6 სექტემბერის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

სინოპტიკოსების პროგნოზით, 6 სექტემბერს, საქართველოს მასშტაბით ძირითადად წვიმა იქნება. მაქსიმალური ტემპერატურა 28°  დაფიქსირდება. 6 სექტემბერის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია: გაგრა – 27° – წვიმა, სოხუმი 27° – წვიმა ,ზუგდიდი -28°  – წვიმა ,მესტია -18° – წვიმა ,ფოთი – 27° – წვიმა , ბათუმი – 27° -წვიმა ,ოზურგეთი – 26° – წვიმა. ქუთაისი – 27° – წვიმა, ამბროლაური -24° – წვიმა, ახალციხე – 23° – წვიმა, ბორჯომი – 20° – წვიმა , ბაკურიანი – 16° –  წვიმა, გორი – 23° – წვიმა, ცხინვალი – 22° – წვიმა. სტეფანწმინდა – 14° – წვიმა, გუდაური – 10°…

მეტი...

„ხელახლა გავახაროთ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები“- ქოჩორაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ნაკრების ფეხბურთელებს გიორგი ქოჩორაშვილიც შეუერთდა. “თითქოს დიდი დრო გავიდა, იმდენად ბედნიერებაა იმ ბიჭების, ჩემი მეგობრების ნახვა ვისთან ერთადაც ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მაგარი წუთები გავატარე. თუმცა, აუცილებლად უნდა დავივიწყოთ ის, რაც გავაკეთეთ და ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რადგან ახალი შანსი ახალი შესაძლებლობაა ხელახლა გავახაროთ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები. All Eyes on ეროვნული ნაკრები”- წერს სოციალურ ქსელში გიორგი ქოჩორაშვილი.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლაფ შოლცი ერთმანეთს შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ერთმანეთს პარასკევს გერმანიაში შეხვდებიან. ინფორმაცია გერმანიის მთავრობის სპიკერმა სააგენტო AFP-სთან კომენტარში დაადასტურა. მთავრობის სპიკერმა აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი “უკრაინის პრეზიდენტს პარასკევს დღის მეორე ნახევარში ფრანკფურტში შეხვდება”. მან ზელენსკის გერმანიაში ვიზიტის დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.  

მეტი...

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში შექმნის ეფექტურობის კომისიას, რომელსაც ილონ მასკი უხელმძღვანელებს

დონალდ ტრამპის აცხადებს, რომ  საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შექმნის მთავრობის ეფექტურობის კომისიას, რომელსაც ილონ მასკი უხელმძღვანელებს. ტრამპის განცხადებით, აღნიშნული კომისიის ხელმძღვანელობას ილონ მასკი დათანხმდა. „მე შევქმნი მთავრობის ეფექტურობის კომისიას, რომელსაც დაევალება მთელი ფედერალური მთავრობის სრული ფინანსური და ოპერატიული აუდიტის ჩატარება, ასევე ყოვლისმომცველი რეფორმების რეკომენდაციების შემუშავება. როგორც უპირველესი პრიორიტეტი, ეს კომისია ექვსი თვის განმავლობაში შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას თაღლითობისა და არასწორი გადახდების სრულად აღმოსაფხვრელად. ეს დაზოგავს ტრილიონ დოლარს“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოლდოვა ანგარიშით 3:0 დაამარცხა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მოლდოვა ანგარიშით 3:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში 16 ქულით მეორე ადგილზეა და 9 სექტემბერს  ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრიანება ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელია“- ევროპარლამენტარი

„ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრიანება ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელია“- წერს X-ზე ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე. ევროპარლამენტარის განცხადებით, ქართველ ხალხს საბედისწერო შემოდგომა ელის. “რამდენიმე მოსაზრება თბილისში ჩემს ვიზიტზე: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრიანება ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელია. ქართველ ხალხს საბედისწერო შემოდგომა ელის – მათ მოუწევთ, აირჩიონ, უნდათ, გაყვნენ ევროპულ გზას თუ “რუსული მშვიდობის [russkiy mir] გზას. პრეზიდენტი ზურაბიშვილის სიტყვებით, პარტია “ქართული ოცნება” ქართულ კოშმარად იქცა. ქართველებმა არჩევანი აუცილებლად ყურადღებით უნდა გააკეთონ”- წერს  რასა იუკნევიჩიენე.  

მეტი...

