ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრის” სერგეი შამბას განცხადებით, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება. ამის შესახებ, მან“რია ნოვოსტს”განუცხადა.
“რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, საუბარი არაა იქ სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე” – აღნიშნა შამბამ.
მისი თქმით, ოკუპირებულ აფხეზეთსა და რუსეთს შორის არსებობს მრავალ გეგმური “სახელმწიფოთაშორისი” თანამშრომლობა და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაა.