მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ნათია უჩავა გახდა

2024 წლის პედაგოგის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, რომელიც 20-წევრიანმა ჟიურიმ გამოავლინა ნათია უჩავა გახდა.სამეტაპიანი კონკურსის შედეგად გამოვლინდა ხუთი ფინალისტი, რომელთაგან საუკეთესო დღეს განათლების სფეროს წარმომადგენლებით, მეცნიერებით და პედაგოგებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ დაასახელა. ფინალისტებს შორის ორი თბილისის, სამი კი რეგიონების სკოლების პედაგოგი იყო. ეროვნული ჯილდოს მფლობელი ფულადი პრემიის სახით 15 000 ლარსაც მიიღებს. 7 წლის წინ დაფუძნებული კონკურსის მთავარი მიზანი პედაგოგების პროფესიის პრესტიჟის და პოპულარიზაციის ზრდაა. წლის მასწავლებლის სტატუსის მისაღებად რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო. მათ შორისაა სწავლის პროცესში გამოყენებული შემოქმედებითი უნარები, კრეატიულობა, პროფესიული მიდგომები. კონკურსი ყოველწლიურად ყველა ქალაქის და რეგიონის პედაგოგებს აერთიანებს.  …

მეტი...

აშშ-მა იემენელი „ჰუსიტების“ პოზიციებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ პოზიციებზე ათობით დარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. დარტყმების სამიზნეებს შეიარაღების სისტემები, ბაზები და სხვა აღჭურვილობა წარმოადგენდა, რომელსაც „ჰუსიტები“ იყენებენ. ცნობისთვის, აქამდე „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ შვიდი დარტყმა განხორციელდა ქალაქ ჰოდეიდაში მდებარე აეროპორტზე და ქათეიბის რაიონზე, სადაც „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი სამხედრო ბაზა მდებარეობს. კიდევ ოთხი დარტყმა განხორციელდა დედაქალაქ სანას სეიანის რაიონზე და კიდევ ორი – დჰამარის პროვინციაზე.  

მეტი...

ბათუმის მერიის თანამშრომელი სამსახურეობრივი  მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა

ბათუმში, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომელი ხიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, 67 წლის კაცი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მან სახის მრავლობითი ტრამვა მიიღო. დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

კვარაცხელიას საუკეთესო მოთამაშის წოდების მოსპოვებლად მხარდაჭერა სჭირდება

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია А-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძვის. საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ თავდამსხმელი იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა პარტნიორმა, easports-მა დაასახელა. გამოკითხვა უკვე დაწყებულია და „ჯვაროსნების“ ლიდერის გარდა, კიდევ ხუთი ფეხბურთელია ნომინირებული: ხვიჩა კვარაცხელია – „ნაპოლი“ ფედერიკო დიმარკო – „ინტერი“ გლეისონ ბრემერი – „იუვენტუსი“ კრისტიან პულიშიჩი – „მილანი“ სანტიაგო კასტრო – „ბოლონია“ პატრიკ კუტრონე – „კომო“ ხვიჩა კვარაცხელიასთვის ხმის მისაცემად გადადით ლინკზე.

მეტი...

“სამი ტრავმირებული ფეხბურთელი”- დანაკლისი ალბანელთა ნაკრებში

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის უახლოეს ორ მატჩს 11 და 14 ოქტომბერს, უკრაინის და ალბანეთის ნაკრებებთან გამართავს. ალბანელთა შეკრება 7 ოქტომბერს დაიწყება. დღეს მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ პრესკონფერენცია გამართა. მან დანაკლისზე ისაუბრა, რადგან რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებულია. “სამი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს – რეი მანაი თურქეთში, თავის კლუბში დაშავდა და გარისკვა არ გვინდოდა. იგივე ეხება მედონ ბერიშას და კეიდი ბარენს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, როგორებიცაა ასლანი, მიტაი, მუჩი, რომლებსაც გვერდით ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები სჭირდებათ, როგორებიც ჯიმსიტი, აბრაში, აჯეტი არიან, რადგან ისინი გუნდს კარგად იცნობენ”- განაცხადა მან.  

მეტი...