კულტურის სამინისტრომ ლაშა ბაქრაძის მიერ გაკეთებული მიმართვის შესწავლა დაიყო

ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის, 2 დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს. ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის იმ მიმართვის შესწავლა დაიწყო, რომელიც მან მმართველი ძალის ქალიდეპუტატების მისამართით გააკეთა. თავად ბაქრაძე, საკუთარი განცხადების გამო ბოდიშს იხდის. უახლოეს პერიოდში, კულტურის სამინისტროს დისციპლინარული კომისია ლაშა ბაქრაძის განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, მანამდე თეა წულუკიანი პოლიტიკაში გადასულ პუბლიცისტს, რომელიც პარალელურად ლიტერატურის მუზეუმის დირექტორია, ახსენებს, რომ კულტურის სამინისტროს თანამშრომლად ითვლება და მისი, სამსახურებრივი მოვალეობები და ქცევები ხელშეკრულებაშია გაწერილი.  

მეტი...

პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების პარაძიუდოს ტურნირზე ზურაბ ზურაბიანმა (60 კგ. კატეგორია J2) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ფინალში უზბეკ შერზოდ ნამაზოვთან  დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალი გახლდათ – ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში (ბირთვის კვრა) გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედალი პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.

მეტი...

“ოპოზიციაში მყოფი ადამიანები დაკავებული არიან არა ოპონირებით, არამედ ადამიანების ჩაგვრით”- წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ერმილე გიგიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ოპოზიციაში მყოფი ადამიანები ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეს მიაყენონ შეურაცხყოფა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ასეთ ფაქტს კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვება. „სიტყვებს ვეძებ, რომ ამ ტრაგედიის შესაბამისი სიტყვები მოძებნოს ადამიანმა. მინდა, დიდი მწუხარება გამოვხატო მომხდართან დაკავშირებით და ვთქვა, რომ ტრაგიკულია, როდესაც ოპოზიციაში მყოფი ადამიანები დაკავებული არიან არა ოპონირებით, არამედ ადამიანების ჩაგვრით. რეალურად, ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ, განსხვავებული აზრის მოქალაქე, იქნება ეს ხელისუფლებაში მყოფი თუ საზოგადოების წევრი, დაჩაგრონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, მიაყენონ დაზიანება მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, თავიანთი ქმედებებით…

მეტი...

“არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა ერთ ტერიტორიას სხვებზე არ გაცვლის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ მაუწყებელ NBC News-თან კურსკის ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა. “არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია. ყოველთვის ვამბობდი ამას. ჩვენი ოპერაციები იმაზეა მიმართული, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. არ გვჭირდება მათი ხალხი, სამოქალაქოები, მათი მოქალაქეები. მათი სამხედროები ტყვედ მხოლოდ იმისთვის აგვყავს, რომ ჩვენებზე გავცვალოთ. ასეთივე დამოკიდებულებაა ტერიტორიასთან. არ გვჭირდება მათი მიწა. არ გვინდა იქ უკრაინული ცხოვრების მიტანა. ამას ვამბობ, ვინაიდან, მესმის, თუ რა არის საერთაშორისო სამართალი და მესმის, თუ რა არის ამა თუ იმ სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემა. უკრაინა სწორედ ასეთი სახელმწიფოა, მაგრამ შესაბამისი…

მეტი...

“უკრაინამ კურსკის ოპერაციაში ბევრს მიაღწია”- იენს სტოლტენბერგი

“უკრაინამ კურსკის ოპერაციაში ბევრს მიაღწია”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში ვიზიტის დროს განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რთულია იმის თქმა თუ როგორ განვითარდება ვითარება მომავალში. “მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ გააკეთონ საჭირო რთული არჩევანი, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, თუ სად განალაგონ საკუთარი ძალები და ომის რა სახეობაა შესაბამისი ამ ვითარებაში” – განაცხადა სტოლტენბერგმა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნი ამბობს,რომ უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, მათ შორის შორი მანძილის რაკეტების მეშვეობით, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებამდე წვდომა აქვთ. “მოხარული ვარ, რომ ნატო-ს ბევრმა ქვეყანამ ასეთი შესაძლებლობა მისცა, ხოლო ისინი, რომლებსაც ჯერ კიდევ გააჩნიათ შეზღუდვები,…

მეტი...

“ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა ამტკიცებს, რამდენად შეშინებულია თვითგამოცხადებული დიქტატორის რეჟიმი“- სააკაშვილი

“ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა და მისი დაკავება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად სუსტი და შეშინებულია თვითგამოცხადებული დიქტატორის რეჟიმი” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი 26-ში მწარედ დამარცხდება. „ჩვენს დეპუტატზე, უმაგრეს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა და მისი დაკავება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად სუსტი და შეშინებულია თვითგამოცხადებული დიქტატორის რეჟიმი. ამასობაში ერთ -ერთი ქოცი გულანთებულ პატრიოტ მოქალაქეს, რომელსაც სიმართლე უთხრა პირში, “მიშას მონას” ეძახის. ის კი არ იცის ამ ბრიყვმა, რომ არაფერი ისე არ მეზიზღება, როგორც მონები. მე ყოველთვის ვეძებდი და ვახალისებდი ძლიერ პიროვნებებს თავისი დამოუკიდებელი აზრით, იმიტომ, რომ ახალი…

მეტი...

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში 19 წლის ქართველმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში დაიწყო. ჩემპიონატი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრებიდან პირველ საშეჯიბრო დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც მედლის მოპოვება მხოლოდ ნინო ლოლაძემ (57 კგ) შეძლო. 19 წლის ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადასთან იპონით წააგო. ლოლაძემ საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა. 6 სექტემბერს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

მეტი...

ჩერნობილის ზონაში ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე  ცდილობენ

ჩერნობილის ზონაში რამდენიმე დღის წინ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე  ცდილობენ. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში 120 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს. რადიაციულ-ქიმიური დაცვის სპეციალისტები ტერიტორიას მუდმივად ამოწმებენ. მათი ცნობით, ამჟამად რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია. არსებული ინფორმაციით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ე.წ. გაუცხოების ზონის ტერიტორიაზე ცეცხლი დაახლოებით 20 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.

მეტი...

გერმანელმა სამართალდამცავებმა ისრაელის გენერალური საკონსულოს მიმდებარედ შეიარაღებული მამაკაცი მოკლეს

მიუნხენის სამხრეთ ნაწილში, ნაცისტური დოკუმენტაციის ცენტრისა და ისრაელის გენერალური საკონსულოს მიმდებარედ, გერმანელმა სამართალდამცველებმა შეიარაღებული მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მამაკაცი 18 წლის ავსტრიის მოქალაქეა. ის პოლიციელებთან შეტაკების დროს დაიღუპა. სამართალდამცველების ცნობით, მამაკაცი ტერიტორიაზე ცეცხლსასროლ იარაღით შენიშნეს. საკონსულო იმ დროისთვის 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე თავდასხმის 52 წლისთავთან დაკავშირებით, დაკეტილი იყო, რომლის დროსაც 11 ისრაელელი სპორტსმენი და პოლიციელი დაიღუპა.  

მეტი...

“აფხაზ მეგობრებს მშვენივრად ესმით ეს”- ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე

აფხაზეთისთვის სოციალური გადასახადების შეწყვეტა არა გამწვავება, არამედ “ვალდებულებების ბალანსის დაცვაა”. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ სახელმწიფო გამოცემა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა. ლავროვი ამბობს, რომ  რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის სოციალური გადასახადების შეწყვეტა არ არის გამწვავება, არამედ საუბარია “იმ ვალდებულებების ბალანსის დაცვაზე რომელიც ორი ქვეყნის მთავრობებმა საკუთარ თავზე აიღეს”. “გამწვავებას არ დავარქმევდი ამას. იმას რომ დავუბრუნდეთ, რაზეც ამწამს ვსაუბრობდით: ეს მიღწეული შეთანხმებების შესრულებაა. არის შეთანხმებების პაკეტი, რომელიც პრეზიდენტების მიერაა სანქცირებული, ორი ქვეყნის მთავრობების მიერაა დამტკიცებული. და ამ შეთანხმებებთან შესაბამისად, რომლებიც ორივე პარლამენტშია რატიფიცირებული, ყოველ ქვეყანას აქვს საკუთარი ვალდებულებები. საუბარია…

მეტი...

