რუსეთს სამხედრო ბაზისთვის შესაძლოა ცხინვალში მიწა გადაეცეს. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის.
რუსული პროპაგანდისტული გამოცემა Sputnik-ის ცნობით, კრემლმა უკვე მიღო რუსეთის თავდაცვის უწყების წინადადება რუსეთისთვის ე.წ სამხრეთ ოსეთში მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე და შესაბამისი დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.