ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარია

ბათუმში, სასტუმრო “ელბაკურში” ხანძარია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული და მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას  ცდილობენ.  მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაციაც. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცეცხლი მაღალსართულიანი შენობის ბოლო სართულებს უკიდია.  

მეტი...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზუგდიდში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა, სახანძრო კიბის გახსნა ვერ შეძლეს. მათივე განმარტებით, ხანძრის ქრობის პროცესში არ ყოფილა რაიმე სახის შეფერხება. „გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა, სახანძრო კიბის გახსნა ვერ შეძლეს. განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ინფორმაციის მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ხანძრის ადგილზე და დაიწყეს სალიკვიდაციო სამუშაოები. ზუგდიდში მომხდარი ხანძრის ქრობის პროცესში არ ყოფილა რაიმე სახის შეფერხება. აქვე,…

მეტი...

„რუსული კანონის” ხელახალმა ინიცირებამ, მნიშვნელოვნად გააღრმავა პოლიტიკური პოლარიზაცია”- საია

„ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივებმა, მათ შორის „რუსული კანონის” ხელახალმა ინიცირებამ, მნიშვნელოვნად გააღრმავა პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას“ – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”  გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული. საიას ცნობით, პირველი შუალედური ანგარიში 2024 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს და ისეთ მნიშვნელოვან ტენდენციებს ასახავს, რომლებიც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებაზე გავლენას ახდენს. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით ეს ტენდენციებია: სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია, მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა, ცესკოს ფორმირების წესის ცვლილება და ა.შ. ორგანიზაციის ცნობით, მონიტორები დეტალურად აკვირდებიან პოლიტიკურ კონტექსტს, მედიაგარემოს, სიძულვილის ენის გამოყენებასა და ადმინისტრაციული…

მეტი...

ბელგოროდის ოლქი 11 ათასზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა

ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟსკის რაიონის 11 ათასზე მეტმა მცხოვრებმა, ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, თავიანთი დასახლებები დატოვა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. „ახლა ათასამდე ადამიანი იმყოფება დროებითი განსახლების ცენტრებში, ისინი უზრუნველყოფილნი არიან კვებით, საწოლებით, პირველადი მოხმარების ნივთებით“ – განაცხადა მან.

მეტი...

“ინსტაგრამის” აკრძალვის გაკრიტიკებისთვის ერთი ადამიანი დააკავეს თურქეთში

„როიტერის“ ინფორმაციით,  თურქეთის სასამართლომ სიძულვილის წაქეზებისა და პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით ერთი ადამიანი დაკავების ბრძანება გასცა. სააგენტოს ცნობით, ბრალდებულმა გააკრიტიკა სოციალური ქსელის, „ინსტაგრამის“ აკრძალვა.  გარდა ამისა, მან გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ისინი, ვინც მხარს უჭერდა სოც-ქსელის აკრძალვას. ცნობისთვის, თურქეთმა „ინსტაგრამზე“ წვდომა 2 აგვისტოს სოციალური მედიის „კანონებისა და წესების“ დარღვევის გამო აკრძალა.  

მეტი...

“ხან ვიგებთ, ხან ვაგებთ, მაგრამ ამაყად ვატარებთ ჩვენი ქვეყნის დროშას“- გენო პეტრიაშვილი

ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, ასევე ვეცხლის მედლის მფლობელი გივი მაჭარაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ. განსაკუთრებთ ამაღელვებელი აღმოჩნდა გენო პეტრიაშვილის ასპარეზობა. ქართველმა მოჭიდავემ ფინალში ირანელი ფალავანი 10:9 დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. “ხან ვიგებთ, ხან ვაგებთ, მაგრამ ამაყად ვატარებთ ჩვენი ქვეყნის დროშას და ჩვენს ჰიმნს”- განაცხადა გენო პეტრიაშვილმა. ძალოსანი ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა. რაც შეეხება გივი მაჭარაშვილს, მან მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.  

მეტი...

