,,არც ურთიერთობა გვეშლება და არც ძმაკაცობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი” – კახა კალაძე

,,არც ურთიერთობა გვეშლება და არც ძმაკაცობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი”, – ამის შესახებ თბილისის მერი დასავლეთთან ურთიერთობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ საუბრობს.

,,დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ყველაფერი გადალაგდება, გადაიტვირთება და დამშვიდდება. წარმოუდგენელია ამ ფორმატით გაგრძელება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვისაც. არც ურთიერთობა გვეშლება, არც მეგობრობა, არც ძმაკაცობა.

ყველაფერი შეგვიძლია და ვიცით, ეს ყველაფერი როგორ უნდა გავაკეთოთ. ეს უნდა იყოს ორმხრივი. როდესაც ვსაუბრობთ პარტნიორობაზე, ისე არ უნდა იყოს აღქმული, რომ ქვეყნის ინტერესების დათმობა მოგვიწიოს. ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და შიდაპოლიტიკურ საქმეებში არჩარევა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია”, – ამბობს კახა კალაძე.

მსგავსი თემები