იოსებ ბაბაევის საქმეზე გორის სასამართლოში არსებითი განხილვა დაიწყო

ანტისაოკუპაციო ,,რესტო-ბარის” მფლობელის, იოსებ ბაბაევის საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე, გამომძიებელი შერმადინ კაპანაძე გამოკითხეს, რომელმაც აქტივისტის დაკავების შემდგომ საგამოძიებო პროცესებში მიიღო მონაწილეობა.

პოლიციელი საკუთარი ჩვენებით შეეცადა ავტობანიდან გორის პირველი შესასვლელი ისეთ უკაცრიელ ადგილად წარმოეჩინა, სადაც ქუჩური გარჩევაა შესაძლებელი. არადა, გზის ამ ნაწილზე ინტენსიური საგზაო მოძრაობაა და საცხოვრებელი სახლები მაქსიმუმ 100 მეტრში მდებარეობს.

ბრალდების მხარე, გამოძიების დაწყებიდან სამი თვის თავზეც კი, ვერ ამბობს ვინ არის ის პირი, ვისთანაც ბაბაევს გარჩევა ჰქონდა დაგეგმილი.

ცნობისთვის, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგე ბიზნესმენს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, თუმცა, იოსებ ბაბაევი ამტკიცებ,ს რომ მას პოლიციელებმა მაკაროვი და კალაშნიკოვი მისი აქტიურობის გამო ჩაუდეს და სასტიკად სცემეს.

მსგავსი თემები