ბათუმში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ajaratimes.ge ავრცელებს და წერს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა. გამოცემის ცნობით, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

რუსეთის ლიპეცკის ოლქში სამხედრო აეროდრომი იწვის

რუსეთის ლიპეცკის ოლქში სამხედრო აეროდრომი იწვის. აეროდრომი მდებარეობს დასახლებულ პუნქტებთან, სადაც მანამდე ევაკუაცია გამოცხადდა. ,,მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შემდეგი დასახლებების ევაკუაციის შესახებ: კოპცევი ხუტორი, ფედოროვკა, იაკოვლევკა, ტინკოვკა”, – განაცხადა გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა. ღამით რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა უპილოტო თვითმფრინავებით მასიური თავდასხმის შესახებ, დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რამაც შეაფერხა ელექტროენერგიის მიწოდება და მოხდა ფეთქებადსაშიში ობიექტების დეტონაცია. დაშავებულია ექვსი ადამიანი, რომლებიც ლიპეცკის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მეტი...

მარნეულში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

,,ჟამია და დრო იმისა, რომ უკვე ვისწავლოთ ერთად ყოფნა, ერთად დგომა და ერთიანი, ძლიერი საქართველოს შენება!” – კობა კობალაძე

დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირთა მემორიალი გვირგვინით და დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკო და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. კობა კობალაძემ, ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და სამშობლოსათვის თავდადებული მეომრების ოჯახებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ერთგული, ღირსეული შვილების აღზრდისთვის. ,,კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს, თითოეული ჩვენი გმირის ოჯახის წევრებს და თითოეულ ჩვენგანს და, ალბათ, ჟამია და დრო იმისა, რომ უკვე ვისწავლოთ ერთად ყოფნა, ერთად…

მეტი...

ისნის რაიონში საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ისნის რაიონში, საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ღონისძიებას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ- მაიორი კობა კობალაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გრიგოლ გიორგაძესთან, საკრებულოს წარმომადგენლებთან, ალეკო ონიანის ოჯახის წევრებთან და გმირის თანამებრძოლებთან ერთად დაესწრნენ. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე (ალეკო) ონიანი დაიბადა 1981 წლის 9 მარტს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს, რუსულ მოტომსროლელ ბატალიონთან უთანასწორო ბრძოლაში, გმირულად დაიღუპა სოფელ შინდისთან, სადაც ქართული შენაერთი მოწინააღმდეგის ალყაში მოექცა. ალეკო ონიანმა მძიმედ დაჭრილი მისი ნათლული,…

მეტი...

კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის დებატები 10 სექტემბერს, ABC-ის ეთერში გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატების, კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის დებატები 10 სექტემბერს, ABC-ის ეთერში გაიმართება. აღნიშნულ შეთანხმებამდე, ტრამპმა ჰარისთან დებატების სამჯერ გამართვის მზადყოფნა გამოთქვა. პრეზიდენტობის კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, დებატები აშშ-ის მთავარი ტელევიზიების ეთერში უნდა გამართულიყო: 4 სექტემბერს – Fox News-ზე, 10 სექტემბერს NBC-ზე, 24 სექტემბერს კი ABC-ზე.

მეტი...

კურსკის ოლქში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა

კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ რისლკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ბელოუსოვი თავის “ტელეგრამ” არხზე წერს. “რეგიონის მცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კურსკის რეგიონის ხელმძღვანელობამ რეგიონის სასაზღვრო რაიონებიდან ნებაყოფლობითი ევაკუაციის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მოქალაქეებს შეუძლიათ გამოვიდნენ პირადი ტრანსპორტით, ასევე ავტობუსებით, რომლებსაც რილსკის რაიონის ხელმძღვანელობა მიაწვდის” – წერს ბელოუსოვი. ბელოუსოვი ამბობს, რომ   ევაკუირებული მოქალაქეებისთვის დროებითი განლაგების პუნქტებია მოწყობილი.  

მეტი...

