200-ზე მეტი ქართველი სტუდენტი რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლის – რუსული მედია

,,2024 წელს საქართველოდან 200-ზე მეტი სტუდენტი რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლის”, – ინფორმაციას მედია ,,ტასი” საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების განყოფილების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, სტუდენტები რუსეთში უფასოდ სწავლას სექტემბრიდან დაიწყებენ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სტუდენტებმა უკვე მიიღეს რუსეთის საგარეო და შს სამინისტროებიდან შესაბამისი დოკუმენტაცია.

მსგავსი თემები