აფგან სადიგოვმა შიმშილობა დაიწყო-ჟურნალისტი ითხოვს საქართველომ აზერბაიჯანს არ გადასცეს

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი კაცი ითხოვს, ის საქართველომ აზერბაიჯანს არ გადასცეს.

„ის ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფომ, სასამართლოებმა და მიგრაციის სამსახურმაც კი უარი თქვეს მისი საქმის გამოძიებაზე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინი ასრულებენ ალიევის [აზერბაიჯანის პრეზიდენტი] ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთებს. ალიევის ხელისუფლება იძლევა პოლიტიკურ დაკვეთას და ამას ქართული სახელმწიფო ასრულებს“ – ამბობს სადიგოვის ცოლი.

მსგავსი თემები