“2008 წლის ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა”- იუსტიციის სამინისტრო

“2008 წლის ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა”- ამის შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ევროპული სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. „2008 წლის აგვისტოს ომის საქმესთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ; რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო, პასუხისმგებელია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებების მასობრივ დარღვევაზე; 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა…

მეტი...

„რუსეთმა ომი მოიტანა და უნდა გრძნობდეს მას“- ზელენსკი

„რუსეთმა ომი მოიტანა და უნდა გრძნობდეს მას“- ამის შესახებ, განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლების ფონზე გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინა ცდილობს, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს მიზნებს. “დღეს მთავარსარდალი სირსკის უკვე სამი ანგარიში იყო – ანგარიშები შედეგიანია. სწორედ ისეთები, როგორიც ახლა სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს. მადლობელი ვარ ყოველი მებრძოლის, ყოველი ჯარისკაცისა და მეთაურის, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი, უკრაინული, პოზიციების დაცვასა და ჩვენი თავდაცვის ამოცანების შესრულებას. უკრაინელებს გამოსდით საკუთარი მიზნების მიღწევა. და ჩვენ არ ავირჩიეთ ომში მიზნების მიღწევა. რუსეთმა ომი მოიტანა ჩვენს მიწაზე და უნდა გრძნობდეს, თუ რა გააკეთა. ჩვენ კი…

მეტი...

იაპონიაში მეგამიწისძვრას ელოდებიან

იაპონიაში მეგამიწისძვრის გაზრდილი რისკის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს.  „ბიბისის“  ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იაპონიაში მოსალოდნელი მეგამიწისძვრის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა. განცხადებაში მოქალაქეებს მოუწოდებენ, სიფხიზლე შეინარჩუნონ, თუმცა ხაზგასმულია, რომ გაფრთხილება არ ნიშნავს, რომ მიწისძვრა გარდაუვალია. ეს გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც იაპონიის კუნძულ კიუსიუს სამხრეთ ნაწილში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. სტიქიას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. თუმცა, ექსპერტები შეშფოთებულები არიან, რადგანაც ამ მიწისძვრის ეპიცენტრი ნანკაის ღრმულის სიახლოვეს, სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობდა, რომელიც იაპონიის წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივაა გადაჭიმული.  

მეტი...

„წესები შეცვალეს ძიუდოში, მაგრამ ამ წესებს ორმაგი სტანდარტები აქვს“- ილია სულამანიძე

პარიზის ოლიმპიადის  ფიანლში დამარცხებისა და მსაჯების გადაწყვეტილებაზე საუბრობს ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე. მისი თქმით, ძიუდოში წესები შეცვალეს, მაგრამ ამ წესებს  ორმაგი სტანდარტები აქვს, რომლებიც მსაჯებს მანევრის საშუალებას უტოვებს. „შიდოს მსაჯი არ მაძლევდა, არც სუპერვაიზერს მიუღია გადაწყვეტილება, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ადგა და თქვა, რომ შიდო მოეცათ. დავინახე, მსაჯების დელეგაცია რომ ზის, ორი კაცი ადგა და გაუხარდათ, როცა შიდო მომცეს. ეს არ მომეწონა ყველაზე მეტად. წესები შეცვალეს ძიუდოში, მაგრამ ამ წესებს ისეთი ორმაგი სტანდარტები აქვს, მსაჯებს მანევრის საშუალებას უტოვებს” – თქვა ილია სულამანიძემ.

მეტი...

„მილანი“ ვარსკვლავებით ჩამოდის“- ლეგენდების თამაში 21 სექტემბერს თბილისში

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „მილანის“ ლეგენდების მატჩი 21 სექტემბერს თბილისში გაიმართება. ამის შესახებ, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ისაუბრა. „რაც შეეხება „მილანთან“ თამაშს – ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული წელიწადი გვაქვს. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვითამაშეთ და გვინდოდა, ქართველი გულშემატკივრისთვის კიდევ ერთი საჩუქარი გაგვეკეთებინა. „მილანის“ გარდა, სხვა კლუბს არც განვიხილავდით, ვისთანაც ქართველმა ფეხბურთელმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია – კახა კალაძემ „მილანის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. „ვარსკვლავების მიწვევა გვსურდა და 21 სექტებერს „მილანის“ და ქართველი ლეგენდების მატჩი გაიმართება. ჩვენი გუნდის მწვრთნელი ნაკრების ყოფილი წევრი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება. სათამაშოდ…

მეტი...