ირანში აცხადებენ, რომ საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მოწოდებებს პოლიტიკური ლოგიკა არ გააჩნია

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თეირანის მიმართ საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მოწოდებებს პოლიტიკური ლოგიკა არ გააჩნია და საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება. „საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი თავხედურად მოითხოვენ ირანისგან, არ უპასუხოს ისრაელის მიერ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და დატოვოს სიონისტური რეჟიმის დანაშაულები, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე“- განაცხადა უწყების სპიკერმა, ნასერ ქანაანმა. ქანაანი მოუწოდებს საფრანგეთს, გერმანიას და დიდ ბრიტანეთს ერთხელ და სამუდამოდ შეეწინააღმდეგონ ღაზაში მიმდინარე ომს. „გაერო-ს უშიშროების საბჭოს უმოქმედობა და დასავლეთის ქვეყნების მიერ სიონისტური რეჟიმის მხარდაჭერა, ღაზის სექტორში კრიზისის რეგიონული გაფართოების მთავარ ფაქტორებს წარმოადგენს“ – აღნიშნა მან.…

მეტი...

საბერძნეთში ტყის ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

„ბიბისის“ ინფორმაციით, ათენის გარეუბანში ტყის ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხანძრების შედეგად შექმნილი რთული სიტუაციის გამო ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 700-ზე მეტი მეხანძრე, 199 სახანძრო მანქანა და 35 თვითმფრინავია ჩართული. ევროპულმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, საბერძნეთს დაეხმარონ. „ბიბისის“ ინფორმაციით, იტალია საბერძნეთს ორ თვითმფრინავს მიაწვდის, ხოლო საფრანგეთი და სერბეთი – თითო ვერტმფრენს. ესპანეთი, ჩეხეთი და რუმინეთი გააგზავნიან დამატებით მანქანებს, პერსონალსა და სხვადასხვა სახის დახმარებას. თურქეთი კი გეგმავს ორი თვითმფრინავისა და ვერტმფრენის გაგზავნას. საბერძნეთში ტყის ხანძარი 11 აგვისტოს გაჩნდა. სტიქიასთან ბრძოლას გვალვა, ძლიერი ქარი და რელიეფი ართულებს.  

მეტი...

„ცეცხლის გაჩენის დროს ბავშვები ბინაში მარტო იყვნენ“- ახალი დეტალები ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიაზე

ზუგდიდში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარზე, რომელსაც ორი ბავშვი ემსხვერპლა ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბინაში, სადაც ცეცხლი გაჩნდა, დედა ოთხ შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, ხანძრის გაჩენის დროს ბავშვები სახლში მარტო იმყოფებოდნენ. მათივე ინფორმაციით, მოზარდები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, თუმცა სოციალურმა სააგენტომ ისინი დედას დაახლოებით, ორი თვის წინ დაუბრუნა. „ყველაფერი კვამლში იყო გახვეული. აღნიშნული ოჯახი აქ ქირით ცხოვრობდა. მათთან კონტაქტი არც მქონია. ოთხი შვილი ჰყავდათ, მაგრამ ცეცხლის გაჩენის დროს ბავშვები ბინაში მარტო იყვნენ. ამბობენ, დედა ხშირად ტოვებდა შვილებს მარტოო, მაგრამ მასაც რა ექნა, ხომ უნდა ემუშავა, რომ ბავშვები დაეპურებინა?! უფროსმა ბავშვებმა…

მეტი...

„პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა“-ტრამპმა რუსეთის უკრაინაში შეჭრაში ბაიდენი დაადანაშაულა

დონალდ ტრამპმა რუსეთის უკრაინაში შეჭრაში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა. ამის შესახებ, მან ილონ მასკთან ინტერვიუს დროს. ტრამპი ამბობს, ჯო ბაიდენი პრეზიდენტი რომ არ ყოფილიყო, რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა. „პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და ის პატივს მცემდა“- განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ პუტინთან ხშირად საუბრობდა უკრაინაზე. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პუტინთან მის „ძლიერ“ ურთიერთობას შეეძლო კონფლიქტის თავიდან აცილება. „მე პუტინს ვუთხარი, ნუ გააკეთებ ამას, თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება. ვლადიმერ პუტინმა კი მითხრა – არავითარ შემთხვევაში. რუსეთმა ჩვენთან ერთად დაამარცხა გერმანია და მათ დაამარცხეს ნაპოლეონი. როგორც იცით, ისინი დიდი…

მეტი...

