აფგან სადიგოვმა შიმშილობა დაიწყო-ჟურნალისტი ითხოვს საქართველომ აზერბაიჯანს არ გადასცეს

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი კაცი ითხოვს, ის საქართველომ აზერბაიჯანს არ გადასცეს. „ის ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფომ, სასამართლოებმა და მიგრაციის სამსახურმაც კი უარი თქვეს მისი საქმის გამოძიებაზე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინი ასრულებენ ალიევის [აზერბაიჯანის პრეზიდენტი] ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთებს. ალიევის ხელისუფლება იძლევა პოლიტიკურ დაკვეთას და ამას ქართული სახელმწიფო ასრულებს“ – ამბობს სადიგოვის ცოლი.

მეტი...

ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად, „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური დაიღუპა

ბეირუთში, ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად, „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური დაიღუპა. ინფორმაციას „ჰეზბოლა“ ავრცელებს. მათი განცხადებით, გუშინ, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, ისრაელის სარაკეტო დარტყმას დაჯგუფების უფროსი მეთაური, იბრაჰიმ აქილი ემსხვერპლა. „ჰეზბოლას“ ცნობით, ისრაელის იერიშის შედეგად, დაჯგუფების 14 წევრი დაიღუპა.

მეტი...

“უკრაინის ხელისუფლების მიერ შემუშავებული ე.წ. გამარჯვების გეგმა, ითვალისწინებს უკრაინის ნატო-ში მიწვევას”- “ბლუმბერგი”

საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლების მიერ შემუშავებული ე.წ. გამარჯვების გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უნდა წარუდგინოს, ითვალისწინებს უკრაინის ნატო-ში მიწვევას და აშშ-ის ვალდებულებებს თანამედროვე შეიარაღების მუდმივი მიწოდების შესახებ. „ბლუმბერგის“ ცნობით, „გამარჯვების გეგმა“ ასევე მოიცავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მკაფიო გზის განსაზღვრას და სხვა შეთანხმებებს ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში. გამოცემა წერს, რომ ზელენსკი გეგმის დეტალურ ვერსიას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მათი შეხვედრისას 26 სექტემბერს წარუდგენს. ასევე უკრაინის პირველ პირს სურს, ეს გეგმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს – კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს გააცნოს.

მეტი...

სად იბადებიან, იზრდებიან და ცხოვრობენ პანდები – ვიდეორეპორტაჟი პანდების სამშობლოდან (video)

ჩენგდუ – პანდების სამშობლო. ჩენგდუ სამხრეთ–დასავლეთ ჩინეთის, სიჩუანის პროვინციის დედაქალაქია. სწორედ ამ ქალაქში  მდებარეობს გიგანტური პანდების გამოყვანის ცნობილი ჩენგდუს კვლევითი ბაზა, კონსერვაციის ცენტრი, სადაც  შესაძლებელია გადაშენების პირას მყოფი გიგანტური პანდების ნახვა ბუნებრივ გარემოში.  ვიდეორეპორტაჟი სწორედ პანდების სამშობლოშია გადაღებული.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

ორშაბათს, 23 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგი ჩაინიშნა – სალომე ზურაბიშვილი მედიის წინაშე 17:00 საათზე წარსდგება. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გზავნილებს გააჟღერებს სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგიდან.

მეტი...

“აშშ სომეხი ხალხის დემოკრატიული დამოუკიდებლობის მტკიცე მხარდაჭერია”- ენტონი ბლინკენი

“აშშ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ მტკიცედ ერთგული რჩება” – სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „ამ მნიშვნელოვან დღეს, აშშ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ მტკიცედ ერთგული რჩება. ჩვენ მძიმე გამოწვევების პერიოდში სომხეთის ერთგულებას ანგარიშვალდებული მმართველობისა და კანონის უზენაესობის მიმართ პატივს ვცემთ. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი და ღირსეული მშვიდობის მხარდაჭერას გავაგრძელებთ“ – აცხადებს ენტონი ბლინკენი. ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ აშშ, როგორც პირველი სახელმწიფო, რომელმაც სომხეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ამაყობს, რომ სომხეთის მხარდაჭერას…

მეტი...