“მიუღებელი ისაა, როცა შენი ხელისუფლება, შეგნებულად ანადგურებს ჩვენი წარმატების ყველა სფეროს”- პრეზიდენტი

“ამერიკასთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა წარმოადგენს ქვეყნის პირდაპირ ღალატს – მიუღებელი ისაა, როცა შენი ხელისუფლება, შეგნებულად და დაჟინებით ანგრევს და ანადგურებს ჩვენი წარმატების ყველა სფეროს”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება აშშ-ის CDC-ის მიერ საქართველოში პროგრამების შეჩერებას. პრეზიდენტი ამბობს, რომ  მსოფლიოში გაზრდილი ინფექციური ეპიდემიების საფრთხის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად უკიდურეს მდგომარეობაში აყენებს ყველა იმ ლაბორატორიას და პროგრამას, რომლის გარეშე სრულიად დაუცვლელი ვრჩებით. „ლუგარის ლაბორატორიის და ამერიკელ ექსპერტების, ამერიკის დაავადებათა ცენტრის (CDC), ეროვნულ ჯანდაცვის ინსტიტუტის (NIH) ღვაწლი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენისა და უსაფრთხოებისთვის ვერც გაიზომება. მადლობის…

მეტი...

ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025-ის“ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025-ის“ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესცენტრი ავრცელებს. ამავე ცნობით, მთავრობის განკარგულებით, კომისია უზრუნველყოფს ფესტივალის ორგანიზებაში ჩართული უწყებების და ორგანიზაციების კოორდინაციას და ფესტივალთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულ გადაწყვეტას. “კომისიის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი,  საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის…

მეტი...

“უკრაინულ არმიას გაოცება შეუძლია, იცის, როგორც მიაღწიოს შედეგებს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის არმიას გაოცება და შედეგების მიღწევა შეუძლია. ამის შესახებ მან სამხედროებისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაციის პრეზენტაციისას ისაუბრა. „ყველა ხედავს, რომ უკრაინულ არმიას გაოცება შეუძლია, იცის, როგორც მიაღწიოს შედეგებს. ამის დემონსტრირებას ახდენს ბრძოლის ველი, სადაც ჩვენმა მეომრებმა არა მხოლოდ გაუძლეს ოკუპანტის ძალას, არამედ ანადგურებენ მას, ისე როგორც ეს საჭიროა უკრაინის დასაცავად. ჩვენი ქვეყნის და დამოუკიდებლობის დასაცავად, – განაცხადა ზელენსკიმ. როგორც „როიტერი“ წერს, ზელენსკიმ ეს განცხადება კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე გააკეთა.  

მეტი...

მოქალაქეებს, რომლებსაც კურსკის ოლქის დატოვება მოუწევთ ვლადიმერ პუტინი 10 000 რუბლს გადაუხდის

კურსკის ოლქის მცხოვრებლებს, რომელთაც სახლების დატოვება მოუწიათ, ერთჯერადად 10 000 რუბლი (116 აშშ დოლარი) გადაეცემათ. ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კურსკის ოლქის გუბერანტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ალექსეი სმირნოვთან საუბარში განაცხადა. “მთავრობის მეთაურთან [მიხაილ მიშუსტინთან] სულ ცოტა ხნის წინ ვისაუბრე. ჩავთვალოთ, რომ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამას საჭიროებენ, ერთჯერადად 10 ათასი რუბლის გადახდის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. და შესაბამისი რესურსები გამოიყოფა” – განაცხადა პუტინმა.  

მეტი...

“ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა არ გაიხსნება”- შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრის” სერგეი შამბას განცხადებით, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება. ამის შესახებ, მან“რია ნოვოსტს”განუცხადა. “რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, საუბარი არაა იქ სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე” – აღნიშნა შამბამ. მისი თქმით, ოკუპირებულ აფხეზეთსა და რუსეთს შორის არსებობს მრავალ გეგმური “სახელმწიფოთაშორისი” თანამშრომლობა და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაა.

