სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე 5 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე: 1978 წელს დაბადებული მ. ა., 1972 წელს დაბადებული ა. ო., 1990 წელს დაბადებული ვ. ბ., 1988 წელს დაბადებული უ. ფ. და 1992 წელს დაბადებული ჯ.ო. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტებზე დააკავეს. ,,გამოძიებამ დაადგინა რომ მ.ა.-მ და ა.ო.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ, ჯგუფურად, გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ხოლო, ბრალდებულების ვ.ბ.-ს და უ.ფ.-ს დახმარებით, ჯ.ო.-მ, თურქეთის…

მეტი...

200-ზე მეტი ქართველი სტუდენტი რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლის – რუსული მედია

,,2024 წელს საქართველოდან 200-ზე მეტი სტუდენტი რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლის”, – ინფორმაციას მედია ,,ტასი” საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების განყოფილების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, სტუდენტები რუსეთში უფასოდ სწავლას სექტემბრიდან დაიწყებენ. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სტუდენტებმა უკვე მიიღეს რუსეთის საგარეო და შს სამინისტროებიდან შესაბამისი დოკუმენტაცია.

მეტი...

ირანში ავტოკატასტროფას 28 პაკისტანელი პილიგრიმი ემსხვერპლა

ირანში ავტობუსის ავარიას 28 პაკისტანელი პილიგრიმის სიცოცხლე ემსხვერპლა. ირანული მედიის ცნობით, ავტობუსი მოძრაობისას ამობრუნდა, რის შედეგადაც დაღუპული პილიგრიმების გარდა, კიდევ 20-ზე მეტი პირი დაშავდა. მათი ნაწილი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

მეტი...

,,ბექა ოდიშარიას სამარცხვინო განცხადება, ეს როგორც ჩანს ,,ოცნების” მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა” – პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი ,,ოცნების” დეპუტატის, ბექა ოდიშარიას განცხადებას აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, სამარცხვინოს უწოდებს: ,,სამარცხვინო განცხადება ბექა ოდიშარიასი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ!!!! საერთოდ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ იცოდე რას გულისხმობს და უარესი კიდევ ეგრეთწოდებული სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე. ეს როგორც ჩანს ოცნების მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა რისთვისაც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ!”, – წერს პრეზიდენტი.

მეტი...

,,თუ დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით, ბუნებრივია, ხელი შეუწყვია” – ოდიშარია ოკუპანტების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე

,,თუ დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით, ბუნებრივია, ხელი შეუწყვია”, – ამბობს ,,ოცნების” დეპუტატი ბექა ოდიშარია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე. ,,თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისათვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ეს ხელოვნური ადმინისტრაციულ-საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, სამწუხაროდ, ამ ადამიანსაც ხელი შეუწყვია იმისათვის, რომ ის დაეკავებინათ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წინაშე და ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის დაუყოვნებლივ უნდა იყოს გადმოცემული საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის”, – ამბობს ოდიშარია.

მეტი...

კამალა ჰარისი ოფიციალურად დასახელდა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატად

ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე, კამალა ჰარისი ოფიციალურად დასახელდა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად. ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ტიმ უოლზი იქნება. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებისთვის საჭირო მხარდაჭერა მოიპოვა. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს ჩატარდება. ჰარისის კონკურენტი რესპუბლიკელი დონალდ ტრამპია.

მეტი...

,,შევარდნილან რუსები, უცემიათ, ყველაფერი დალეწეს, იარაღი ჩაუდეს” – აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 17 აგვისტოს გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები ძმები, მურთაზ და რუსლან ჭითანავები საოკუპაციო ძალებმა საკუთარ სახლში დააკავეს და სოხუმის იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულია მესამე პირიც, არჩილ სექანია. საოკუპაციო რეჟიმი მათ სხვადასხვა ბრალდებებს უყენებს, მათ შორის, მოქალაქეების უკანონო გზით გადაყვანას ე.წ. საზღვარზე. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ,,მილიცია” ამტკიცებს, რომ ჩხრეკის შედეგად ნაპოვნია ასაფეთქებელი მოწყობილობები და ხელყუმბარებიც. ,,5 დღის წინ მოხდა, ესენი ზუსტად “საზღვარზე” ცხოვრობენ. შევარდნილან რუსები, ამათ დიდი ძაღლი ჰყავთ და ამათ თვალწინ მოუკლავთ, მერე ბიჭები უცემიათ სასტიკად. სახლში ყველაფერი დალეწეს. ხელყუმბარები და ასაფეთქებლები სისულელეა, ჩაუდეს ყველაფერი, არაფერი არ…

მეტი...

