ბერლინში, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ომების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ბერლინში საპროტესტო აქციაზე ათასობით დემონსტრანტმა გერმანიის მთავრობას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა მოსთხოვა.

Deutsche Welle-ს ცნობით, ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციაში 40 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა ნაწილიც გერმანიის ნატოდან გასვლასაც ითხოვდა. პოლიციაში კი დემონსტრანტთა ზუსტს რიცხვს არ ასახელებენ.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ გერმანის ხელისუფლება კიევისთვის იარაღის მიწოდებით კანონმდებლობას არღვევს; სამხედრო დახმარება კი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გახანგრძლივებას ემსახურება.

აქციის მონაწილეებმა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებული ომების გამო დასავლეთის ქვეყნები გააკრიტიკეს და მათი ლიდერებისგან გლობალური კონფლიქტების დიპლომატიური გზით მოგვარება მოითხოვეს.

მსგავსი თემები