მეტი...

,,ჩვენი, მათ შორის პარლამენტის მუშაობის შედეგია, რომ აღიარებული იყოს ოკუპაცია ოკუპაციად” – პაპუაშვილი

,,სამწუხაროდ, დღემდე ვერ მივაღწიეთ, რომ ევროკავშირისგან მკაფიოდ ითქვას ოკუპაცია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ რეზოლუციებში სიტყვა – ოკუპაცია გაჩნდა. „ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე განცხადებაში ნათქვამი არის თვითგამოცხადებული, ოკუპირებული ტერიტორიები. მაინც რაღაც დანამატით არის. და ესეც ახლა, რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. ჩვენი, მათ შორის პარლამენტის მუშაობის შედეგი არის, რომ აღიარებული იყოს ოკუპაცია ოკუპაციად. ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი ოკუპაციასაც კი არ ეძახდა ამ მოვლენას, რასთანაც გვაქვს საქმე, როდესაც ჩვენს ორ რეგიონში რუსეთის რეგულარული ჯარები დგას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

მეტი...

„კივილის ხმა მოგვესმა, ვაიმე, დედა, გვიშველეთო” – თვითმხილველები ბათუმში მომხდარ დაჭრაზე

ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა კაჩენსკების ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი გოგო და ორი ბიჭი. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. თვითმხილველების თქმით, ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. გაიგეს კივილის ხმა. სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია ადგილზე მალევე მივიდა. რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია. „კივილის ხმა მოგვესმა… ვაიმე, დედა, გვიშველეთო, მერე სასწრაფო გამოიძახეს… სამივე რესტორნის თანამშრომლები არიან. მეტი არაფერი ვიცი”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. „ჩემი თანამშრომლები არიან დაჭრილები. მე ვმუშაობდი და სროლის ხმა რომ ატყდა, გამოვედი. ერტია მხოლოდ საოპერაციო. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- მეტი…

მეტი...

,,დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები, ერთ დროს ვისაც გულშემატკივრობდნენ, საქართველოში იხილოს” – კალაძე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში, 21 სექტემბერს, ლეგენდების მატჩი გაიმართება, ქართული ფეხბურთის ლეგენდები იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდებს შეხვდებიან. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და Fondazione Milan-მა დღეს, იტალიის ქალაქ მილანში მოაწერეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ხელმოწერის ღონისძიებას თბილისის მერი, ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე დაესწრო. „ძალიან დიდი სიამაყის გრძნობაა, როდესაც ხედავ შენს  განვლილ წლებს კონკრეტული მოგებული თასით. „მილანის“ მუზეუმში წარმოდგენილია ყველა თასი, რომელიც  ამ გუნდს აქვს მიღებული. მათ შორის, ის ორი თასი, რომელიც მე ამ კლუბთან ერთად მოვიგე – ერთი მანჩესტერში მოგებული და…

მეტი...

აგვისტოს ომის 16 წლისთავზე, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან, საქართველოს პარლამენტის წევრები, თავდაცვის ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გიორგი ანწუხელიძის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი დღეს, ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტმა აბბა დავითმა და ეპარქიის სასულიერო პირებმა აღავლინეს. მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41- ე ბატალიონის კაპრალი, 24 წლის გიორგი ანწუხელიძე , 2008 წლის ომის დროს, ტყვედ ჩაიგდეს და სასტიკი წამებით მოკლეს.

მეტი...

,,12 წელია გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი საქართველოში” – ირაკლი ღარიბაშვილი

,,12 წელია ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი საქართველოში. მადლობა ღმერთს, არ დაგვიკარგავს ტერიტორიები, არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომ ერთის მხრივ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და მეორეს მხრივ, ჩვენი გონივრული ნაბიჯებით, მშვიდობიანი პოლიტიკით, მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „მადლიერი ვართ ჩვენი დასავლელი პარტნიორების, მეგობრების მიმართ, რომლებიც ურყევად უჭერენ მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მხარს გვიჭერენ არაღიარების პოლიტიკის ნაწილში, მაგრამ ვნახეთ, რომ ომის შემდეგ რუსეთმა ბაზებიც განათავსა, დასავლეთმა გააგრძელა ვაჭრობა და ურთიერთობა ისე, როგორც მანამდე…

მეტი...

