სემეკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფინალური შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფინალის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება მწვანე ინჟინერიის ცენტრში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტში მონაწილე მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, მცხეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, სემეკის წარმომადგენლები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გოჩა ქავთარაძე. პროექტი „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და სემეკის მხარდაჭერით 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – მუხრანის, ახალდაბისა და წეროვანის, ასევე ქ. მცხეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები. „სემეკი…

მეტი...

„ღმერთი მხოლოდ მდაბალთა აძლევს მადლს“ – მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას მრევლს დღევანდელი დღე, სულთმოფენობიდან მე-2 კვირა, მიულოცა. დღეს აღინიშნება ათონის წმინდა მთის ღირსი მამების ხსენება და წელს ეს დღე დაემთხვა წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, „ისტორია გვასწავლის, რომ ტანჯვა, სიმძიმილი და მწუხარება, თუ მას ადამიანი გონივრულად შეხვდება, „მიმყვანებელია ამაღლებისა და აღმასვლისკენ“. „ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის სულთმოფენობიდან მე-2 კვირა, როდესაც აღინიშნება ათონის წმინდა მთის ღირსი მამების ხსენება და წელს ეს დღე დაემთხვა წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს. როგორც იცით, წმინდა იოანე ნათლისმცემელი…

მეტი...

,,საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია” – ზურაბიშვილი

,,საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველად შედეგებზე, რომლის მიხედვითაც, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტია დამარცხდა. ,,საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია! მაკრონმა საკუთარი ხალხის იმედით იმოქმედა და ხალხმაც არ ნახულ მობილიზაციით უპასუხა ამ დიდ გამოწვევას. გადამწყვეტ მომენტში ხალხის ხელში არის არჩევანი”, – წერს პრეზიდენტი.

მეტი...

საფრანგეთის არჩევნების ოფიციალური შედეგები ცნობილია

გუშინ, 7 ივლისს საფრანგეთში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რომლის ოფიციალური შედეგები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. მანდატების ყველაზე დიდი რაოდენობა მოიპოვა მემარცხენე ალიანსმა ,,ახალი სახალხო ფრონტი” – 182 მანდატით. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონი ცენტრისტულმა კოალიციამ 163 ადგილი მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ,,ეროვნული გაერთიანება” – 143 ადგილით. ეს ნიშნავს, რომ არცერთ პარტიას არ მოუპოვებია აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო 289 ადგილი და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი ხმები არცერთ პარტიას არ აქვს. მოსალოდნელია, რომ პარლამენტი პოლარიზებული იქნება და სამ ბლოკს შორის გაიყოფა.

მეტი...

,,როგორც ჩვენი ინსტიტუტების გარანტი, პრეზიდენტი უზრუნველყოფს ფრანგი ხალხის სუვერენული არჩევანის პატივისცემას” – ელისეის სასახლე

ემანუელ მაკრონი პირობას დებს, რომ ფრანგი ხალხის არჩევანს და არჩევნების შედეგებს აღიარებს და პატივს სცემს. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მაკრონის პარტია მეორე ადგილზეა. „როგორც ჩვენი ინსტიტუტების გარანტი, პრეზიდენტი უზრუნველყოფს ფრანგი ხალხის სუვერენული არჩევანის პატივისცემას… რესპუბლიკის ტრადიციის შესაბამისად, ის დაელოდება ახალი ეროვნული ასამბლეის სტრუქტურირებას, აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებამდე”, – აღნიშნულია ელისეის სასახლის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს საფრანგეთში ვადამდელი არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ამ დროის მონაცემებით, მემარცხენე კოალიცია ,,ახალი სახალხო ფრონტი” ლიდერობს. მესამე ადგილზე კი ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტიაა. საფრანგეთის პრემიერმინისტრის თანამდებობის დატოვება უკვე დააანონსა გაბრიელ ატალმა.

მეტი...

