“ჩემი დაკავება იყო სადამსჯელო ოპერაცია”- გიორგი შანიძე

აქტივისტი, გიორგი შანიძე მის პატიმრობას სადამსჯელო ოპერაციად აფასებს და მადლობა უხდის პრეზიდენტს შეწყალებისთვის.

“საკანში ტელევიზორს ვუყურებდი, მოვიდა ოფიცერი და თავისუფალი ხარო. იმედი მქონდა, მაგრამ ასე უცებ არ ველოდი. ძალიან მოულოდნელი იყო. ჩემი დაკავება იყო სადამსჯელო ოპერაცია და მაგიტო გამოიყენეს ჩემს მიმართ პატიმრობა. ხელისუფლებამ აქციებისთვის და სამოქალაქო პოზიციისთვის დამსაჯა და იმისთვის, რომ მინდა, საქართველო კარგი ქვეყანა იყოს. პრეზიდენსტ ძალიან დიდ მადლობას ვეტყოდი, პირველ რიგში და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორ დროს, სწორ მხარეს დგას და ამისთვისაც დიდი მადლობა. ისევ ისე გავაგრძელებ ცოხვრებას, ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა”- ამბობს გიორგი შანიძე.

საქართველოს პრეზიდენტმა „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე გიორგი შანიძე შეიწყალა. შეწყალების შესახებ განკარგულება სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 20 სექტემბერს გამოსცა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გიორგი შანიძეს 4-წლიანი პატიმრობა 16 სექტემბერს მიუსაჯა.

მსგავსი თემები