რუსული მედიის და ტელეგრამარხებში გავრცელებული ცნობით, ტვერის ოლქში სარკინიგზო სადგური „სტარა ტოროპა“ ევაკუირებულია. ამის მიზეზი რაიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმაა. გაჩერებულია რამდენიმე სამგზავრო მატარებელი, სხვები კი, მათ შორის, „მოსკოვი-ფსკოვი“ და „სანკტ-პეტერბურგი-სმოლენსკი“, ალტერნატიული მარშრუტით გადაადგილდებიან.
მანამდე ტვერის რეგიონის ხელმძღვანელმა, იგორ რუდენიამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ოლქის სამხრეთ-დასავლეთით.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქის დაბა ოქტიაბრსკიში რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 23-ე არსენალის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ეს სამხედრო ობიექტი მდებარეობს ტოროპეცის სამხრეთით 16 კმ-ში, სადაც რამდენიმე დღის წინ აფეთქდა საბრძოლო მასალების საწყობი.