,,რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო საშიშია მისი გეგმები. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ გამძლეობა” – მამუკა მდინარაძე

,,რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო საშიშია მისი გეგმები. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ გამძლეობა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას. „ძალიან რთულია, როდესაც ზუსტად იცი, რომ ერთ მხარეს მხოლოდ პროვოკაციასა და დესტრუქციაზეა აგებული მთელი დღის წესრიგი და არასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მიდის მათი მუშაობა და შესაბამისი ინფორმაცია როდესაც არის, რომ ერთადერთი მათი გამოსავალი არა საარჩევნო, პოლიტიკური ბრძოლაა, არამედ ამორალური ბრძოლა. სიტყვით თუ ქმედებით, ისინი ფიქრობენ არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგ პროვოკაციაზე, ათასი საშინელების მოწყობაზე იმისთვის, რომ ქვეყანა…

მეტი...

,,45 წუთში 5000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა” – 21 სექტემბერს, თბილისში ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების დაპირისპირება შედგება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს, ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების დაპირისპირება შედგება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდები შეხვდებიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით, მატჩის მიმართ ქომაგების ინტერესი ძალიან დიდია. ,,ძალიან მნიშვნელოვანია ინტერესი, რომელიც 12:00 საათიდან, ბილეთების გაყიდვის შემდეგ გამოიკვეთა. პირველ 45 წუთში 5000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა. მინდა, მოვუწოდო ქართველ გულშემატკივარს, ის ფეხბურთელები, რომლებიც წლების განმავლობაში ახარებდნენ მათ, მხარი დაუჭირონ. საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე იქნება მილანი. ძლიერი და ვარსკვლავური შემადგენლობით გვესტუმრება – კაკა, კაფუ, ზეედორფი და ყველა ის ვარსკვლავი, რომელიც…

მეტი...

,,ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა და მისი დაკავება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად სუსტი და შეშინებულია თვითგამოცხადებული დიქტატორის რეჟიმი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ენმ-ის დეპუტატზე თავდასხმას ეხმაურება და წერს, რომ მომხდარი ამტკიცებს, რამდენად შეშინებულია ,,ოცნების” ხელისუფლება. ,,ჩვენს დეპუტატზე, უმაგრეს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა და მისი დაკავება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად სუსტი და შეშინებულია თვითგამოცხადებული დიქტატორის რეჟიმი. ამასობაში ერთ-ერთი ქოცი გულანთებულ პატრიოტ მოქალაქეს, რომელსაც სიმართლე უთხრა პირში, “მიშას მონას” ეძახის. ის კი არ იცის ამ ბრიყვმა, რომ არაფერი ისე არ მეზიზღება, როგორც მონები. მე ყოველთვის ვეძებდი და ვახალისებდი ძლიერ პიროვნებებს თავისი დამოუკიდებელი აზრით, იმიტომ, რომ ახალი ქვეყნის მშენებლობა მხოლოდ ასეთებს შეუძლიათ, ხოლო მონას შეუძლია მხოლოდ ნგრევა და ქვეყნის მოსპობა, ამიტომ ეზიზღება ჭორვილელს…

მეტი...

,,ჩინეთის, ბრაზილიისა და ინდოეთის ლიდერები გულწრფელად არიან დაინტერესებული უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებით” – პუტინი

,,ჩინეთის, ბრაზილიისა და ინდოეთის ლიდერები გულწრფელად არიან დაინტერესებული უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებით”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. „ჩვენ პატივისცემით ვართ განწყობილი ჩვენი მეგობრების, პარტნიორების მიმართ, რომლებიც, როგორც მიმაჩნია, გულწრფელად არიან დაინტერესებული ამ კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაჭრით. უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი. მუდმივ კონტაქტზე ვარ ჩვენს კოლეგებთან ამ საკითხზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ქვეყნების ხელმძღვანელები, რომლებთანაც ჩვენ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები გვაქვს, გულწრფელად მიისწრაფვიან იმისკენ, რომ დაეხმარონ უკრაინაში 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალებით დაწყებული ამ რთული პროცესის ყველა დეტალის გარკვევაში“, – აღნიშნა პუტინმა.…

მეტი...

ისრაელის სამხედრო ძალების იერიშს 18 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ძალების იერიშს 18 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი მოზარდია. არაბული მედიის ცნობით, 4 ათასი ადგილობრივი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა. ,,ჰამასში” აცხადებენ, რომ ისრაელმა ვაშინგტონის ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უნდა მიიღოს, ახალი გეგმა კი საჭირო არ არის. ბემიამინ ნეთანიაჰუმ საერთაშორისო მედია ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების შესახებ ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულა. პრემიერი ირწმუნება, რომ რაფაჰში დაღუპულთა შესახებ ცნობები მცდარი იყო და ადგილზე ძალიან ცოტა უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა.

