,,თუ საქართველო გააგრძელებს ოპოზიციის დევნასა და ანტიევროპულ ნარატივს, ევროკავშირში ვერც ახლა შევა და ვერც მომავალში” – ჰერჩინსკი

,,თუ საქართველო გააგრძელებს ოპოზიციის დევნასა და ანტიევროპულ ნარატივს, ევროკავშირში ვერც ახლა შევა და ვერც მომავალში”, – ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.

,,ევროკავშირი დაფუძნებულია კონკრეტულ ფასეულობებზე და ეს ფასეულობები გადახედვას არ ექვემდებარება. ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს აირჩევს მთავრობას, რომელიც ამ ნორმებს დაიცავს.

ნება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა,რომ თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია და სამოქალაქო საზოგადოება იძულებულია უცხოეთში წავიდეს, თუ უმცირესობების უფლებები დაცული არ იქნება, მაშინ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ. ეს არის ნორმები, რომლებიც ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი თემები