„ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრიანება ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელია“- წერს X-ზე ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე.
ევროპარლამენტარის განცხადებით, ქართველ ხალხს საბედისწერო შემოდგომა ელის.
“რამდენიმე მოსაზრება თბილისში ჩემს ვიზიტზე: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრიანება ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელია. ქართველ ხალხს საბედისწერო შემოდგომა ელის – მათ მოუწევთ, აირჩიონ, უნდათ, გაყვნენ ევროპულ გზას თუ “რუსული მშვიდობის [russkiy mir] გზას.
პრეზიდენტი ზურაბიშვილის სიტყვებით, პარტია “ქართული ოცნება” ქართულ კოშმარად იქცა. ქართველებმა არჩევანი აუცილებლად ყურადღებით უნდა გააკეთონ”- წერს რასა იუკნევიჩიენე.