„თქვენ გყავთ უძლიერესი მეგობარი დიდი ბრიტანეთის სახით” – თავდაცვის ახალი მინისტრი

დიდი ბრიტანეთის ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი უკრაინაში ჩავიდა. პრეზიდენტ ზელენსკის, თავდაცვის მინისტრ უმეროვს, საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასა და უკრაინის სხვა მაღალჩინოსნებს ბრიტანეთის თავდაცვის უწყების პირველი პირი ოდესაში შეხვდა. ჯონ ჰილი მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით, სწორედ უკრაინაში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ომის მიმდინარეობისას აღმოჩენილი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობით უკრაინელი სამხედროები უკრაინას იცავენ როგორც ზღვაზე, ისე ხმელეთზე და ამაში დიდი როლი აქვს შორი მოქმედების იარაღს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია და ახლის ხელმოწერის მომზადება,…

მეტი...

როგორია ჩინური, ტრადიციული მედიცინა (VIDEO)

ჩინური ნემსები, წერტილოვანი „დარტყმები,“ ასობით მცენარე, ბინებრივი ნედლეული –  ეს ყველაფერი უნიკალურია და სხვადასხვა დაავადების პრევენციის თუ მკურნალობისთვის გამოიყენება.

მეტი...

საფრანგეთის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ გადადგება

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ გადადგომის თაობაზე განცხადებას პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს 8 ივლისს, ორშაბათს დილით წარუდგენს. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლების მონაცემებით, მემარცხენე კოალიცია ,,ახალი სახალხო ფრონტი” იმარჯვებს, მეორე ადგილზეა მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება. მესამე ადგილზე გავიდა მარინ ლე პენის პარტია. ამჟამად გაურკვეველია ვინ დაიკავებს პრემიერმინისტრის პოსტს, რადგან აბსოლუტურ უმრავლესობას ვერცერთი პარტია ვერ იღებს.

მეტი...

,,მოსკოვში იმედგაცრუება, კიევში შვება. საკმარისია, რომ ვარშავაში ბედნიერები ვიყოთ” – ტუსკი

,,მოსკოვში იმედგაცრუება, კიევში შვება. საკმარისია, რომ ვარშავაში ბედნიერები ვიყოთ”, – ასე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს. ,,პარიზში ენთუზიაზმი, მოსკოვში იმედგაცრუება, კიევში შვება. საკმარისია, რომ ვარშავაში ბედნიერები ვიყოთ”, – ამბობს ტუსკი.

მეტი...

იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც კურიერს თავს დაესხა და დაჭრა

იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც ,,გლოვოს” კურიერს თავს დაესხა და ორივე ფეხში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დამნაშავე, ამ დრომდე მიმალვაშა. დაშავებულ 32 წლის თემო სიგუას, გუშინ, გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა. ახალგაზრდა კაცს ორივე ფეხის ტერფი შეუნარჩუნეს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ თავდასხმა 6 ივლისს ნუცუბიძის ქუჩაზე, საღამოს მოხდა. თემო სიგუას თავს შეკვეთის მიტანის შემდეგ დაესხნენ. როგორც ირკვევა, შეკვეთას ერთი ბოთლი ლუდი აკლდა, რის გამოც, 8 ადამიანი კურიერს ფიზიკურად გაუსწორდა. მას ორივე ფეხის არეში სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე…

მეტი...

ვიქტორ ორბანი პეკინში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პეკინში ჩავიდა. ინფორმაცია ორბანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და ვიზიტის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით „მშვიდობის მისია 3.0 პეკინი“. შემდეგ პოსტში მან განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდება. „ჩინეთი საკვანძო ძალაა რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის პირობების შესაქმნელად. სწორედ ამიტომ მოვედი პრეზიდენტ სისთან შესახვედრად პეკინში, ბუდაპეში მისი ოფიციალური ვიზიტიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ“, – წერს ორბანი.

მეტი...

თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი დროებით წყვეტს საქმიანობას

თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე ტექნიკური სამუშაობის გამო, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან დროებით წყვეტს საქმიანობას მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი. ,,მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას კონკრეტული მიმართულებების მიხედვით მიიღებენ რამდენიმე რაიონულ სერვის ცენტრში. კერძოდ: თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურის სამსახურის, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეები მომსახურებას მიიღებენ კოსტავას N72-ში. რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურების, ასევე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს კომპეტენციაში არსებულ საკითხებს, მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას მიიღებენ ვაკის რაიონულ სერვის ცენტრში, მისამართზე – თამარაშვილის N10ა და საბურთალოს რაიონულ სერვის ცენტრში, მისამართზე – მიცკევიჩის…

მეტი...

