კულტურის სამინისტრომ ლაშა ბაქრაძის მიერ გაკეთებული მიმართვის შესწავლა დაიყო

ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის, 2 დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს. ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის იმ მიმართვის შესწავლა დაიწყო, რომელიც მან მმართველი ძალის ქალიდეპუტატების მისამართით გააკეთა.

თავად ბაქრაძე, საკუთარი განცხადების გამო ბოდიშს იხდის.

უახლოეს პერიოდში, კულტურის სამინისტროს დისციპლინარული კომისია ლაშა ბაქრაძის განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, მანამდე თეა წულუკიანი პოლიტიკაში გადასულ პუბლიცისტს, რომელიც პარალელურად ლიტერატურის მუზეუმის დირექტორია, ახსენებს, რომ კულტურის სამინისტროს თანამშრომლად ითვლება და მისი, სამსახურებრივი მოვალეობები და ქცევები ხელშეკრულებაშია გაწერილი.

 

მსგავსი თემები