანია. გულწრფელად ვიმედოვბენ, რომ მოახლოებულ, 26 ოქტომბრის არჩევნებში აქტივობა იქნება ისტორიულად მაღალი და თქვენ კოლექტიურად გადაწყვეტთ თქვენი ქვეყნის მომავალს“, – აღნიშნა ელჩმა. კითხვაზე, რა აზრის არის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ელჩმა უპასუხა:…

მეტი...

,,გააგრძელებთ და მიჰყვებით თუ არა ევროკავშირის გზას ეს თქვენზეა დამოკიდებული” – ფიშერი

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა საარჩევნო თემაზე გამართულ ღობისძიებაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული გზისთვის გადახვევის შემთხვევაში ეს ვერ მოხდება. ,,არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა არის თქვენი სუპერ ძალაუფლება. კურსი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება ახლა არ არის ევროკავშირის კურსი. რა უნდა გააკეთოთ გაწევრიანებისთვის? ეს ძალიან მარტივია. უნდა დაიცვა და მიჰყვე ეროვნულ კანონმდებლობასა და წესებს. თუ კანონმდებლობას გადაუხვევთ, ევროკავშირში გაწევრიანება ვერ მოხდება. გააგრძელებთ და მიჰყვებით თუ არა ევროკავშირის გზას ეს თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ მოგესალმებათ და გელოდებათ ევროკავშირი. გისურვებთ ევროკავშირში გაწევრიანებას”, – განაცხადა ფიშერმა.

მეტი...

,,იმედი მაქვს, რომ ადამიანები, რომლებიც მთავრობაში მოვლენ, დაიცავენ ქართველი ამომრჩევლის ინტერესებს” – დანიგანი

,,იმედი მაქვს, რომ ადამიანები, რომლებიც მთავრობაში მოვლენ, დაიცავენ ქართველი ამომრჩევლის ინტერესებს”, – ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი ,,საარჩევნო კომპასის” პრეზენტაციაზე. ,,არჩევნების დროს ბევრი საუბარია პოლიტიკური პარტიების შესახებ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებში არის ამომრჩეველი და ამიტომ ქართველებს აქვთ უფლება იცოდნენ, რას წარმოადგენს ესა თუ ის პარტია. ამიტომ, შეერთებული შტატების დიდი სურვილია, რომ ქართველები წავიდნენ არჩევნებზე, მისცენ ხმა, იცოდნენ, რომ პროცესი არის ფარული და დაცული, რომ არჩევნები არის სამართლიანი და პარტიები, რომლებსაც ხმას აძლევენ, წარმოადგენენ იმას, რაც მათ სურთ. მე იმედი მაქვს, რომ ქართველები ამ ინსტრუმენტს გამოიყენებენ და უზრუნველყოფენ, რომ ადამიანები,…

მეტი...

,,თუ საქართველო გააგრძელებს ოპოზიციის დევნასა და ანტიევროპულ ნარატივს, ევროკავშირში ვერც ახლა შევა და ვერც მომავალში” – ჰერჩინსკი

,,თუ საქართველო გააგრძელებს ოპოზიციის დევნასა და ანტიევროპულ ნარატივს, ევროკავშირში ვერც ახლა შევა და ვერც მომავალში”, – ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. ,,ევროკავშირი დაფუძნებულია კონკრეტულ ფასეულობებზე და ეს ფასეულობები გადახედვას არ ექვემდებარება. ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს აირჩევს მთავრობას, რომელიც ამ ნორმებს დაიცავს. ნება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა,რომ თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია და სამოქალაქო საზოგადოება იძულებულია უცხოეთში წავიდეს, თუ უმცირესობების უფლებები დაცული არ იქნება, მაშინ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ…

მეტი...

ომბუდსმენი ცესკოს მოუწოდებს, დევნილი ემიგრანტების მონაცემები ერთიან საარჩევნო სიაში შეიყვანოს

,,ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შენარჩუნებას აქვს როგორც უფლებრივი, სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური დატვირთვა”, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეებს სთხოვენ რეგისტრაციის ადგილის შეცვლას. მისი თქმით, რეგისტრაციის ტექნიკური საკითხი არ უნდა გახდეს მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი და მოუწოდებს ცესკოს შეიყვანოს ასეთი პირების მონაცემები ერთიან საარჩევნო სიაში: ,,ბოლო დღეებში საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, თუმცა დევნილთა მონაცემთა…

მეტი...