გერმანელი ქომაგები ესპანეთთან მატჩის ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ

ევროპის ჩემპიონატს გერმანიის ნაკრები ესპანეთის გუნდთან თამაშის შემდეგ გამოეთიშა. ტურნირის მასპინძელმა ქვეყნამ ანგარიშით 2:1 წააგო, რასაც გულშემატკივართა პროტესტი მოჰყვა. 300 000-ზე მეტმა გერმანელმა გულშემატკივარმა ხელი მოაწერა ონლაინპეტიციას, სადაც მატჩის გადათამაშებას ითხოვენ. Sky Sport-ის ინფორმაციით, პეტიციის ინიციატორი მიიჩნევს, რომ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ენტონი ტეილორმა არაერთი მცდარი გადაწყვეტილება მიიღო. უფრო კონკრეტულად, საუბარია 106-ე წუთზე მომხდარ ეპიზოდზე, როდესაც მუსიალას დარტყმული ბურთი ესპანელთა მცველ მარკ კუკურელიას ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.  

მეტი...

ირანში 2500 ტონიანი გემი გადაბრუნდა

სპარსეთის ყურეში, ირანის ბანდერ აბასის პორტში, ქვეყნის საზღვაო ძალების  კუთვნილი გემი გადაბრუნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანის საავადმყოფოში გადაიყვანა გახდა საჭირო. ნავსადგურის ოფიციალური განცხადების თანახმად, გემი რემონტის დროს, ავზებში წყლის შესვლის გამო გადაბრუნდა. გემი 2500 ტონას იწონის. აღჭურვილია ტორპედოს გამშვები საშუალებებით, რაკეტებით, მათ შორის ხომალდსაწინააღმდეგო, არტილერიითა და ავტომატური ქვემეხებით.

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იყალთოს საეკლესიო არქიტექტურულ კომპლექსში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა. პრემიერმა ეკლესია და იყალთოს აკადემიის ტერიტორია დაათვალიერა. ასევე მოისმინა დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვან ეკლესიასა  და აკადემიის შენობას – რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რესტავრაციისას ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიის სახურავიდან მოიხსნება კრამიტის საფარი, გასუფთავდება კედლები, დაზიანებული ადგილები შეივსება, გამაგრდება საძირკველი, ტაძრის პერიმეტრზე მოეწყობა სანიაღვრე არხი; დაიწყება აკადემიის კედლების კონსერვაცია, გაკეთდება საყრდენი კედელი. ძეგლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია  3 073 219…

მეტი...

პრემიერი კიევიდან ჩამოსულ სამხედრო მოსამსახურეების შვილებს  შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს  შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. პრემიერი ბავშვებს გაესაუბრა, მათ მთავრობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა  და ვახშამზე უმასპინძლა. სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვანი კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობებია  დაგეგმილი. მათთვის ასევე  მოეწყობა ექსკურსიები. საზაფხულო ბანაკის პირველი ნაკადის სტუმრები  ქალაქ ხარკოვიდან ჩამოსული მოსწავლეები იყვნენ.  

მეტი...

UEFA-ის გამოკითხვაში გიორგი მამარდაშვილი ლიდერობს

UEFA-ის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოკითხვა დადო. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს არჩევანს 12 ფეხბურთელზე აკეთებს და გულშემატკივარს სოციალური ქსელის მეშვეობით ეკითხება, რომელია მათი ფავორიტი ფოტო. რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებულ გამოკითხვაში, დიდი უპირატესობით, გიორგი მამარდაშვილი ლიდერობს.  

მეტი...

“აღარ გვაქვს სამანქანო გზა, ვერც სასწრაფო მოდის“- ადგილობრივები დახმარებს ითხოვენ

წყნეთის გზატკეცილზე მდინარე ვერეს სიახლოვეს ადგილობრივები თქმით, საავტომობილო გზა იშლება. მოქალაქეებს აქვთ ეჭვი, რომ მეწყერ საშიიშ ზონაში ცხოვრობენ და დახმარებას ითხოვენ. “აღარ გვაქვს სამანქანო გზა, ვერც სასწრაფო მოდის, ვერც სახანძრო. გვყავს პატარა ბავშვები, ოჯახებით ვცხოვრობთ. მივმართეთ მერიას, გამგეობას. ეს ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ ამბობენ, რომ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ძველ გაკეთებულ ჭებზე მიაერთეს ეს კორპუსების წყალი და ვერ დაიტია წყალმა, ამოვარდა და დაგვინგრია. შევარდა სახლებში, ჩაანგრია გზა. ფეხითაც საშიშია გავლა, არაფერი არ არის წესიერად გაკეთებული. ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და ასე არ უნდა იყოს. რამდენჯერ განცხადება დავწერეთ და არავინ მოგვაქცია ყურადღება” – ამბობს ადგილობრივი.…

მეტი...

დავით ხოჭოლავამ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

საქართველოს ნაკრებისა და „კოპენჰაგენის“ ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ საფეხბურთო კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა. ინფორმაციას დანიური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს. „ტრავმების გამო დავით ხოჭოლავა იძულებულია შეწყვიტოს პროფესიული საფეხბურთო კარიერა. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ქართველმა მცველმა რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა და სარეაბილიტაციო კურსი გაიარა, მაგრამ ტრავმები იმდენად სერიოზულია, რომ უმაღლეს დონეზე ფეხბურთის თამაშის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა“- ნათქვამია ინფორმაციაში.    

მეტი...

სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის ტაძრის აღდგენის სამუშაოებს პრემიერი გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის საკათედრო ტაძრის აღდგენის სამუშაოებს გაეცნო. სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია მთავრობის მეთაურს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა მიაწოდეს. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ალავერდის ეპარქიისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შეთანხმებით ამ ეტაპზე ტაძრის გუმბათის ირგვლივ ხარაჩოს აგება მიმდინარეობს, რის შემდეგაც სპეციალისტები გუმბათის რესტავრაციას დაიწყებენ. სტიქიით გამოწვეული ზიანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფმა შეაფასა. ძლიერი ქარის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი…

მეტი...

დონეცკის ოლქში რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც უკრაინელი დამცველების პოზიციებს ურტყამდა. ინფორმაციას ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცას“ „ტელეგრამ“ არხი იუწყება. მათივე ინფორმაციით, მოიერიშე თვითმფრინავი გენერალ მარკ ბეზრუჩკოს სახელობის 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საზენიტო მსროლელებმა ჩამოაგდეს.  „პოკროვსკის მიმართულებით ჩვენმა უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოაგდეს, რომელიც თავდაცვის ძალების პოზიციებს ბომბავდა. ახლა ის უკრაინის დონბასის სტეპებში იწვის“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.    

მეტი...

რუსეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ხერსონში ოთხი ადამიანი დაიღუპა

მედიის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ხერსონში რუსეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთმა ხერსონის ოლქის ათზე მეტი დასახლების მიმართულებით გახსნა ცეცხლი. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის არმიის სამიზნე გახდა საცხოვრებელი უბნები. დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო სახლები. ასევე, ადმინისტრაციული შენობები, რესტორნები და მაღაზიები. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ცნობებს, რომ რუსმა ჯარიკსაცებმა დაიკავეს დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი ჩიგარი.  

მეტი...

პატრიარქი ლიანა ისააკაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მევიოლინე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს. „დიდია ყველას გულისტკივილი ქალბატონი ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. მან საქართველოს სახელი მსოფლიოში წარმოაჩინა და ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება, ეროვნული და მსოფლიო მუსიკალური აზროვნება ღვთივმომადლებული თავისი ელვარე ნიჭით შეუდარებლად განამშვენა. სიკეთით, უფლისა და მოყვასის სიყვარულით სავსე დიდებული ხელოვანი ახლა უკვე მარადიულობის გზას შეუდგა. აღვავლენთ ლოცვებს ქალბატონი ლიანას უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან იგი სავანესა მართალთასა დაამკვიდროს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა“-   ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.  

მეტი...

ლიანა ისააკაძე დაკრძალეს

ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, ლიანა ისაკაძე მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობდა, სადაც მყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი და თბილისის მერი, კახა კალაძე. ლიანა ისაკაძე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს.  

მეტი...