მეტი...

პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ზურაბ ზურაბიანი ფინალშია

პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების პარაძიუდოს ტურნირზე ზურაბ ზურაბიანმა (60 კგ. კატეგორია J2) ნახევარფინალში ალჟირელი იშაკ ოლდკუიდერი დაამარცხა და ფინალში უზბეკ შერზოდ მანოზოვს დაუპირისპირდება. პარ ძიუდოს ტურბირზე ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე შვიდი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში (ბირთვის კვრა) გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედალი პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.

მეტი...

საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის ბოლო სხდომა 17 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის ბოლო სხდომა 17 სექტემბერს გაიმართება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დღის წესრიგში მხოლოდ ორი საკითხია. „კოლეგებო, მიმდინარე კვირის დღის წესრიგის საკითხები ამოვწურეთ. მომავალი კვირისთვის, ორშაბათს, ბიურო არ გვექნება, ვინაიდან საკითხები არ არის. თუკი რაიმე საჭიროება იქნება, ბიუროს წევრებს, შესაბამისად, ვაცნობებ. სხვა მხრივ, ჩვენ უკვე შემდეგ ერთი კვირის თავზე გვექნება პლენარული სხდომა. პლენარულ სხდომაზე, გვექნება მხოლოდ ორი კანონი განსახილველი, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ და „ამნისტიის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით. ეს ორი საკითხია ჯერჯერობით, რაც ჩანს, შესაბამისად, ჩვენ ერთი დღე დაგვჭირდება,…

მეტი...

ნინო ლოლაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალშია

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დღეს დაიწყო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში. საქართველოს ნაკრებიდან პირველ საშეჯიბრო დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ნინო ლოლაძე (57 კგ) ფინალში იჭიდავებს. 19 წლის ქართველმა ნახევარფინალში ფრანგ ალია დე კარვალიოს მოუგო და გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადას დაუპირისპირდება. კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა თორნიკე მოსიაშვილს (66 კგ), მაგრამ იგი რეპეშაჟში დამარცხდა.

მეტი...

,,დაზვერვისგან გვქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ბუფერული ზონის შექმნას გეგმავდა” – ზელენსკი კურსკზე

უკრაინის პრეზიდენტმა NBC News-თან ინტერვიუში რუსეთის კურსკის რეგიონში მიმდინარე ოპერაციაზე საუბრისას, თქვა, რომ დაზვერვისგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ რუსეთი საზღვართან ბუფერული ზონის შექმნას გეგმავდა და საჭირო იყო შესაბამისი ოპერაციის ჩატარება. ,,ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ჩვენი დაზვერვისგან, რომ რუსეთის ფედერაცია გეგმავდა ამ ბუფერული ზონის შექმნას. პუტინმა და მისმა გარემოცვამ ღიად განაცხადეს კიდეც, რომ მათ სურთ შექმნან ბუფერული ზონა ჩვენი საზღვრის გასწვრივ ჩვენი სახელმწიფოს რამდენიმე კილომეტრის სიღრმეში. ჩვენ მივხვდით, რომ ისინი არ გაჩერდებიან და რომ საჭირო იყო შესაბამისი ოპერაციის ჩატარება. ისე, რომ ბუფერული ზონა მათ მიერ კი არა, ჩვენ მიერ არის შექმნილი”, – აღნიშნა…

მეტი...

იოსებ ბაბაევის საქმეზე გორის სასამართლოში არსებითი განხილვა დაიწყო

ანტისაოკუპაციო ,,რესტო-ბარის” მფლობელის, იოსებ ბაბაევის საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე, გამომძიებელი შერმადინ კაპანაძე გამოკითხეს, რომელმაც აქტივისტის დაკავების შემდგომ საგამოძიებო პროცესებში მიიღო მონაწილეობა. პოლიციელი საკუთარი ჩვენებით შეეცადა ავტობანიდან გორის პირველი შესასვლელი ისეთ უკაცრიელ ადგილად წარმოეჩინა, სადაც ქუჩური გარჩევაა შესაძლებელი. არადა, გზის ამ ნაწილზე ინტენსიური საგზაო მოძრაობაა და საცხოვრებელი სახლები მაქსიმუმ 100 მეტრში მდებარეობს. ბრალდების მხარე, გამოძიების დაწყებიდან სამი თვის თავზეც კი, ვერ ამბობს ვინ არის ის პირი, ვისთანაც ბაბაევს გარჩევა ჰქონდა დაგეგმილი. ცნობისთვის, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგე ბიზნესმენს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, თუმცა, იოსებ ბაბაევი…

მეტი...