,,სპეციალური სამხედრო ოპერაცია უნდა წავიდეს ხარკოვამდე, კიევამდე და უფრო შორსაც” – მედვედევი

,,სპეციალური სამხედრო ოპერაცია უნდა წავიდეს ხარკოვამდე, კიევამდე და უფრო შორსაც”, – წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი და რუსეთის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს უკრაინაში ომს. ,,ეს აღარ არის მხოლოდ ჩვენი ოფიციალური ტერიტორიების დაბრუნების და ნაცისტების დასჯის ოპერაცია. შეგვიძლია და საჭიროცაა ჯერ კიდევ არსებულ უკრაინის მიწებზე წასვლა, ოდესამდე, ხარკოვამდე, დნეპროპეტროვსკამდე, ნიკოლაევამდე, კიევამდე და უფრო შორსაც. შეგვიძლია და საჭიროცაა ღიად საუბარი, მორიდებისა და დიპლომატიური რევერანსების გარეშე”, – წერს მედვედევი.

მეტი...

უკრაინამ მექსიკას მიმართა თხოვნით, დააპატიმროს პუტინი, თუ ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩავა

უკრაინამ მექსიკას მიმართა თხოვნით, დააპატიმროს პუტინი, თუ ის პირველ ოქტომბერს პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციაზე ჩავა. უკრაინის საელჩო მექსიკაში ამბობს, რომ ინაუგურაციაზე მიიწვიეს ყველა ქვეყნის წარმომადგენელი, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ქვეყანას შეახსენა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაცემული აქვს პუტინის დაპატიმრების ორდერი. ,,ვიმედოვნებთ, რომ მექსიკის მთავრობამ იცის ის ფაქტი, რომ ვლადიმერ პუტინი არის სამხედრო დამნაშავე, რომელიც ეჭვმიტანილია უკრაინელი ბავშვების რუსეთში გატაცებაში და იძულებით დეპორტაციაში, რომლის დაკავების ორდერი გაცემულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, რომლის იურისდიქცია მოქმედებს მექსიკაში”, – ნათქვამია განცხადებაში. საელჩო დარწმუნებულია, რომ მექსიკის მთავრობა აღასრულებს პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერს.

მეტი...

,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს არა ომით, არამედ წინსვლით, მშვიდობითა და ეკონომიკური განვითარებით” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან 2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ პრაგმატული პოლიტიკის განხორციელების შედეგად, ქვეყნის გამთლიანება და ტერიტორიების დაბრუნება შესაძლებელია. „16 წელი გავიდა იმ უბედურებიდან, რაც ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა. ამ ომის შედეგად, ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, მშვიდობიანი მოქალაქეები, გმირი ჯარისკაცები. მძიმეა ეს ყველაფერი, ჭრილობები, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ქვეყანას, თუმცა მჯერა, რომ იმ პრაგმატული პოლიტიკით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, შესაძლებელია ტერიტორიების დაბრუნება, ქვეყნის გამთლიანება. ეს არის თითოეული ქართველის ოცნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს არა ომით, არამედ წინსვლით,…

მეტი...

მთავრობის დადგენილებით, კასპის სოფელ ახალქალაქს სახელი გადაერქვა და მეფისქალაქი ეწოდა

საქართველოს მთავრობის 7 აგვისტოს დადგენილებით ირკვევა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქს სახელი გადაერქვა და მეფისქალაქი ეწოდა. დადგენილებას ხელს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.

მეტი...