„წვრთნების გაურკვეველი ვადით გადადება აშშ-ს მხრიდან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია“- წითლიძე

„წვრთნების გაურკვეველი ვადით გადადება აშშ-ს მხრიდან, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს“ – განაცახად ენმ-ს წევრმა ანი წითლიძემ. წითლიძე ამბობს, რომ ამის შესახებ ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორები აფრთხილებდნენ. „წვრთნების გაურკვეველი ვადით გადადება აშშ-ს მხრიდან, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს და რასაც ჰქვია საქართველოს იზოლაცია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. არაერთი გაფრთხილება იყო აშშ-ს მხრიდან, არაერთი გაფრთხილება იყო ჩვენი ევროპელი პარტნორების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ ეუბნებოდნენ „ქართულ ოცნებას“ , რომ თუ არ შეწყვეტდა საქართველოს ევროპული კურსის ინტეგრაციის და დემოკრატიული ღირებულებების შელახვას და დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლას, მას მოუწევდა…

მეტი...

დაჭრილ „გლოვოს“ კურიერს შესაძლოა ფეხის თითების ამპუტაცია დასჭირდეს

გუშინ, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე დაჭრილ “გლოვოს” კურიერს თემო სიგუას, შესაძლოა ფეხის თითების ამპუტაცია დასჭირდეს. ამის შესახებ, ჟურნალისტებს დაჭრილის დედამ განუცხადა. ”დამსხვრეული აქვს ძვლები. მე როგორც ვიცოდი, აღდგენა მოხდებოდა და ახლა ჩემმა შვილმა მითხრა, ექიმი მელაპარაკეო ვერ ავაწყობთო და ამპუტაცია იქნებაო საჭირო თითების-ტერფის. ოთხი კი იყვნენო, მაგრამ ერთთან იყოო კამათი. უცებ მესროლაო“- ამბობს დაჭრილის დედა. დამნაშავე ამ დრომდე არ არის დაკავებული.

მეტი...

„იმედი გვაქვს, რომ გვექნება შურისძიების შანსი“- ერდოღანი უეფა-ს მიერ  თურქი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ უეფა-ს მიერ ფეხბურთელ მერიჰ დემირალის დისკვალიფიკაცია თურქი ერის დასჯა იყო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებისას ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა. „დასავლეთის მიდგომა თურქეთის მიმართ, მენტალიტეტის თვალსაზრისით არ შეცვლილა, განწყობები უცვლელია. სასჯელი, რომელიც მათ დაუწესეს მერიჰ დემირალს, წინასწარ იყო შეთანხმებული. ფაქტობრივად, ეს არის თურქეთის, როგორც ერის დასჯა. საუკეთესო ჯილდო ამისთვის იქნებოდა ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებთან მატჩში გამარჯვება. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა, მაგრამ წინაა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და 2028 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი. საუკეთესოდ მომზადების შემთხვევაში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გვექნება შურისძიების შანსი“ – განაცხადა ერდოღანმა. ცნობისთვის,…

მეტი...

ძლიერმა ქარმა კრწანისში 20-ზე მეტ სახლს სახურავი გადახადა

კრწანისის რაიონის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის განცხადებით, ძლიერმა ქარმა 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. მისივე  ინფორმაციით, ზემო ფონიჭალაში უამინდობის შედეგად ხეები წაიქცა. “სამწუხაროდ, ძალიან ძლიერი ქარი იყო. ჩვენთან საუბრისას მოსახლეობა გუშინდელ უამინდობას ქარბორბალას ადარებენ. ძლიერმა ქარმა 20-ზე მეტი სახურავი ახადა, ძირითადად კერძო დასახლებებში. კალა, ორთაჭალისკენ ნაკლებად პრობლემებია, უფრო ფონიჭალისკენ გვაქვს პრობლემები. ზემო ფონიჭალაში ხეები ამოვარდა, კორპუსებში წყალი სახურავებიდან შევიდა, შესამოწმებელია, ზოგ შემთხვევაში საწვიმრის გაჭედვის გამო იყო, აქედან გამომდინარე, მოსახლეობას წყალი ჩაუვიდათ. ჩვენი სამსახური ყველაფერს შეამოწმებს“- ამბობს ბექა მიქაუტაძე. გამგებლის თქმით, ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.   დედაქალაქში სტიქიის შედეგად მიყენებულ…

მეტი...

ინდოეთში შენობის ჩამონგრევას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი დასავლეთ ინდოეთში მოხდა. მოსახლეობა ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. ნგრევის მიზეზი უცნობია. შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.  

