ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში დაიწყო. ჩემპიონატი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრებიდან პირველ საშეჯიბრო დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც მედლის მოპოვება მხოლოდ ნინო ლოლაძემ (57 კგ) შეძლო.
19 წლის ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადასთან იპონით წააგო. ლოლაძემ საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
6 სექტემბერს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.