„ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უკრაინას უცხოპლანეტელები მართავენ” – პუტინი

„ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი, ვინც უკრაინას მართავენ, თითქოს რაღაც უცხოპლანეტელები არიან. არა, სერიოზულად ვამბობ, გესმით?”, – ეს განცხადება ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები ,,კოლოსალურია და ძნელი წარმოსადგენია, რას მოიმოქმედებს კიევი შექმნილ ვითარებაში”.

მისი თქმით, კიევთან მოლაპარაკების დაწყებას უკრაინული მხარის ,,ეფემერული მოთხოვნები აფერხებს”.

მსგავსი თემები