,,ახალ კონტრაქტზე დეკემბერში დავილაპარაკებთ, ფედერაციასთან თანამშრომლობით მეც კმაყოფილი ვარ” – ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშილმა „მიხეილ მესხი არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„მიხარია, რომ ვილი სანიოლი ჩვენი ნაკრების მწვრთნელია. სურვილი გვაქვს, გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს“, – ამბობს ალექსანდრე იაშვილი.

„ახალ კონტრაქტზე გადაწყვეტილებას ერთა ლიგის თამაშების შემდეგ, დეკემბერში მივიღებთ. თანამშრომლობით მეც კმაყოფილი ვარ“, – აღნიშნა ვილი სანიოლიმ.

მსგავსი თემები