იუსტიციის სახლთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება. ხიდის დემონტაჟის საჭიროება დღის წესრიგში ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგა, რომლის თანახმადაც, ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო. ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრის დასკვნაში მითითებულია, რომ კონსტრუქციაზე მრავლად შეინიშნება მნიშვნელოვანი დაზიანება-დეფექტები. ასევე, აღნიშნულია, რომ მშენებლობის პროცესშივე არასწორად და არასრულყოფილად მოეწყო წყალმომცილებელი სისტემა, სავალი ნაწილი, მოაჯირები, კიბეები და სხვა დეტალები. ამასთან, დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია და საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, რაც ფაქტობრივად, ნაგებობის სრულ დემონტაჟს და ახლის მშენებლობას გულისხმობს”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით, დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“. „უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. ამოქმედებულია…

მეტი...

„ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ,რომ თითქოს, მატჩის გამართვა „დინამო არენაზე უსაფრთხოა“- კალაძე

კახა კალაძემ ბოლო დღეებში პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც „დინამო არენას“- უსაფრთხოებას ეხება და აღნიშნა, რომ ეს არის სპეკულაციები. „ამ დღეებში ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ, მათ შორის, პოლიტიკოსების მხრიდან სპეკულაციები, რომ თითქოს, მატჩის გამართვა „დინამო არენაზე“ უსაფრთხოა, უბრალოდ არ არსებობს ამის პოლიტიკური ნება. ამ საკითხს ფეხბურთის ფედერაცია უკვე გამოეხმაურა. მე არ შევალ დეტალებში და სპეკულაციებზე განცხადებას არ გავაკეთებ. ვფიქრობ, რომ ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვისაც ანალიზის გაკეთება შეუძლია, ყველაფერს კარგად მიხვდება და ასეთ პოლიტიკოსებს შესაბამის პასუხს გასცემს“- აღნიშნა თბილისის მერმა.   „მათთვის, ვინც ბილეთის გარეშე დარჩა“- რას სთავაზობს კახა…

მეტი...

„მათთვის, ვინც ბილეთის გარეშე დარჩა“- რას სთავაზობს კახა კალაძე ფეხბურთის გულშემატკივრებს

„კარგად მესმის გულისტკივილი, რაც საქართველო-ჩეხეთის მატჩზე უბილეთოდ დარჩენილ მოქალაქეებს გაუჩნდათ“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი საქართველო-ჩეხეთის მატჩის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. „როგორც იცით, უეფა-ს ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დიდია ქართველი გულშემატკივრის ინტერესი აღნიშნული თამაშის მიმართ, რასაც ადასტურებს უმოკლეს პერიოდში გაყიდული ყველა ბილეთი. საქართველოს ნაკრებმა ბოლო პერიოდში უმნიშვნელოვანეს წარმატებებს მიაღწია, რაც რასაკვირველია, არ…

მეტი...

თავისუფალ ჭიდაობაში, 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი გოგონა იასპარეზებს

იორდანიის ქალაქ ამანში 17-წლამდე მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს ასპარეზობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დასრულდება და დღესვე გამოსვლა გოგონათა შორის თავისუფალ ჭიდაობაში დაიწყება. ტურნიზე მონაწილეობას სამი ქართველი გოგონა მიიღებს. საქართველოს გოგონათა ნაკრების შემადგენლობა: 53კგ – ლიზა შავაძე 57კგ – მირანდა კაპანაძე 61კგ – ნინი ციცვიძე შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველი ვახტანგ ლოლუა (60 კგ) ფინალში იასპარეზებს, ის ფინალში აზერბაიჯანელ ჯავადოვს შეხვდება.

მეტი...

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს-დაკავებულია 8 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 8 ადამიანი.  ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.    

მეტი...

 საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ბიოგრაფიული ლექსიკონი შეიქმნება  

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავყოფისა და მათ შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით ურთიერთთანამშრომლობას მემორანდუმის გაფორმების საკითხი განიხილეს. მემორანდუმი გულისხმობს, ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზაში, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ბიოგრაფიული ლექსიკონის შექმნას, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა იმ მებრძოლის ბიოგრაფიული ცნობები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს ერთიანობას შესწირეს. “ძალიან საინტერესო, სახელმწიფოებრივად გააზრებული ინიციატივაა. ეს არის ეროვნული მიდგომა, რომელიც ორიენტირებულია მომავალ თაობებზე. თავგანწირვა და პატრიოტიზმი არასდროს იკარგება. მემორანდუმის გაფორმება ეროვნულ…

მეტი...

„მტრის სრულად დამარცხებამდე მოლაპარაკებები არ იქნება“- მედვედევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს, რომ ქვეყანა შეიძლება მოლაპარაკებების ხაფანგში აღმოჩნდეს. მანვე აღნიშნა, რომ „მტრის“ დამარცხებამდე მოლაპარაკებები არ იქნება. „ნეონაცისტების მიერ კურსკის ოლქში ჩადენილი ტერაქტის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მშვენიერი სამყაროს თემაზე არაუფლებამოსილი შუამავლების ამაო ჭორაობა შეწყდა. ახლა ყველას ყველაფერი ესმის, თუნდაც ამას ხმამაღლა არ ამბობდნენ. მათ ესმით, რომ მტრის სრულად დამარცხებამდე მოლაპარაკებები არ იქნება!“ – წერს დიმიტრი მედვედევი.    

მეტი...

ირანში ავტოსაგზაო შემთხვევას პაკისტანელი მომლოცველები ემსხვერპლნენ

ირანში ავტობუსი, რომელსაც პაკისტანელი მომლოცველები გადაჰყავდა ავარიაში მოჰყვა. BBC-ს ცნობით, შემთხვევას სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა, 23 კი დაშავდა. 7 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ინციდენტი პროვინცია იაზდში მოხდა. პოლიციის წინასწარი დასკვნის მიხედვით, ავარია ავტობუსის სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია. მომლოცველები ერაყის წმინდა ქალაქ ქარბალაში მიემგზავრებოდნენ.

მეტი...

კირ სტარმერი ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებს, საერთაშორისო სამართალს პატივი სცეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ღაზას სექტორში არსებული ვითარების შესახებ სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. კირ სტარმერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის თავდაცვის უფლება და პარტნიორებთან მუშაობა რეგიონული უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. „პრემიერ-მინისტრმა ასევე მოუწოდა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს გაზარდოს დახმარების მიწოდება ღაზას სექტორში და უზრუნველყოს საერთაშორისო სამართლის მუდმივი დაცვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

პაციენტს კუჭიდან, 3 კილოგრამი წონის, 452 ლითონის ნივთი ამოუღეს – ახალგაზრდა კაცი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ექიმების ჯგუფმა დააფიქსირა უცნაური შემთხვევა, როდესაც 37 წლის მამაკაცის კუჭიდან 450-ზე მეტი პატარა ლითონის ნივთი უნდა ამოეღოთ. პაციენტში იყო თითქმის 3 კგ ხრახნები, გასაღებები, ფირფიტები და „სხვა ლითონის ნაწილები“. რენტგენმა აჩვენა ლითონის მასა, რომელმაც დაბლოკა მამაკაცის კუჭის გასასვლელი, რის გამოც მას აქვს მუცლის ქრონიკული ტკივილი და ხშირი ღებინება და არ შეუძლია ჭამა და დალევა. ექიმებმა ირანის ქალაქ აჰვაზში, ერაყის საზღვართან აღმოაჩინეს ეს შემთხვევა. მათ პაციენტს საბოლოოდ დაუსვეს დიაგნოზი – ფსიქოზი, ფსიქიკური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი კარგავს კავშირს რეალობასთან. საქმის გამოქვეყნებისას, Journal of Medical Case Reports-ში, ექიმებმა განაცხადეს, რომ მათ სჯერათ,…

მეტი...

პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინასთან კურსკის ოპერაციის გრძელვადიან ამოცანებს განიხილავენ

პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინასთან განიხილავენ კურსკის ოპერაციის გრძელვადიან ამოცანებს. განცხადება ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივანმა, პატრიკ რაიდერმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა კურსკში ბუფერული ზონის მოწყობას აპირებს. თუმცა, რაიდერის განცხადებით, აშშ უკრაინელებისაგან მათი ამოცანების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას ცდილობს. „რაც შეეხება კურსკში მათ ოპერაციას, უკრაინელებმა აიძულეს რუსებს თავი დაეცვათ. ამ ოპერაციამ, ცხადია, მოახდინა კრეატიულობისა და საბრძოლო უნარების დემონსტრირება, მაგრამ როდესაც საქმე მიდის უკრაინელების გრძელვადიან მიზნებამდე, ჩვენ ამას ჯერ კიდევ განვიხილავთ მათთან”, – განაცხადა რაიდერმა. პენტაგონში ასევე დაადასტურეს, რომ რუსეთმა კურსკის ოლქში მცირე რაოდენობის…

მეტი...

სამტრედიაში, 72 წლის ქალის მკვლელობისთვის 36 წლის კაცი დააკავეს

სამტრედიაში, 72 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული, 36 წლის კაცი დააკავეს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა სამტრედიაში, მეზობელ ქალს – 1952 წელს დაბადებულ ნ.ხ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს”, – ნათქვამია განცხადებაში. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გუშინ…

მეტი...

მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს ორგანიზმში აკრძალული სტეროიდები აღმოუჩინეს

იანიკ სინერის გამარჯვება დოპინგ-სკანდალმა დაჩრდილა. განცხადებაში, რომელიც სამშაბათს სინერის სახელით გავრცელდა, წერია, რომ აკრძალული პრეპარატი მის ორგანიზმში ფიზიოთერაპევტის მიზეზით მოხვდა. სპეციალისტი თითზე ჭრილობის დასამუშავებლად იყენებდა საშუალებას, რომელიც შეიცავდა კლოსტებოლს, რის შესახებაც არც ფიზიოთერაპევტმა და არც სინერმა არაფერი იცოდნენ. ჩოგბურთში პატიოსანი თამაშის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტომ (ITIA) ვერ იპოვა საბაბი სინერის მიმართ სერიოზული სანქციებისთვის. ერთადერთი სასჯელი გახდა 400 სარეიტინგო ქულის ჩამოკლება, რომელიც იტალიელმა ინდიან უელსის „მასტერსზე“ მოიპოვა.

მეტი...

,,მაიმუნის ყვავილი” ახალი Covid 19 არ არის – WHO

,,მაიმუნის ყვავილი” ახალი Covid 19 არ არის და მისი კონტროლი შესაძლებელია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა. მისი თქმით, ინფექციის გამო პანიკის პრევენცია და დაავადების გავრცელების შეჩერება ერთობლივი და დროული ძალისხმევით და ყველაზე დაუცველ რეგიონებში ვაქცინების მიწოდებითაა შესაძლებელი. ,,ვაპირებთ თუ არა კარანტინის გამოცხადებას ევროპაში? გვაქვს თუ არა საქმე ახალ კოვიდთან? – ამ კითხვებზე პასუხი ცალსახად არის – არა”, – აცხადებს კლუგე.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს და წერს, რომ მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 18:27 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქი ონიდან აღმოსავლეთით, 7 კილომეტრში, სოფელ სხანართან იყო, მიწისძვრის სიმძლავრე კი 4 მაგნიტუდას შეადგენდა.

მეტი...

დე-ფაქტო აფხაზურმა მხარემ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

დე-ფაქტო აფხაზურმა მხარემ საქართველოს ორი მოქალაქე, გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები მურთაზ და რუსლან ჭითანავები დააკავა. ადგილობრივების თქმით, სეპარატისტულმა რეჟიმმა ისინი 17 აგვისტოს აიყვანა და მათ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს. ისინი სოხუმის იზოლატორში არიან გადაყვანილები. ძმებ ჭითანავებს საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქალაქეების უკანონო გზით გადაყვანას ედავება. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ,,მილიცია” ამტკიცებს, რომ ჩხრეკის შედეგად ნაპოვნია ასაფეთქებელი მოწყობილობები და ხელყუმბარებიც. ოკუპირებული აფხაზეთის მხარე ამბობს, რომ აღნიშნულ პირებს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით და პირიქით, თანხის სანაცვლოდ გადაჰყავდათ ადამიანები, რომლებსაც ამის შესაძლებლობა მოუწესრიგებელი დოკუმენტების გამო არ ჰქონდათ.

მეტი...

რიკოთის გვირაბში ავარია მოხდა

რიკოთის გვირაბში გუშინ, გვიან ღამით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის გამო, გვირაბში მოძრაობა შეზღუდული იყო. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.  

მეტი...