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უფროსი მანქანის აფეთქებას ემსხვერპლა

ავტომანქანის აფეთქების შედეგად, უკრაინაში, რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უფროსი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებები ადასტურებენ. გავრცელებული ცნობებით, მანქანაზე დამონტაჟებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაძვრისას ამოქმედდა. უკრაინის დაზვერვა მას ომის დანაშაულებში და ოკუპაციის პერიოდში პრორუსული ღონისძიებების ორგანიზებაში სდებდა ბრალს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო.  

მეტი...

“ხოცვა-ჟლეტა”- ჰაიტიზე შეიარაღებულ თავდასხმას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჰაიტიზე, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავდა 50-მდე ადამიანი. შემთხვევა ცენტრალურ არტიბონიტის რეგიონში, ქალაქ პონტ-სონდეში მოხდა.  სამთავრობო პროკურორმა “გრან გრიფის” ბანდის თავდასხმას “ხოცვა-ჟლეტა” უწოდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია – ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ჰაიტის უფლებადამცველი ჯგუფი ასახელებს 20-ს ან მეტს. მედია წერს, რომ “გრან გრიფი” არის ჰაიტის ერთ-ერთი ყველაზე მოძალადე ბანდა. 2023 წლის იანვარში მის წევრებს ბრალი დასდეს პორტ-სონდეს მახლობლად პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმაში და ექვსი ოფიცრის მკვლელობაში. ჯგუფს 100-მდე წევრი ჰყავს და ისინი ბრალდებული არიან სხვადასხვა…

მეტი...

მარტვილში ორსულს მანქანა დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარტვილში. დაშავებულია ორსული, რომლის მდგომარეობაც, გავრცელებული ინფორმაციით, მძიმეა. თვითმხილველების ცნობით, ქალს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც ქუჩაზე გადადიოდა. მომხდარის შესახებ, სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

მეტი...

სასამართლომ ევროკავშირის ქვეყნები დაავალდებულა, სქესის ცვლილება აღიარონ

ევროკავშირის სასამართლომ დაავალდებულა ევროკავშირის ყველა სახელმწიფო, აღიაროს სახელისა და გენდერის ცვლილება დოკუმენტებში, რომლებიც გაცემულია ნებისმიერ წევრ ქვეყანაში. სასამართლოს დადგენილებით უარი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონებს. პრეცედენტული გახდა რუმინეთისა და დიდი ბრიტანეთის ტრანსგენდერი მამაკაცის საქმე. მან დიდ ბრიტანეთში 2020 წელს შეიცვალა სქესი, როდესაც ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრი იყო. ბრიტანულ დოკუმენტებში მას შეუცვალეს სახელი და გენდერი, თუმცა რუმინეთის ხელისუფლება უარს აცხადებდა ახალი დაბადების მოწმობის გაცემაზე. ევროკავშირის სასამართლომ ლუქსემბურგში რუმინეთის ეს ქმედება უკანონოდ ცნო.  

მეტი...

ბოსნია-ჰერცეგოვინაში საგანგებო მდგომარეობაა – წყალდიდობამ 14 ადამიანი იმსხვერპლა

ცენტრალურ ბოსნია-ჰერცეგოვინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულად ითვლება ათობით ადამიანი ღამით, ქარიშხლის შემდეგ, მდინარეები ადიდდა. დაიტბორა ქალაქები და სოფლები. განსაკუთრებულად ცუდი მდგომარეობაა ქალაქ მოსტარსა და დედაქალაქ სარაევოს შორის მთავარ მარშრუტზე.  

მეტი...

„სალომე ზურაბიშვილის მსგავსი ტიპის რადიკალები 26 ოქტომბერს დასრულდებიან”- კალაძე

„სალომე ზურაბიშვილის მსგავსი ტიპის რადიკალები 26 ოქტომბერს დასრულდებიან” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძე ამბობს, რომ ყველა პოლიტიკოსი, ვინც არის აგენტურით დაკავებული, „მოსროლილი იქნება პოლიტიკურ სანაგვეში“. “ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან ყველა იმ ე.წ. პოლიტიკოსს, ვინც არის აგენტურა, ვინც მოღალატეობრივი ქმედებებით არის დაკავებული, ებრძვის ამ ქვეყანას, ებრძვის მშვიდობას და ქვეყნის ევროინტეგრაციას, გაეცემა შესაბამისი პასუხები და მოსროლილი იქნებიან პოლიტიკურ სანაგვეზე” – განაცხადა კალაძემ.

მეტი...

“ვერაფერს ნახავთ კანონსაწინააღმდეგოს. ვარ ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ვისაც სრულად, აქვს შევსებული დეკლარაცია”- კალაძე

„ჩემს დეკლარაციაში ყველაფერია ნაჩვენები, ვერაფერს ნახავთ კანონსაწინააღმდეგოს“ – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიის მიერ დასმულ კითხვას „კალა კაპიტალის“ შესახებ. მისივე განმარტებით „კალა კაპიტალი“ სხვადასხვა საქმიანობით, მათ შორის უძრავი და მოძრავო ქონების მართვითაა დაკავებული. „რამდენიმე დღის წინ ავრცელებდით ცრუ ინფორმაციას, რომ მე ჩემი რვა მილიონი ჩემი პირადი თანხა სპორტიდან მოყოლებული, გავაქრე. ვითომ სიმართლის გამშუქებელი ტელევიზიები ცდილობთ, რომ ჩემი წარსული ცხოვრება გადახაზოთ, მაგრამ არ გამოგივათ. წლების განმავლობაში სპორტიდან მილიონობით შემოსავალი მქონდა. თუ ნახავთ ჩემს დეკლარაციას ორი წლის წინ შევსებულს, იქვე ჩანდა, რომ შვეიცარიის ანგარიში იყო დახურული. გასულ წელს ჩანდა, რომ იტალიის ანგარიში…

მეტი...

“ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, “ფეისბუქის” ადმინად ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს”- კახა კალაძე

“ვფიქრობ, ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, “ფეისბუქის” ადმინად ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს” – ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებსა და “ქარდებს”, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება. კალაძე ამბობს, რომ  აშშ -ს საელჩოს მიერ გამოქვეყნებული “ქარდები” იყო სიცრუე. „ყველა “ქარდზე”, რაც გამოაქვეყნეს იყო სიცრუე, თუნდაც არჩევნების პარალელური დათვლების გაყალბებასთან დაკავშირებით. საუბარი იყო 1.8%-ზე, სინამდვილეში კი 2.5%-ი იყო გაყალბებული, რაც ჩვენი მხრიდან იქნა აღმოჩენილი. ეს ხმებში რომ გადავიყვანოთ, დაახლოებით 50…

მეტი...

“შეშფოთებული ვარ კანონმდებლობით, რომელიც თავისუფლებებს ზღუდავს და საქართველოს ევროპას აშორებს”- ჯეიმს ო’ბრაიენი

“შეშფოთებული ვარ ხელმოწერილი კანონმდებლობით, რომელიც თავისუფლებებს ზღუდავს და საქართველოს ევროპას აშორებს” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი პლატფორმა X-ზე წერს. „შეერთებული შტატები ყოველთვის ხმას ამოიღებს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად ყველასთვის“, – წერს ჯეიმს ო’ბრაიენი.

მეტი...

რუსეთი “თალიბანს” ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს

რუსეთის ფედერაცია დაჯგუფება „თალიბანის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „იტარ ტასი“ ავრცელებს. გადაწყვეტილება „თალიბანის“ ტერორისტების სიიდან ამოღების შესახებ მოსკოვში უმაღლეს დონეზე უკვე მიღებულია და მხოლოდ ფორმალური პროცედურების გატარებაა დარჩენილი. „საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურთან და რუსეთის სხვა უწყებებთან ერთად ამთავრებს სამართლებრივ პროცესს „თალიბანის“ მოძრაობის რუსეთში ტერორისტული სიიდან ამოღების პროცესზე. საქმე სურვილში კი არ არის, რუსეთის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ამ საკითხზე პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ ყველა პროცესი რუსეთის სამართლებრივი სფეროს ფარგლებში უნდა განხორციელდეს“ – ციტირებს სააგენტო რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ზამირ კაბულოვის სიტყვებს.

მეტი...

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონზე საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ: „დღეს საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ოჯახური ღირებულებების დაცვა მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. წლების განმავლობაში როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ასევე მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან ამ საკითხს მოჰყვა არაერთი გამოხმაურება, თითოეული მათგანი ემსახურებოდა ოჯახური ფასეულობების დაცვას მზარდი გამოწვევების ფონზე. საქართველოს ეკლესია მუდმივად იცავდა და იცავს ჩვენს ახალგაზრდობას იდეოლოგიებისგან, რომლებიც ძირს უთხრიან ტრადიციულ ოჯახურ სტრუქტურებს. რამდენიმე წლის წინ სასკოლო საგნის მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელოებმა საქართველოს საპატრიარქოს მწვავე და სამართლიანი კრიტიკა გამოიწვია, რადგან ამ სახელმძღვანელოების ზოგიერთი თემა ღიად უსვამდა ხაზს ოჯახური…

მეტი...

,,ახალ კონტრაქტზე დეკემბერში დავილაპარაკებთ, ფედერაციასთან თანამშრომლობით მეც კმაყოფილი ვარ” – ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშილმა „მიხეილ მესხი არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. „მიხარია, რომ ვილი სანიოლი ჩვენი ნაკრების მწვრთნელია. სურვილი გვაქვს, გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს“, – ამბობს ალექსანდრე იაშვილი. „ახალ კონტრაქტზე გადაწყვეტილებას ერთა ლიგის თამაშების შემდეგ, დეკემბერში მივიღებთ. თანამშრომლობით მეც კმაყოფილი ვარ“, – აღნიშნა ვილი სანიოლიმ.

მეტი...

ბოლივიის ყოფილ პრეზიდენტს მოზარდის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს

ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი ევო მორალესი მოზარდის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. „ჩვენ შეშფოთებულებმა შევიტყვეთ სერიოზული დანაშაულის შესახებ, რომელიც დაუსჯელი დარჩა. კერძოდ, მე მხედველობაში მაქვს გოგონა, რომელიც გააუპატიურეს, როცა ის 15 თუ 16 წლის იყო“, – ციტირებს France 24 ქვეყნის იუსტიციის მინისტრს სესარ სილესს. მისი თქმით, გაუპატიურების შედეგად გოგონა დაფეხმძიმდა. შემდგომში მას ბავშვი შეეძინა, რომლის დაბადების მოწმობაში მამად 64 წლის ევო მორალესია ჩაწერილი. ბრალდებას გამოეხმაურა თავად მორალესი. როგორც მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, ეს არის მოქმედი ხელისუფლების მცდელობა, რათა ის გააჩუმონ. ევო მორალესი ბოლივიის პრეზიდენტი 2006 – 2019 წლებში იყო.

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია – სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ,,რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე…

მეტი...

რუსეთში ქართველი მებრძოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ქართველ მებრძოლის, რატი ბურდულის წინააღმდეგ. რუსული მედიის ცნობით, ,,საქართველოდან დაქირავებულმა მებრძოლმა უკანონოდ გადაკვეთა რუსეთის ფედერაციის საზღვარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად შეიჭრა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე”. რუსეთი ამტკიცებს, რომ ბურდული ,,ეჭვმიტანილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში, მათ შორის მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის, ტერორისტული აქტის, სამართალდამცავი თანამშრომლის სიცოცხლის მოსპობის მცდელობისა და ხელისუფლების მოხელის მიმართ ძალადობის გამოყენებაში”. როგორც საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, ბრალდებულის და მისი თანამზრახველების ადგილსამყოფელი დგინდება.

მეტი...

,,ისრაელზე თავდასხმა სრულიად კანონიერი იყო, ეს არის მინიმალური სასჯელი მისი დანაშაულებისთვის” – აიათოლა ალი ხამენეი

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ 1-ელ ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა შეაქო და მას „სრულიად კანონიერი“ უწოდა. ამის შესახებ მან იმამ ხომეინის მოსალას მეჩეთში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა. ხამენეის თქმით, ეს იყო „მინიმალური სასჯელი“ ისრაელისთვის მისი „დანაშაულებისთვის“. მან თქვა, რომ ისრაელის რეჟიმი „ვამპირია“, აშშ-ი კი, „ცოფიანი ძაღლი“. სიტყვით გამოსვლისას, ირანის სულიერმა ლიდერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თეირანი ისრაელის წინააღმდეგ „ძალითა და სიმტკიცით“ იმოქმედებს. მან ორჯერ გაუსვა ხაზი, რომ ირანი „არ იყოყმანებს“ და „საკითხს შემდეგისთვის არ გადადებს“, როდესაც საქმე ისრაელს ეხება. თავისი გამოსვლის პირველ ნაწილში, რომელიც სპარსულ ენაზე წარმოთქვა, ხამენეიმ ხაზი…

მეტი...