“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აგვისტოს ომთან დაკავშირებით წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი”- “ქართული ოცნება”

“გაირკვა, რომ ტალიავინის პოზიცია წლების შემდეგაც უცვლელია და მან ჟურნალისტის ყველა მცდელობა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 16 წლის წინ ჩადენილი მოღალატეობრივი ქმედებები როგორმე გაემართლებინა, არგუმენტირებული მსჯელობით გააბათილა, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში, რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელთან, ჰაიდი ტალიავინისთან „რადიო თავისუფლების“ ინტერვიუს. პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე. „9 აგვისტოს „რადიო თავისუფლების“ ქართულმა ბიურომ გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა ვაჟა თავბერიძემ 2008…

მეტი...

“აშშ-საქართველოს ურთიერთობა ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა შეშფოთება გამოიწვია”- კონგრესმენი

“აშშ-საქართველოს ურთიერთობა, ისტორიულად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში”- განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა, მაიკლ ტერნერმა. ტერნერი საქართველოში ვიზიტის შემდეგ აცხადებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად, საქართველოსადმი მისი პოლიტიკა უცვლელია. „მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, აშშ-ის პოლიტიკა არ შეიცვლება აშშ-ს ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად“ – აცხადებს მაიკლ ტერნერი. კონგრესმენი მიიჩნევს , რომ  ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის.  

მეტი...

“სწორ გზაზე დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას”- ჯინ შაჰინი

“სწორ გზაზე დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, ჩვენ ველოდებით მის შემოთავაზებებს“- განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ. ჯინ შაჰინის განმარტებით, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების დროს აშშ-მა კიდევ ერთხელ აიღო ვალდებულება, მხარი დაჭიროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ. „ისეთი ავტორიტარული ერების მზარდი აგრესიული ქმედებების ფონზე, როგორიც რუსეთია, რომელიც 16 წლის წინ შეიჭრა საქართველოში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის უფლების მიმართ, ჰქონდეთ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრების დროს ჩვენ კიდევ ერთხელ…

მეტი...

,,პირველად, 24-ე ადგილი დაიკავა ჩვენმა დელეგაციამ. მინდა ყველას მივულოცო დიდი წარმატება” – ხაბელოვი

,,პირველად, 24-ე ადგილი დაიკავა ჩვენმა დელეგაციამ. მინდა ყველას მივულოცო დიდი წარმატება”, – ამის შესახებ მედიასთან სეოკ-ის პრეზიდენტმა, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელმა ლერი ხაბელოვმა განაცხადა. „პირველად, 24-ე ადგილი დაიკავა ჩვენმა დელეგაციამ. მოწოდება იყო, რომ უკეთ ვიდრე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი ლოზუნგი. მინდა ყველას მივულოცო დიდი წარმატება“, – აღნიშნა ხაბელოვმა. შეგახსენებთ, რომ პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებზე საქართველომ შვიდი მედალი მოიპოვა: სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო და მედლების საერთო რაოდენობით ისტორიაში პირველად საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა.

მეტი...

ჩინეთში, კრემატორიუმებიდან 4000-ზე მეტი ცხედარი მოიპარეს – დაკავებულია 75 ადამიანი

ჩინეთში, კრემატორიუმიდან და სამედიცინო ლაბორატორიებიდან 4 000-ზე მეტი ცხედარი გაიტაცეს. კრიმინალური დაჯგუფების წევრები ცხედრებს სამედიცინო პროთეზების ალოგენური ძვლის გრაფტების დასამზადებლად იყენებდნენ. სკანდალი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ცნობილმა ადვოკატმა საქმის დეტალები სოციალურ მედიაში 2024 წლის 8 აგვისტოს გამოაქვეყნა. დამნაშავეებმა, ცხედრების გატაცებით, დაახლოებით, 53 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლეს. სისხლის სამართლის საქმეზე 75 პირი დააკავეს. კრიმინალურ დაჯგუფებასთან კრემატორიუმის თანამშრომლები იყვნენ კავშირში.

