უკრაინის უმაღლესმა რადამ საგარეო საქმეთა მინისტრად ანდრეი სიბიგა დაამტკიცა. ის აქამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მის კანდიდატურას მხარი 258-მა დეპუტატმა დაუჭირა.
შეგახსენებთ, რადამ დღეს დააკმაყოფილა საგარეო საქმეთა მინისტრობიდან, დმიტრო კულებას გადადგომის განაცხადი.