გორი-რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

გორი-რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. სამწუხარო ინფორმაციას Qartli.ge ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მგზავრი დაიღუპა. შსს-ს ცნობით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

,,ჩვენ ვდგავართ, მშვიდობისა და განვითარების მხარეს” – პაველ ჰერჩინსკი

,,ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობას და სტაბილურობას. ჩვენ ვდგავართ, მშვიდობისა და განვითარების მხარეს”, – ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. ,,ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვართ მათ გვერდით, რადგან უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ უკრაინისთვის, ყველასთვის ჩვენთვის. თუ უკრაინაში იქნება მშვიდობა, მშვიდობა იქნება საქართველოშიც და ყველგან”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.  

მეტი...

მაკრონმა სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინეს – საელჩო

ემანუელ მაკრონისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც პარიზში, ელისეს სასახლეში გუშინ, 3 ოქტომბერს გაიმართა, საფრანგეთის საელჩო საქართველოში ინფორმაციას ავრცელებს. უწყების თქმით, ემანუელ მაკრონმა სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინეს და EU-ში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვიეს: ,,რესპუბლიკის პრეზიდენტი უპირველეს ყოვლისა, მიესალმა ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს, რის გამოც ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა ნეგატიური მოვლენები, რომლებიც ამ ბოლო თვეების განმავლობაში მოხდა საქართველოში. კერძოდ, მან სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინეს…

მეტი...

,,სომხეთი მოსკოვს შორდება, ,,ქართული ოცნების” მთავრობა კი რუსეთისკენაა მიმართული” – ჰელსინკის კომისია

,,სომხეთი მოსკოვს შორდება. ამავდროულად, ,,ქართული ოცნების” მთავრობა რუსეთისკენაა მიმართული და როგორც ჩანს, მან გვერდი აუარა თავისი ხალხის პროდასავლურ განწყობებს”, – ამის შესახებ შეერთებული ამერიკის შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია საუბარი. ,,სამხრეთ კავკასია დანის პირზეა. რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი კონტროლი რეგიონული კონფლიქტების გაღვივებით, შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა მოკავშირეებმა უნდა გადახედონ ჩვენს მიდგომას. სომხეთი, ისტორიულად რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, მოსკოვს შორდება. ამავდროულად, აზერბაიჯანი აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და ამას აბალანსებს NATO-ს წევრ თურქეთთან და ევროკავშირთან თანამშრომლობითა და ხანგრძლივი ურთიერთობით. ამავდროულად, საქართველოს “ქართული ოცნების” მთავრობა რუსეთისკენ და არალიბერალური ორიენტაციისკენ არის მიმართული და როგორც ჩანს, მან…

მეტი...

აშშ-ში, ქარიშხალ ,,ჰელენის” შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა

აშშ-ში, ქარიშხალ ,,ჰელენის” შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა. დაღუპულთა ნახევარზე მეტი ჩრდილოეთ კაროლინაში დაფიქსირდა, სადაც 2005 წლის ,,კატრინას” შემდეგ ყველაზე დამანგრეველი და მასშტაბური ქარიშხალია. ოფიციალური პირების ცნობით, სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ჯორჯიაში, ფლორიდაში, ტენესისა და ვირჯინიაშიც. ასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და ქარიშხლიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგაც, თითქმის მილიონი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მეტი...

,,თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა” – დანიგანი ივანიშვილზე

,,თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა”, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას. „პრობლემურია, როცა ადამიანი, რომელიც კარგად ცნობილია, რომ მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას ამ ქვეყანაში, უარს ამბობს შეხვდეს საერთაშორისო მხარეებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, მის მიმართ ფინანსური სანქციების დაკისრებაზე საკუთარი მცდარი აღქმის გამო. ანუ, თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა“, – აცხადებს რობინ დანიგანი ,,რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.

მეტი...

,,არც ურთიერთობა გვეშლება და არც ძმაკაცობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი” – კახა კალაძე

,,არც ურთიერთობა გვეშლება და არც ძმაკაცობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი”, – ამის შესახებ თბილისის მერი დასავლეთთან ურთიერთობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ საუბრობს. ,,დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ყველაფერი გადალაგდება, გადაიტვირთება და დამშვიდდება. წარმოუდგენელია ამ ფორმატით გაგრძელება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვისაც. არც ურთიერთობა გვეშლება, არც მეგობრობა, არც ძმაკაცობა. ყველაფერი შეგვიძლია და ვიცით, ეს ყველაფერი როგორ უნდა გავაკეთოთ. ეს უნდა იყოს ორმხრივი. როდესაც ვსაუბრობთ პარტნიორობაზე, ისე არ უნდა იყოს აღქმული, რომ ქვეყნის ინტერესების დათმობა მოგვიწიოს. ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და შიდაპოლიტიკურ საქმეებში არჩარევა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია”, – ამბობს კახა კალაძე.