,,ევროკავშირი შესაძლოა მოკვდეს” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე დგას, რადგან ის ეკონომიკური წარმოებისა და ინვესტიციების მოცულობით აშშ-სა და ჩინეთს ჩამორჩება. სტატიას Politico აქვეყნებს. მაკრონი ამტკიცებს, რომ 27 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკი მოწყვლად მდგომარეობაშია ზედმეტი რეგულაციების, არასაკმარისი ინვესტიციებისა და შიდა განხეთქილებების გამო. „ევროკავშირი შესაძლოა მოკვდეს, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტის ზღვარზე ვიმყოფებით“, – ციტირებს გამოცემა მაკრონს. „ჩვენი წინა მოდელი დასრულდა. ჩვენ ძალიან ვერევით რეგულაციებში და არასაკმარის ინვესტიციებს ვდებთ. თუ ჩვენს კლასიკურ დღის წესრიგს მივყვებით, უახლოეს ორ-სამ წელიწადში ბაზრის დატოვება მოგვიწევს“, – დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონმა ევროკავშირის საერთო ბაზრის გაღრმავების საჭიროებას გაუსვა…

მეტი...

მეცნიერებმა 1000-წლოვანი თესლიდან ბიბლიაში ნახსენები გადაშენებული ხე გაზარდეს

ბოტანიკოსებმა ათასწლოვანი თესლიდან ბიბლიაში ნახსენები გადაშენებული ხე გაზარდეს. CNN-ის ცნობით, თესლი 1980-იან წლებში, იუდეის უდაბნოში, ერთ-ერთ გამოქვაბულში იპოვეს. რადიონახშირბადულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის 993-1202 წლებში გაჩნდა. მის გახარებაზე კი მუშაობდნენ მეცნიერები ისრაელიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან და შვედეთიდან. ახლა ხის სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. მის გაზრდაზე მეცნიერებმა 14 წელი დახარჯეს, თუმცა მას ნაყოფი ჯერ არ გამოუტანია, ამიტომ სპეციალისტები ვერ ადასტურებენ, რა სახეობას მიეკუთვნება მცენარე. თუმცა, მათი ვარაუდით, ის შეიძლება „იუდეის ბალზამთან“ იყოს დაკავშირებული, რომელიც არაერთხელ იყო ნახსენები ბიბლიაში. ბიბლიურ ტექსტებში ამ ბალზამს „ცორის“ უწოდებენ და იმ ხის ფისისგან აწარმოებდნენ, რომელიც იმ დროს…

მეტი...

„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა დროებით ფარულ ადგილას დაკრძალეს

ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა დროებით ფარულ ადგილას დაკრძალეს. გადაწყვეტილების მიღება განპირობებული იყო შიშით, დაკრძალვის ცერემონია ისრაელისთვის ახალი სამიზნე არ გამხდარიყო. „ჰასან ნასრალა დროებით დაკრძალეს ვიდრე გარემოებები არ მოგვცემს საშუალებას, რომ საჯარო დაკრძალვის ცერემონია ჩავატაროთ“, – განაცხადა „ტელეგრაფთან“ საუბარში დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა. ცნობისთვის, ჰასან ნასრალა 27 სექტემბერს, ბეირუთის სამხრეთ უბანში ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის დროს მოკლეს.

მეტი...

ბოსფორის სრუტეში ერთმანეთს ორი სატვირთო გემი შეეჯახა

თურქეთში, ბოსფორის სრუტეში ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. თურქული მედიის ცნობით, შეჯახება უსკუდარის სანაპიროსთან მოხდა. ერთმანეთს ბათუმიდან საუდის არაბეთისკენ მიმავალი 80 მეტრიანი სატვირთო გემი და ესპანეთიდან ბათუმში მიმავალი 180 მეტრიანი ტვირთმზიდი შეეჯახნენ. გემების ბუქსირებზე მუშაობა ახირკაფის სანაპიროსთან დაიწყო. ადგილზე თურქეთის სანაპირო დაცვის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა იყო მობილიზებული. ხელისუფლების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ,,მიყენებულია მხოლოდ მატერიალური ზარალი, ინციდენტის მონიტორინგი მიმდინარეობს”.

