,,რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო საშიშია მისი გეგმები. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ გამძლეობა” – მამუკა მდინარაძე

,,რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო საშიშია მისი გეგმები. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ გამძლეობა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას.

„ძალიან რთულია, როდესაც ზუსტად იცი, რომ ერთ მხარეს მხოლოდ პროვოკაციასა და დესტრუქციაზეა აგებული მთელი დღის წესრიგი და არასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მიდის მათი მუშაობა და შესაბამისი ინფორმაცია როდესაც არის, რომ ერთადერთი მათი გამოსავალი არა საარჩევნო, პოლიტიკური ბრძოლაა, არამედ ამორალური ბრძოლა.

სიტყვით თუ ქმედებით, ისინი ფიქრობენ არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგ პროვოკაციაზე, ათასი საშინელების მოწყობაზე იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ და მეორე ფრონტი და მესამე ფრონტი გახდეს ეს ქვეყანა. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, ბუნებრივია, ამას ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მსგავსი თემები