“უკრაინის ხელისუფლების მიერ შემუშავებული ე.წ. გამარჯვების გეგმა, ითვალისწინებს უკრაინის ნატო-ში მიწვევას”- “ბლუმბერგი”

საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლების მიერ შემუშავებული ე.წ. გამარჯვების გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უნდა წარუდგინოს, ითვალისწინებს უკრაინის ნატო-ში მიწვევას და აშშ-ის ვალდებულებებს თანამედროვე შეიარაღების მუდმივი მიწოდების შესახებ.

„ბლუმბერგის“ ცნობით, „გამარჯვების გეგმა“ ასევე მოიცავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მკაფიო გზის განსაზღვრას და სხვა შეთანხმებებს ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში.

გამოცემა წერს, რომ ზელენსკი გეგმის დეტალურ ვერსიას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მათი შეხვედრისას 26 სექტემბერს წარუდგენს. ასევე უკრაინის პირველ პირს სურს, ეს გეგმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს – კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს გააცნოს.

მსგავსი თემები