მეტი...

,,კურსკის კატასტროფა პუტინის მმართველობის დასაწყისი იყო, ახლა ვხედავთ, რომ დასასრულიც კურსკია” – ზელენსკი

,,კურსკის კატასტროფა პუტინის მმართველობის დასაწყისი იყო, ახლა ვხედავთ, რომ დასასრულიც კურსკია”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ,,ჩვენ ვხედავთ, რეალურად როგორ მოძრაობს რუსეთი პუტინის დროს – 24 წლის წინ კურსკის კატასტროფა იყო – მისი მმართველობის სიმბოლური დასაწყისი. და ჩვენ ახლა ვხედავთ, რა არის მისთვის დასასრული. ესეც კურსკია, მისი ომის კატასტროფა. ასე ყოველთვის მათ ემართებათ, ვისაც ადამიანები და ნებისმიერი წესები სძულს. რუსეთმა სხვებს ომი მოუტანა, ახლა ეს სახლში ბრუნდება. უკრაინას ყოველთვის სურდა მხოლოდ მშვიდობა და ჩვენ ამას უზრუნველყოფთ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

,,ოპოზიციის შევიწროებისთვის ,,ოცნება” თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა” – ჰელსინკის კომისია

,,ოპოზიციის შევიწროებისთვის ,,ოცნება” თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა”, – წერს ჰელსინკის კომისია X-ზე. ,,თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შესავიწროებლად „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა. ამ ქოლ-ცენტრების საქმიანობა, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებენ, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეაჩეროს”, – წერს ჰელსინკის კომისია.

მეტი...

კურსკის ოლქის 28 დასახლებას უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ

კურსკის ოლქის 28 დასახლებას უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა ამის შესახებ უკვე აცნობა პუტინს. სმირნოვის თქმით, უკრაინის ჯარებმა რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 12 კილომეტრის სიღრმეში შეაღწიეს და მათ მიერ კონტროლირებად სოფლებში მცხოვერბ ორი ათასამდე ადგილობრივთან კავშირი არ აქვთ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, კურსკის ოლქიდან 121 ათასი ადამიანი ევაკუირებულია და საჭიროა კიდევ დაახლოებით 180 ათასის ევაკუაცია. გუშინდლიდან ევაკუაციაა ბელგოროდის რაიონშიც. გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, მოსახლეობის 50-70%-მა უკვე დატოვა სასაზღვრო ქალაქი შებეკინო. შეგახსენებთ, რომ უკრაინის არმია კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს შევიდა. მას შემდეგ რეგიონში ბრძოლა გრძელდება. სხვადასხვა…

მეტი...

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. ,,ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული შეფერხებები გამოიწვია ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე. დაიტბორა ქუჩები, რამდენიმე მისამართზე კი, საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ასევე გართულებული იყო სატრანსპორტო მოძრაობა. ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიერ ინტენსიურად, ამ დრომდე იწმინდება სანიაღვრე ჭები და ზღვაში გამსვლელი არხები. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია. საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე იმყოფება ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

