ირანის უზენაესი ლიდერი პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დღეს პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს. ინფორმაცია ალი ხამენეის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ლოცვის დასრულების შემდეგ ალი ხამენეი იქადაგებს. აღსანიშნავია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ლოცვას ირანის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ და დაჯგუფება „ჰამასის“ გასული წლის ოქტომბერში ისრაელში შეჭრის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე აღავლენს.

მედიის ცნობით, სავარაუდოდ, მისი ქადაგების შემდეგ ისრაელთან დაკავშირებით ირანის გეგმების შესახებ გახდება ცნობილი. ალი ხამენეი, რომელიც ირანში უმაღლეს ხელისუფალს წარმოადგენს, ლოცვას იმამ ხომეინის გრანდ მოსალას მეჩეთში, თეირანში აღავლენს.

მსგავსი თემები