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის 59 ძეგლი ჩინეთში

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი ქვეყნის  კულტურული, ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე მაქსიმალურ აქცენტს აკეთებს და აცხადებს, რომ სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი საგანძური ახალ ეპოქაში. ახლახან,   UNESCO-მ ჩინეთის ორი ბუნებრივი მემკვიდრეობა  მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ეს არის ბადაინ-ჯარანის უდაბნო – ქვიშის კოშკები და ტბები და გადამფრენი ფრინველების თავშესაფრები ყვითელი ზღვის სანაპიროზე – ჩინეთის ბოჰაის ყურე (ფაზა II). როგორ სი ძინპინი აღნიშნავს, ამ მემკვიდრეობას  პოზიტიური მნიშვნელობა აქვს ჩინური მოდერნიზაციის მშენებლობისთვის, რომელიც ახასიათებს მატერიალურ და კულტურულ-ეთიკურ წინსვლას და ჰარმონიას კაცობრიობასა და ბუნებას შორის. მისივე შეფასებით, ეს არის „ახალ ბზინვარება“ მსოფლიო ცივილიზაციისთვის. ამჟამად, ჩინეთში 59 მსოფლიო…

მეტი...

,,ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე ხაზარაძე-ჯაფარიძის ხელში ემუქრებოდა, ახლა კი აუცილებლად განხორციელდება” – კახა კალაძე

„ანაკლიის პორტის პროექტი თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული და ხაზარაძე-ჯაფარიძემ ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ პროექტს საფრთხე არ ემუქრება და ის აუცილებლად განხორციელდება. „ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე არ ემუქრება. ის აუცილებლად განხორციელდება. აღნიშნულ პროექტს საფრთხე ემუქრებოდა მაშინ, როდესაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ხელში იყო. თავიდანვე ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა. იყო საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანები ამ პროექტის განხორციელებას ვერ შეძლებდნენ და ყველაფერი მარცხისთვის იყო განწირული. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ რამდენჯერმე გადავადება გაუკეთა. მისცა შესაძლებლობა, რომ ეს პროექტი ბოლომდე მიეყვანათ.…

მეტი...

ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს ხან იუნისში 18 ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს კარვების დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, ქალაქ ხან იუნისში კარვების დაბომბვას ხუთი ადამიანი, მათ შორის დედა-შვილი ემსხვერპლა. ხან იუნისში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, საერთო ჯამში, 18 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის არმიამ ასევე დაბომბა არაბული ანკლავის ცენტრალური და სამხრეთ რაიონები და ქალაქი დეირ ელ-ბალაჰი. გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 27 ადამიანი ემსხვერპლა. მოსალოდნელი მასშტაბური ოპერაციის დაწყებამდე ისრაელელმა სამხედროებმა ადგილობრივ მცხოვრებლებს და დევნილ პალესტინელებს ბეიტ ჰანუნისა და ბეიტ ლაჰიას რაიონების დატოვებისკენ მოუწოდეს.

მეტი...

,,თარიღთან დაკავშირებული მანიპულაციით, ისინი ცდილობენ თავი დააღწიონ იმ ბრალდებებს, რომლებიც საზოგადოებას აქვს მათთან” – არჩილ თალაკვაძე

,,თარიღთან დაკავშირებული მანიპულაციით, ისინი ცდილობენ თავი დააღწიონ იმ ბრალდებებს, რომლებიც საზოგადოებას აქვს მათთან”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა. მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ის ძალაა, რომელმაც ომის დასრულებიდან მალევე, მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც საქართველოს საწინააღმდეგო დებულებები იყო შეტანილი. „ბრძოლის ველზე ჯარისკაცების მიტოვება, ეს არის საკუთარი მოსახლეობის მიტოვება საომარ ზონაში, იარაღის ჩაბარება და შემდგომი ნაბიჯები, მათ შორის ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერა, სადაც აბსოლუტურად ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო დებულებებს მოეწერა ხელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეტი...

,,ოჩამჩირეში რუსული ფლოტის ბაზა არ გაიხსნება” – სერგეი შამბა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რუსულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება. „რაც შეეხება ოჩამჩირეს პორტს, იქ სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის შესახებ საუბარი არ მიდის“, – თქვა შამბამ. მისივე თქმით, აფხაზეთი რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობს. აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაა განლაგებული, ხოლო ე.წ. საზღვარს რუსი მესაზღვრეები იცავენ.

