„რუსული კანონის” ხელახალმა ინიცირებამ, მნიშვნელოვნად გააღრმავა პოლიტიკური პოლარიზაცია”- საია

„ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივებმა, მათ შორის „რუსული კანონის” ხელახალმა ინიცირებამ, მნიშვნელოვნად გააღრმავა პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას“ – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”  გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

საიას ცნობით, პირველი შუალედური ანგარიში 2024 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს და ისეთ მნიშვნელოვან ტენდენციებს ასახავს, რომლებიც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებაზე გავლენას ახდენს. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით ეს ტენდენციებია: სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია, მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა, ცესკოს ფორმირების წესის ცვლილება და ა.შ.

ორგანიზაციის ცნობით, მონიტორები დეტალურად აკვირდებიან პოლიტიკურ კონტექსტს, მედიაგარემოს, სიძულვილის ენის გამოყენებასა და ადმინისტრაციული რესურსების განაწილებას. ასევე, საია ყურადღებით აკვირდება ე.წ „რუსული კანონის“ შესაძლო გავლენას სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე.

 

მსგავსი თემები