თურქული ბანკები რუსეთთან თანამშრომლობისთვის კომპანიების ანგარიშებს ხურავენ

აშშ-ის მეორადი სანქციების საფრთხის გამო, თურქული ბანკები რუსეთთან მომუშავე კომპანიების ანგარიშების მომსახურებას წყვეტენ. ინფორმაციას თურქეთში რუსეთის ელჩი ალექსეი ერხოვი ავრცელებს.

,,ამჟამად ორ ქვეყანას შორის ურთიერთანგარიშსწორების პრობლემები შენარჩუნებულია. თურქულ ბანკებში გახშირდა რუსეთში საქონლის ტრანზიტით ჩართული კომპანიების „გაძევების“ შემთხვევები. ასეთი კლიენტების იდენტიფიცირება აქტიურად ხდება და მათი გადარიცხვები იბლოკება ან მათი ანგარიშები საერთოდ იხურება”, – აცხადებს ელჩი.

აშშ-ის მეორადი სანქციების მუქარამ იმ თურქული ბანკების მიმართ, რომლებიც რუსეთიდან გადახდებს იღებენ, მძიმე დარტყმა მიაყენა რუსეთ-თურქეთის ვაჭრობას.

მსგავსი თემები