მეტი...

„მან სიცოცხლე გაწირა თქვენთვის, მაგრამ თქვენც მისი მარადიული სიცოცხლის კეთილად წარმართებისთვის ხელშემწყობი მიზეზი გახდით“ – პატრიარქი

რამდენიმე დღის წინ, ბიზნესმენ, ლევან პირველის და, ლიკა პირველი გარდაიცვალა. ლიკამ ძმას ღვიძლი გადაუნერგა. ორი დღის შემდეგ თრომბი განუვითარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლევან პირველს სამძიმარს უცხადებს: „სამძიმარი ბატონ ლევან პირველს მიიღეთ ჩვენი თანადგომა დის გარდაცვალების გამო. ოჯახის წევრებისათვის და პირველ რიგში, თქვენთვის, ძალიან მძიმეა მომხდარის გადატანა, მაგრამ გახსოვდეთ, ღვთის განგებას საფუძვლად ყოველთვის სიკეთე უდევს, თუნდაც რომ განსაცდელი ფრიად მტკივნეული იყოს. ამ შემთხვევაშიც, მართალია, ქალბატონმა ლიამ სიცოცხლე გაწირა თქვენთვის, მაგრამ თქვენც მისი მარადიული სიცოცხლის კეთილად წარმართებისთვის ხელშემწყობი მიზეზი გახდით, რადგან თქვენდამი მისმა ერთგულებამ გადაადგმევინა ისეთი…

მეტი...

რა ეღირება საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთები და როდიდან შეძლებთ შეძენას

7 სექტემბრის, საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 15 აგვისტოს დაიწყება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. დინამო არენას ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ პერიოდისთვის სტადიონის რამდენიმე სექტორისა და ტრიბუნის გამოყენება შეზღუდულია. შესაბამისად, სტადიონის ტევადობის სრულად ათვისება ვერ მოხდება, ამიტომ ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.  

მეტი...

,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე როგორც ეთნიკურად ქართველი, ისე ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ომის დამანგრეველ შედეგებს” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, როგორც ეთნიკურად ქართველი, ისე ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ომის დამანგრეველ შედეგებს. ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ მძიმეა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც. ,,განსაკუთრებით საგანგაშოა სიცოცხლის უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტები. აღნიშნულს ცხადყოფს 2023 წელს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა. ამ დრომდე დაუსჯელია 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს გიგა ოთხოზორიას და 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის და 2019 წელს ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ…

მეტი...

,,საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს მტკიცე, შეუპოვარი და ერთიანი აგრესორის შეკავებაში და მათ მხარდაჭერაში, ვინც იცავს სუვერენულ ტერიტორიას” – ფოტიგა აგვისტოს ომზე

,,საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს მტკიცე, შეუპოვარი და ერთიანი აგრესორის შეკავებაში და მათ მხარდაჭერაში, ვინც იცავს სუვერენულ ტერიტორიას”, – წერს ყოფილი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა. ,,16 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა დაიწყო. ქართველების და მათი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამბედაობამ და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერების სწრაფმა ქმედებებმა პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით გადაარჩინა თბილისი. თუმცა, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია რუსეთის აგრესიაზე გულგრილი იყო, მიუხედავად აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მცდელობისა. საფრანგეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ხელს უწყობდა რუსეთის ინტერესებს და შემდგომში აგრესიული ქმედებების გატარების საშუალება მისცა, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიის „ბორდერიზაცია“ და…

მეტი...

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 11:42 სამხრეთ-დასავლეთ იაპონიაში კუნძულ კიუშუს მახლობლად 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხეც. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ბიძგების ეპიცენტრი მიაძაკის პრეფექტურასთან მდებარეობდა. ეპიცენტრი ოკეანის ფსკერზე 30 კილომეტრის სიღრმეზე იყო. სეისმოლოგების თქმით, ტალღების სიმაღლემ მიაძაკისა და კოჩის პრეფექტურების მიდამოებში შეიძლება ერთ მეტრს მიაღწიოს. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.

მეტი...