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული 10 კგ ბუნებრივი თმის პროდუქცია აღმოვაჩინეთ – შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო-გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 10 კილოგრამი ბუნებრივი თმის პროდუქცია აღმოაჩინეს, რომელიც რამდენიმე ათეულ შეკვრად, ცალ-ცალკე იყო აცმული. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 24344,98 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მეტი...

მაკრონმა საფრანგეთის ახალ პრემიერად მიშელ ბარნიე დაასახელა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერმინისტრად მიშელ ბარნიე დაასახელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბარნიეს დანიშვნა ხდება ,,კონსულტაციების უპრეცედენტო ციკლის” შემდეგ, სტაბილური მთავრობის უზრუნველსაყოფად. პრემიერი ინიშნება საფრანგეთის ვადამდელი არჩევნებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ. 73 წლის ბარნიე არის ევროკავშირის ყოფილი მთავარი მომლაპარაკებელი ,,ბრექსიტის” შესახებ, ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებებს დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან 2016-2019 წლებში. მას ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა აქვს და ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობები, როგორც საფრანგეთში, ასევე ევროკავშირში.

მეტი...

ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს, პირად კონტროლზე აიყვანოს ირაკლი ეძგვერაძის ცემის საქმე

ადვოკატი ენმ-ის დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის ცემის საქმეზე სახალხო დამცველის ჩართვას ითხოვს და მოუწოდებს, პირად კონტროლზე აიყვანოს გასულ ღამეს, გლდანში მომხდარი ინციდენტი. ლაშა ტყეშელაძემ დაკავებული ეძგვერაძე დღესაც მოინახულა და როგორც ის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ამბობს, ეძგვერაძემ დეტალურად მოუყვა პოლიციელების მხრიდან ძალადობის შესახებ. ,,ირაკლი რა თქმა უნდა, მხნედ გრძნობს თავს. ამ დრომდე, ერთხელ უკვე მოვუწოდე, მაგრამ არავითარი დაინტერესება არ ყოფილა სპეციალური საგამოძიებოდან, არც სახალხო დამცველი არ შემომხმიანებია. აუცილებელია, სახალხო დამცველი ჩაერთოს და პირად კონტროლზე აიყვანოს, რადგან ირაკლიმ მომიყვა, რომ როდესაც შეიყვანეს ავტოფარეხში, რამდენიმე პირი უჭერდა კისერზე და ყელის მიმართულებით ხელს…

მეტი...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა გახდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ საგარეო საქმეთა მინისტრად ანდრეი სიბიგა დაამტკიცა. ის აქამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მის კანდიდატურას მხარი 258-მა დეპუტატმა დაუჭირა. შეგახსენებთ, რადამ დღეს დააკმაყოფილა საგარეო საქმეთა მინისტრობიდან, დმიტრო კულებას გადადგომის განაცხადი.

მეტი...

თურქული ბანკები რუსეთთან თანამშრომლობისთვის კომპანიების ანგარიშებს ხურავენ

აშშ-ის მეორადი სანქციების საფრთხის გამო, თურქული ბანკები რუსეთთან მომუშავე კომპანიების ანგარიშების მომსახურებას წყვეტენ. ინფორმაციას თურქეთში რუსეთის ელჩი ალექსეი ერხოვი ავრცელებს. ,,ამჟამად ორ ქვეყანას შორის ურთიერთანგარიშსწორების პრობლემები შენარჩუნებულია. თურქულ ბანკებში გახშირდა რუსეთში საქონლის ტრანზიტით ჩართული კომპანიების „გაძევების“ შემთხვევები. ასეთი კლიენტების იდენტიფიცირება აქტიურად ხდება და მათი გადარიცხვები იბლოკება ან მათი ანგარიშები საერთოდ იხურება”, – აცხადებს ელჩი. აშშ-ის მეორადი სანქციების მუქარამ იმ თურქული ბანკების მიმართ, რომლებიც რუსეთიდან გადახდებს იღებენ, მძიმე დარტყმა მიაყენა რუსეთ-თურქეთის ვაჭრობას.