„მილანის“ ლეგენდებმა დღევანდელ მატჩზე ისაუბრეს

„მილანის“ ლეგენდებმა, კაკამ, კლარენს ზეედორფმა და იბრაჰიმ ბამ საქართველოსა და „მილანის“ ლეგენდების მატჩის შესახებ ისაუბრეს, რომელიც დღეს „მიხეილ მესხზე“ გაიმართება. კლარენს ზეედორფი: „მადლობას გიხდით თბილი სიტყვებისთვის. თბილისში რამდენჯერმე მომიხდა ჩამოსვლა და მადლობელი ვარ, რომ არის საშუალება, ასეთ მატჩში მონაწილეობა მივიღოთ. საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება, ევრო 2024-ზე კარგი თამაში აჩვენა, კონკურენტუნარიანი გუნდია და აქვს პოტენციალი, მომავალში უკეთესი ფეხბურთი აჩვენოს“. კაკა: „ზეედორფისგან განსხვავებით, საქართველოში პირველად ვარ და სასიამოვნო იმის განცდა, როგორ უყვართ აქ „მილანი“. ასევე სასიამოვნოა ჩემს ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრა. მოუთმენლად ველოდები დღევანდელ მატჩს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ძლიერ გუნდებში თამაშობენ, ჩვენ კალას გამო თქვენს…

მეტი...

“ჩემი დაკავება იყო სადამსჯელო ოპერაცია”- გიორგი შანიძე

აქტივისტი, გიორგი შანიძე მის პატიმრობას სადამსჯელო ოპერაციად აფასებს და მადლობა უხდის პრეზიდენტს შეწყალებისთვის. “საკანში ტელევიზორს ვუყურებდი, მოვიდა ოფიცერი და თავისუფალი ხარო. იმედი მქონდა, მაგრამ ასე უცებ არ ველოდი. ძალიან მოულოდნელი იყო. ჩემი დაკავება იყო სადამსჯელო ოპერაცია და მაგიტო გამოიყენეს ჩემს მიმართ პატიმრობა. ხელისუფლებამ აქციებისთვის და სამოქალაქო პოზიციისთვის დამსაჯა და იმისთვის, რომ მინდა, საქართველო კარგი ქვეყანა იყოს. პრეზიდენსტ ძალიან დიდ მადლობას ვეტყოდი, პირველ რიგში და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორ დროს, სწორ მხარეს დგას და ამისთვისაც დიდი მადლობა. ისევ ისე გავაგრძელებ ცოხვრებას, ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა”- ამბობს გიორგი შანიძე. საქართველოს პრეზიდენტმა „გამჭვირვალობის კანონის“…

მეტი...

შუქრუთელები დახმარებას სახალხო დამცველისა და საპატრიარქოსგან ითხოვენ

შუქრუთელები დახმარებას ითხოვენ სახალხო დამცველისგან. ისინი ასევე, ელოდებიან პასუხს საპატრიარქოსგანაც. “სასამართლომ კარვის გაშლის უფლება არ მოგვცა, ბრეზენტის გადაფარების უფლებასაც კი არ გვაძლევენ, ალბათ, უნდათ, რომ დავიხოცოთ. გუშინ საპატრიარქოსაც მივმართეთ, სახალხო დამცველსაც, მაგრამ, ჯერჯერობით, არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა არც საპატრიარქოდან არც სახალხო დამცველიდან” – ამბობს აქციის მონაწილე.  შუქრუთის მოსახლეობა აქციას პარლამენტთან მართავს. რამდენიმე მათგანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, რამდენიმემ კი შიმშილობა დაიწყო. ისინი თვეებია აქციებს მართავს. ისინი ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზი წლებია, რაც მათ კერძო საკუთრების ქვეშ მანგანუმს მოიპოვებს, რამაც სახლების დაზიანება გამოიწვია. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიამ მოსახლეობის წინაშე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველა…

მეტი...

დატბორვის საფრთხე-იაპონის ორ ქალაქში 30 000-მდე ადამიანია ევაკუირებული

იაპონიის ცენტრალურ ნაწილში, ორ ქალაქში ძლიერი წვიმით გამოწვეული დატბორვის საფრთხის გამო 30 000-მდე ადამიანია ევაკუირებული. იშიკავას პრეფექტურაში მდებარე ქალაქ ვაჯიმაში დაახლოებით 18 000 ადამიანს და სუძუში – 12 000-ს დროებით თავშესაფარში გადასვლა მოუწია. „ბიბისის“ ცნობით, წყალდიდობის საფრთხის შესახებ ადგილობრივმა სინოპტიკოსებმა მოსახლეობას დროულად მიაწოდეს ინფორმაცია. იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ პრეფექტურის ზოგიერთი ნაწილში ძლიერი წვიმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მეტი...

თავდასხმა რუსეთზე-სარკინიგზო სადგური ევაკუირებულია

რუსული მედიის და ტელეგრამარხებში გავრცელებული ცნობით, ტვერის ოლქში სარკინიგზო სადგური „სტარა ტოროპა“ ევაკუირებულია. ამის მიზეზი რაიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმაა. გაჩერებულია რამდენიმე სამგზავრო მატარებელი, სხვები კი, მათ შორის, „მოსკოვი-ფსკოვი“ და „სანკტ-პეტერბურგი-სმოლენსკი“, ალტერნატიული მარშრუტით გადაადგილდებიან. მანამდე ტვერის რეგიონის ხელმძღვანელმა, იგორ რუდენიამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ოლქის სამხრეთ-დასავლეთით. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქის დაბა ოქტიაბრსკიში რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 23-ე არსენალის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ეს სამხედრო ობიექტი მდებარეობს ტოროპეცის სამხრეთით 16 კმ-ში, სადაც რამდენიმე დღის წინ აფეთქდა საბრძოლო მასალების საწყობი.