მეტი...

ლუკა ჯავახიშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა ჯავახიშვილმა (81კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ჩინელ ვანგს იპონით სძლია. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა, ჯავახიშვილი ვაზარით ჩამორჩა, თუმცა საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე გადამწყვეტი გდება შეასრულა. მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ალექსანდრე ლოლაძე (81კგ) და თამაზ კობერიძეც (90კგ) ასპარეზობდნენ, ორივე მათგანი ტურნირზე მედლის გარეშე დარჩა.

მეტი...

,,ჩვენ ვართ ერთი გუნდი, საელჩოში გვაქვს ერთი მისია და ვმუშაობთ ერთად, უკიდურესად ამაყი ვარ მათ მიერ ჩატარებული სამუშაოთი” – დანიგანი

,,ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს ამერიკის საელჩოში, ჩვენს ადგილობრივ თანამშრომლებს საქართველოში და ამერიკელ თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან მჭიდროდ მუშაობენ ერთად. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გვაქვს ერთი მისია და ვმუშაობთ შეუფერხებლად, ერთად და უკიდურესად ამაყი ვარ მათ მიერ ჩატარებული სამუშაოთი”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“-ის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აშშ მოხარული იქნება იმუშაოს ინკლუზიური გზით ჩატარებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად არჩეულ ნებისმიერ დემოკრატიულ ხელისუფლებასთან. „ძალიან კრიტიკულია, ამომრჩეველს ხმის მიცემისას ესმოდეს, რომ მათ დანამდვილებით იციან,…

მეტი...

ბერლინში, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ომების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ბერლინში საპროტესტო აქციაზე ათასობით დემონსტრანტმა გერმანიის მთავრობას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა მოსთხოვა. Deutsche Welle-ს ცნობით, ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციაში 40 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა ნაწილიც გერმანიის ნატოდან გასვლასაც ითხოვდა. პოლიციაში კი დემონსტრანტთა ზუსტს რიცხვს არ ასახელებენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ გერმანის ხელისუფლება კიევისთვის იარაღის მიწოდებით კანონმდებლობას არღვევს; სამხედრო დახმარება კი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გახანგრძლივებას ემსახურება. აქციის მონაწილეებმა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებული ომების გამო დასავლეთის ქვეყნები გააკრიტიკეს და მათი ლიდერებისგან გლობალური კონფლიქტების დიპლომატიური გზით მოგვარება მოითხოვეს.

მეტი...

,,დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ” – აშშ-ის საელჩოს მორიგი გზავნილი

,,დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ”, – აშშ-ის საელჩო ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე მორიგ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ დაპირებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ,,პასუხისმგებლობის” საკითხს დააყენებს.

მეტი...

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ოჯახი დააყაჩაღეს და სახლში მყოფები სცემეს

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ როხში, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული პირები სანიკიანების ოჯახში შეიჭრნენ და თანხასა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. ამ დრომდე დაუდგენელი პირები ფიზიკურად  გაუსწორდნენ სახლში მყოფებს, რის გამოც ოჯახის ერთ-ერთი წევრი, შუახნის კაცი, კლინიკაშია მოთავსებული. მეზობლების თქმით, სანიკიანების ოჯახში სამი ნიღბიანი შეიჭრა. დაზუსტებით უცნობია, რისი წაღება მოახერხეს ნიღბიანებმა. სოფელში საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა შეიარაღებულ თავდამსხმელებს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. გამოძიება სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

მეტი...

„მაცივრის კარი ბოქლომით იყო დაკეტილი“ – მამას 4 წლის შვილის შიმშილით სიკვდილში ადანაშაულებენ