მეტი...

რუსეთში ნავთობის ორი ბაზა იწვის

რუსეთის ვორონეჟის ოლქში ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ოლქის გუბერნატორის ცნობით, მიზეზი  უკრაინული დრონებია, რომელთა მოგერიებისას ერთ-ერთი დაბა ანაში მდებარე ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. კიდევ ერთი ხანძარი ლოკალიზებულია პერმის ოლქში. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ოსენცის სამრეწველო ზონაში ათი ათას კვადრატულ მეტრზე ნავთობის კერძო ბაზა იწვის, სადაც ცეცხლმა საწვავის საცავები მოიცვა.

მეტი...

,,დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არის ნამდვილი ერთიანობა შეშფოთებაზე, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით” – დანიგანი

,,დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არის ნამდვილი ერთიანობა შეშფოთებაზე, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით”, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას. ,,ზოგიერთი ლაპარაკობს, რომ რაც მოხდება ჩვენს არჩევნებზე, ზეგავლენას იქონიებს საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაზე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გაგება, რომ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არის ნამდვილი ერთიანობა, აგრეთვე დემოკრატების, ანუ ბაიდენის ადმინისტრაციასთან შეშფოთებაზე, რაც დაკავშირებულია საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებთან. აგვისტოში ჩვენ გვქონდა კონგრესის ორპარტიული, ორპალატიანი დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, დემოკრატი სენატორის, შაჰინისა და ასევე რესპუბლიკელი კონგრესმენის, ტერნერის ხელმძღვანელობით. მათი გზავნილი მთავრობისთვის იყო, რომ არ არსებობს განსხვავება ჩვენს შეშფოთებას შორის იმ…

მეტი...

მექსიკელმა ჯარისკაცებმა მიგრანტების სატვირთოს ცეცხლი გაუხსნეს – დაიღუპა 6 და დაშავდა 10 ადამიანი

მექსიკელმა ჯარისკაცებმა მიგრანტების სატვირთოს ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა 6 და დაშავდა 10 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილში, რომელიც სამხედრო პატრულისთვის თავის არიდებას ცდილობდა, 33 მიგრანტი იმყოფებოდა. ინციდენტი ჩიაპასის შტატში, გვატემალის საზღვართან ახლოს მოხდა. მექსიკის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სატვირთო ავტომობილში იმყოფებოდნენ მიგრანტები ეგვიპტიდან, ნეპალიდან, კუბადან, ინდოეთიდან და პაკისტანიდან. გარდაცვლილთა ეროვნება უცნობია, მაგრამ უწყებაში განმარტავენ, რომ შესაბამის საელჩოებს დაუკავშირდებიან.

მეტი...

რუსეთს სამხედრო ბაზისთვის შესაძლოა ცხინვალში მიწა გადაეცეს

რუსეთს სამხედრო ბაზისთვის  შესაძლოა ცხინვალში მიწა გადაეცეს. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის. რუსული პროპაგანდისტული გამოცემა Sputnik-ის ცნობით, კრემლმა უკვე მიღო რუსეთის თავდაცვის უწყების წინადადება რუსეთისთვის  ე.წ სამხრეთ ოსეთში მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე და შესაბამისი დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. პრემიაზე სულ 286 კანდიდატია წარდგენილი. ფავორიტებს შორის არიან გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტო (UNRWA), იუსტიციის საერთაშორისო სასამართლო და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში. ჯილდოზე ნომინირებულია რომის პაპი ფრანცისკეც.

მეტი...

,,საფრანგეთი დებს პირობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს შეუძლია, საქართველოს ევროპული გზის აღდგენის საშუალება მისცეს” – მაკრონი

,,საფრანგეთი დებს პირობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს შეუძლია, საქართველოს ევროპული გზის აღდგენის საშუალება მისცეს”, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში. ,,ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ პარიზში გიმასპინძლე. საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს და დებს პირობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს შეუძლია, საქართველოს ევროპული გზის აღდგენის საშუალება მისცეს”, – წერს მაკრონი.

მეტი...

საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება. სოფელ პატარა მეჯვრისხევის მცხოვრებლების სერგო მერაბაშვილსა და იასონ გენგიურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათ საოკუპაციო რეჟიმი ე.წ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. მერაბაშვილი და გენგიური 16 სექტებერს დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმის მედიის ინფორმაციით, დაკავებულებმა ,,სამხრეთ ოსეთის საზღვარი” გადაკვეთეს და სასაზღვრო საინფორმაციო ნიშნის დემონტაჟი სცადეს.

მეტი...