მეტი...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ ჰაკერულ ჯგუფ RaHDit-ზე ინფორმაციისთვის, $10 მილიონამდე ჯილდოს აწესებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ ჰაკერულ ჯგუფ RaHDit-ზე ინფორმაციის სანაცვლოდ $10 მილიონამდე ჯილდოს აწესებს. ,,აღნიშნული ჰაკერული ჯგუფი დაკავშირებულია რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალება „RT”-სთან და რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან. მისი ხელმძღვანელი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB)-ს ოფიცერი ალექსეი გარაშჩენკოა. „RaHDit”-ს აქვს სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში ჩარევის ისტორია. ამასთანავე, კიბერშეწყობილი გავლენის ოპერაციებით, ჯგუფი აღიქმება ჩარევის მცდელობის საფრთხედ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია „RaHDit”-ის, მასთან დაკავშირებული პირებისა და სუბიექტების, ან რუსული მთავრობისგან მართულ მცდელობებზე, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის არჩევნებში ჩარევას, დაუკავშირდით სახელმწიფო დეპარტამენტს Signal-ის, Telegram-ის, WhatsApp-ის ნომერზე: +1-202-702-7843 ან დაცული ბმულიდან, რომელიც…

მეტი...

იტალიაში საქართველოს 24 წლის მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ტოსკანის პროვინციის ქალაქ ლუკაში ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მარლიას დასახლებაში სუპერმარკეტ ,,ესელუნგაში” საქართველოს 24 წლის მოქალაქემ ათეულობით საპარსი კასეტის მოპარვა სცადა. პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სუპერმარკეტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ახალგაზრდა მამაკაცის ზურგჩანთამ დააეჭვა და სალაროსთან შეაჩერა. ჩხრეკის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას ზურგჩანთაში მოპარული 30 ცალი საპარსი კასეტა ჰქონდა, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 900 ევროს აღწევს. როგორც იტალიური მედია წერს, კაცს იტალიაში მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს და ის ქურდობისთვის წარსულშიც არის ნასამართლევი.

მეტი...

უკრაინის რადამ ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკიც გაათავისუფლა

უკრაინის რადამ მეორე მცდელობით, თანამდებობიდან გაათავისუფლა ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი. გუშინ, ვერეშჩუკის თანამდებობიდან გადადგომის განცხადება არასაკმარისი ხმების გამო, არ დაკმაყოფილდა. დღესვე, რადამ თანამდებობიდან გაათავისუფლა საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც.

მეტი...

„ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უკრაინას უცხოპლანეტელები მართავენ” – პუტინი

„ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი, ვინც უკრაინას მართავენ, თითქოს რაღაც უცხოპლანეტელები არიან. არა, სერიოზულად ვამბობ, გესმით?”, – ეს განცხადება ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები ,,კოლოსალურია და ძნელი წარმოსადგენია, რას მოიმოქმედებს კიევი შექმნილ ვითარებაში”. მისი თქმით, კიევთან მოლაპარაკების დაწყებას უკრაინული მხარის ,,ეფემერული მოთხოვნები აფერხებს”.

მეტი...

ჩრდილოეთ კორეაში ათობით საჯარო მოხელე დახვრიტეს, იმის გამო, რომ ისინი წყალდიდობის შედეგებს ვერ გაუმკლავდნენ

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ათობით საჯარო მოხელისა და პარტიული ლიდერის სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა, იმის გამო, რომ მათ წყალდიდობით გამოწვეულ ზარალს ვერ გაუმკლავდნენ. ინფორმაციას მედია სამხრეთკორეულ Chosun TV-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეარხის ცნობით, დახვრეტილია 20-30 ადამიანი. მათ ბრალად ედებოდათ ის, რომ ვერ მოახერხეს მოქალაქეების დაღუპვის და ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალის პრევენცია. ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობების სერია ივლისში, ძლიერი წვიმის გამო დაფიქსირდა. დაზიანდა გზები, დაიტბორა სამეურნეო მიწები და 4 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი. სამხრეთკორეული მედია 1500 გარდაცვლილის შესახებ წერდა, თუმცა კიმ ჩენ ინმა ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

მეტი...