მეტი...

თბილისში დენის დარტყმის შედეგად მიყენებული დაზიანებებით 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა თბილისში – დენის დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანებებით 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 15 სექტემბერს მოხდა. არასრულწლოვანი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 19 სექტემბერს გარდაიცვალა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

დღეს, თბილისში ლეგენდების მატჩი გაიმართება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, დღეს 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლეგენდების მატჩი გაიმართება. ერთმანეთს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები და იტალიის საფეხბურთო კლუბ “მილანის“ ლეგენდები შეხვდებიან. დედაქალაქის მერი კახა კალაძე საფეხბურთო კლუბ „მილანის“ლეგენდებს თბილისის აეროპორტში დახვდა.

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სამართალდამცავი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, სამეგრელოს რეგიონში, მოქალაქის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი. “გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, 2022 წლიდან მის მეზობელთან კონფლიქტი ჰქონდა. აღნიშნული კონფლიქტის ნიადაგზე, 2024 წლის 10 აგვისტოს, ბრალდებულს და დაზარალებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, კერძოდ, სამართალდამცავმა და მისმა ოჯახის წევრმა მათი მეზობელი-დაზარალებული დააგდეს მიწაზე და სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ძალადობის შედეგად, დაზარალებულმა სისხლმდენი დაზიანებები მიიღო. ამასთან ძალადობის შემდეგ, ბრალდებული დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა   დაზარალებულს, თუ ეს უკანასკნელი აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცავ უწყებაში განაცხადებდა”- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანების…

მეტი...

მიცკევიჩისა და კანკავას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

“ევროპული მობილობის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო 21 და 22 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე კანკავას ქუჩასა და მიცკევიჩის ქუჩის ნაწილზე – პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო გადაადგილება აიკრძალება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ავტომობილების მძღოლები გამრეკელის ქუჩიდან, მიცკევიჩის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილებიან ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩების, ასევე ყაზბეგის გამზირის გამოყენებით. პეკინის გამზირიდან მიცკევიჩის ქუჩისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებიც ისარგებლებენ ანალოგიური მარშრუტით. ღონისძიებების პერიოდში ცვლილებები შევა N347 ავტობუსისა და N497 მიკროავტობუსის მარშრუტებში, მხოლოდ მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამრეკელის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით დაუკავშირდება ცინცაძის ქუჩას, პეკინის გამზირიდან კი…

მეტი...

დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავენ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.  

მეტი...

რუსეთში ტიხორეცკის რაიონში აფეთქებაა-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

ადგილობრივი ხელისუფლება რუსეთის კრასნოდარის მხარის ტიხორეცკის რაიონში აფეთქებების შესახებ იუწყება. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. როგორც მხარის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი აცხადებს, ტიხორეცკის რაიონზე თავდასხმა განხორციელდა. „ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდებულია საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებებით. ერთ-ერთი მათგანის ნამსხვრევების დაცემის გამო გაჩნდა ხანძარი, რომელიც გავრცელდა ფეთქებადსაშიშ საგნებზე. დაიწყო დეტონაცია“, – განაცხადა რუსეთის რეგიონის ხელმძღვანელმა. თვითმხილველთა ცნობით, აფეთქებები ისმის სამხედრო საწყობის ტერიტორიაზე. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს, რომ გუშინ ღამით რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში 101 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოაგდეს. მათგან 53 დრონი ბრიანსკის ოლქის თავზე, კრასნოდარის მხარის თავზე – 18, აზოვის…

მეტი...

„ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს“- „მაკკეინის ინსტიტუტი“

„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშის მიხედვით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს, რაც, მათი მტკიცებით, ამომრჩევლებს რეალურად აჩვენებს „ქართული ოცნების” მთავრობის ქმედებების შედეგს. ამის შესახებ საუბარია „მაკკეინის ინსტიტუტის” გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებულ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, ეს დოკუმენტი ეფუძნება „საქართველოს მეგობრების“ მისიას თბილისში, რომელიც 2-8 სექტემბერს შედგა. ანგარიშში ჩამოთვლილია შვიდი ქმედება, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა განახორციელონ საქართველოს არჩევნების წინ; მათ შორისაა: ევროკავშირის მიერ „ქართული ოცნების” ლიდერებისთვის სამოგზაურო სანქციების შემოღება, აშშ-ის კონგრესში „ქართული ოცნების”…

მეტი...