ისრაელმა შეიარაღებული ძალების მაქსიმალური მზადყოფნა გამოაცხადა

ისრაელმა შეიარაღებული ძალების მაქსიმალური მზადყოფნა გამოაცხადა. მიზეზი ირანისა და ,,ჰეზბოლას” შესაძლო თავდასხმაა. ისრაელის არმიის წარმომადგენლის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ავიაციამ გააძლიერა პატრულირება ლიბანთან არსებულ საზღვარზე, თუმცა მოსახლეობისთვის ახალი მითითებები ჯერჯერობით არ გაუციათ. იქამდე კი, ისრაელის საჰაერო ძალების მეთაურმა სამხედრო პერსონალისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობის შეჩერების ბრძანება გასცა. ლიბანური მედია იუწყება, რომ ჰეზბოლამ სამხრეთ ბეირუთში თავისი ოფისების ევაკუაცია დაიწყო. იხურება ორგანიზაციის პოლიტიკური შტაბიც. წყაროების ვარაუდით, ეს შესაძლოა ისრაელის საპასუხო თავდასხმის მოლოდინს უკავშირდება. ცნობილია, რომ შეერთებულმა შტატებმა რეგიონში წყალქვეშა ნავი “ჯორჯია” გაგზავნა. აშშ-ის პრეზიდენტი გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ესაუბრა და ახლო აღმოსავლეთში…

მეტი...

ქობულეთში, ავარიის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსულიც

ქობულეთში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა ერთი ორსულიც. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა AJARATIMES.GE ავრცელებს და წერს, რომ შემთხევა სოფელ ხუცუბანში მოხდა. დაშავებულები სხვადასხვა ტრამვით ადგილობრივ კლინიკაში მოათავსეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

ზუგდიდში ხანძარს ტყუპი ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა

ზუგდიდში საერთო საცხოვრებლის ბინაში გაჩენილ ხანძარს 6 წლის ტყუპი ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ ღამით ბუკიას ქუჩაზე მოხდა. ბინაში ხანძრის დროს სულ ოთხი მცირეწლოვანი იმყოფებოდა. ორმა მოზარდმა ბინიდან გამოსვლა მოასწრო, ხოლო უმცროსებმა ვეღარ შეძლეს და ორივე მათგანი ძლიერი დაკვამლიანებისა და ცეცხლის გამო, ადგილზე დაიღუპა. ბავშვები ბინაში მარტო იმყოფებოდნენ და ეძინათ, რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მცირეწლოვნები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, თუმცა სოციალურმა სააგენტომ ისინი დედას დაუბრუნა. ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, არ ჰქონდათ ელექტროენერგია, რის გამოც სანთელი ენთოთ, სავარაუდოდ სწორედ ამან გამოიწვია საცხოვრებელში ძლიერი ცეცხლი.

მეტი...

ათენში, ტრეფიკინგის ბრალდებით, 26 წლის ქართველი კაცი დააკავეს

ათენში, ტრეფიკინგის ბრალდებით, 26 წლის ქართველი კაცი დააკავეს. ინფორმაციას ავსტრიის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს ინტენსიური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. დაკავებულმა დაკითხვისას ბრალი აღიარა, რის შემდეგაც ავსტრიაში იქნა ექსტრადირებული. დაკავებულს ბრალად 29 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის, უკიდურესად საფრთხისშემცველ პირობებში გადაყვანა ედავება. მას ეს ადამიანები სატვირთო მანქანის მაცივარში ჰყავდა მოთავსებული, რომელშიც სავენტილაციო სისტემა ხელით იმართებოდა.  

მეტი...

„დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები“ – ჩინეთი

10 აგვისტოს ღაზაში მდებარე სკოლაზე ისრაელის ავიაიერიშის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  აღნიშნულ ქმედებას ჩინეთის საგარეო უწყებაში გამოეხმაურნენ და აცხადებენ, რომ ეს არღვევს ყველანაირ საერთაშორისო ნორმებს. „ჩინეთი სერიოზულად არის შეშფოთებული ისრაელის შესაბამისი სამხედრო ოპერაციის გამო, რამაც გამოიწვია მასიური მსხვერპლი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისგან. ჩვენ ვგმობთ ყველა ქმედებას, რომელიც აზიანებს მშვიდობიანი მოსახლეობას, ვეწინააღმდეგებით ყველა ნაბიჯს, რომელიც არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და მოვუწოდებთ ისრაელს, გაითვალისწინოს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, გააკეთოს ყველაფერი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და რეგიონში შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“ – განმარტავენ საგარეო უწყებაში. ლი ჯიანის განცხადებით,  საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი…

მეტი...