მამაკაცს შვილის შიმშილით მოკვლაში ადანაშაულებენ. ახლა იგი ნაფიცი მსაჯულების წინაშე დგას და განაჩენს ელოდება. შემთხვევა 2021 წელს მოხდა. მაშინ ბრენდონის შვილი 4 წლის იყო. პროკურორები ამტკიცებენ, რომ 31 წლის ბრენდონმა და მისმა მაშინდელმა მეუღლემ შიმშილით მოკლეს ბრენდონის 4 წლის შვილი. სასამართლო პროცესი სამშაბათს, 24 სექტემბერს დაიწყო. სიკვდილის მიზეზად შიმშილი ბავშვის გარდაცვალებიდან მალევე დადგინდა. „ბენჯამინს ჰქონდა თვალსაჩინო დაზიანებები. მას თვალებზე და ტანზე სისხლჩაქცევები ჰქონდა და გამხდარი იყო. მისი ძვლების დანახვაც კი შესაძლებელი იყო“, – გაიხსენა სასამართლო პროცესზე ოფიცერმა, რომელმაც ბავშვი იპოვა. ბრენდონმა უარყო ეს პრეტენზიები და ამტკიცებდა, რომ ბენჯამინს ჰქონდა ქცევითი…

მეტი...

ირანის უზენაესი ლიდერი პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დღეს პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს. ინფორმაცია ალი ხამენეის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ლოცვის დასრულების შემდეგ ალი ხამენეი იქადაგებს. აღსანიშნავია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ლოცვას ირანის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ და დაჯგუფება „ჰამასის“ გასული წლის ოქტომბერში ისრაელში შეჭრის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე აღავლენს. მედიის ცნობით, სავარაუდოდ, მისი ქადაგების შემდეგ ისრაელთან დაკავშირებით ირანის გეგმების შესახებ გახდება ცნობილი. ალი ხამენეი, რომელიც ირანში უმაღლეს ხელისუფალს წარმოადგენს, ლოცვას იმამ ხომეინის გრანდ მოსალას მეჩეთში, თეირანში აღავლენს.

მეტი...

კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეას ბირთვული იარაღით ემუქრება

კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ თუ ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე დაემუქრება, ფხენიანი უყოყმანოდ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს სამხრეთ კორეის წინააღმდეგ. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მწვავედ გააკრიტიკა სეულის პრეზიდენტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა. „თუ ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდით, სეულისა და კორეის რესპუბლიკის მუდმივი არსებობა შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა ინმა. კიმ ჩენ ინის კომენტარი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფხენიანის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება „ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის დასასრულს გამოიწვევს“ და მეზობელ ქვეყანას სეული, აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან მტკიცე პასუხს დაჰპირდა.

მეტი...

კანადაში თხამ მარათონში მიიღო მონაწილეობა

კანადაში თხამ სახელად ჯოშუა მორბენალთა მარათონში მიიღო მონაწილეობა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯოშუამ დაინახა, როგორ ჩაურბინეს მის სახლს მარათონელებმა და გადაწყვიტა მათ გაჰყოლოდა. მისმა პატრონმა ჰაიდი ტეილორმა ოთხფეხა მეგობრის სახლიდან გაქცევის შესახებ სოციალური ქსელებიდან შეიტყო. ამ დროისთვის, ჯოშუამ სპორტსმენებთან ერთად უკვე 4 კილომეტრი გაირბინა. რბოლის ბოლო 500 მეტრი ქალმა ჯოშუასთან ერთად დაფარა, რადგან უნდოდა, რომ თხას მარათონი ბოლომდე გაევლო. რბოლის შემდეგ ჯოშუა მედლით დააჯილდოვეს, სპორტსმენები კი მასთან ერთად ფოტოებს იღებდნენ.

მეტი...

,,ბუნებითაც ჩემპიონი ყოფილა” – მერაბ დვალიშვილი ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრა

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში UFC- ის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს წერს: „ფონდის დახმარების ცენტრში მერაბ დვალიშვილის მოულოდნელმა სტუმრობამ ძალიან გაგვახარა! UFC- ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი სუპერ მსუბუქ წონაში, ბუნებითაც ჩემპიონი ყოფილა – დრო უშურველად დაგვითმო – შეგვაქო, მოგვესიყვარულა, დაგვასაჩუქრა, ჩვენი ფონდის შვილობილების კეთილი ნების ელჩის მოვალეობა სიხარულით და სიამაყით იტვირთა და ამ საპატიო მოვალეობის პირნათლად შესრულება აღგვითქვა! უფლის წყალობით, ულევი გამარჯვება შენ, ჩვენო ჩემპიონო მერაბ!“, – წერს ბერი ანდრიას ფონდი.

მეტი...

+30 გრადუსი – დღეიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს

4-დან 7 ოქტომბრის ჩათვლის, საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება თბილისშიც, ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით…

მეტი...