მეტი...

სიდნეიში ხანძარს სამი ბავშვი ემსხვერპლა

სიდნეიში, ხანძრის შედეგად, სამი ბავშვი გარდაიცვალა. ავსტრალიის პოლიცია ინციდენტს მკვლელობად განიხილავს. დაღუპულთა შორისაა 10 თვის ბავშვი, რომელიც ხანძრის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო 2 და 4 წლის ბავშვები საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალნენ. ეჭვმიტანილია 28 წლის მამაკაცი, რომელმაც შემთხვევის ადგილას პოლიციისთვის ხელის შეშლა სცადა.  

მეტი...

“დემოკრატია, პირდაპირ რომ ვთქვათ კარგ მდგომარეობაში არ არის”- რომის პაპი

რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა იტალიის ქალაქ ტრიესტში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია სამყაროში დემოკრატიის მდგომარეობით. „თვალსაჩინოა, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატია, პირდაპირ რომ ვთქვათ კარგ მდგომარეობაში არ არის. ეს გვაშფოთებს და გვაღელვებს, რადგან ფსონზე დევს კაცობრიობის კეთილდღეობა და არაფერი ადამიანური ჩვენთვის უცხო არ შეიძლება, იყოს“- აღნიშნა რომის პაპმა. ფრანცისკემ ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიულ პროცესებში მეტი ჩართულობაა საჭირო. „კეთილდღეობის გარკვეული ფორმები, რომლებიც არ აღიარებენ ადამიანთა ერთიანობას, წარმოადგენენ სოციალურ ფარისევლობას. ეს არ უნდა დავივიწყოთ. რა დგას სოციალური რეალობისგან დისტანცირების უკან? ეს გახლავთ გულგრილობა. გულგრილობა და პროცესებში ჩაურთველობა არის დემოკრატიის სიმსივნე“ –…

მეტი...

„მე ვარ ის, ვინც პუტინი შეაჩერა“- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მან შეძლო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეჩერება. „მე ვარ ის, ვინც ნატო გააერთიანა. არავის ეგონა, რომ მის გაფართოებას შევძლებდი. მე ვარ ის, ვინც პუტინი შეაჩერა. არავის ეგონა, რომ ეს მოხდებოდა. მე ვარ ის, ვინც გააერთიანა სამხრეთ წყნარი ოკეანის ინიციატივა AUKUS-ით. მე ვარ ის, ვინც გააერთიანა 50 ერი – არა მხოლოდ ევროპაში, ევროპის გარეთაც – უკრაინის დასახმარებლად“ – განაცხადა ბაიდენმა ABC-სთან ინტერვიუში.    

მეტი...

უამინდობამ თბილისში პრობლემები შექმნა

უამინდობამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ავტომობილები. ძლიერი ქარისა და წვიმის გამო თბილისის რამდენიმე უბანი  დაიტბორა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები  მიმდინარეობს.   დედაქალაქში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

მეტი...

„შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს“- კლინიკის დირექტორი დაჭრილ კურიერზე

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, მაია მახარაშვილის ინფორმაციით, გუშინ, თბილისში დაჭრილი „გლოვოს“ კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მაია მახარაშვილი ამბობს, რომ პაციანეტს დაზიანებები კიდურებზე აქვს მიყენებული და შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს. “მდგომარეობა სტაბილურია. დაზიანებული აქვს ფეხები. კლინიკაში რჩება, რადგან შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს“ – აღნიშნავს მაია მახარაშვილი. გუშინ, თბილისში “გლოვოს” კურიერი დაჭრეს. „შვიდი ტყვია ესროლეს“- მომხდარის დეტალებზე დაჭრილი კურიერის დედა საუბრობს

მეტი...

უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შემდეგ რუსეთში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა

უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შემდეგ რუსეთის ვორონეჟის ოლქში, საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. საწყობში ფეთქებადსაშიში ნივთები ინახება, დაწყებულია მოქალაქეთა ევაკუაცია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია. როგორც ვორონეჟის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევმა განმარტა, უპილოტო საფრენი აპარატები ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებებით ჩამოაგდეს, ხოლო საწყობში ხანძარი დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო გაჩნდა.  

მეტი...

დედაქალაქში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს. „გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. განსაკუთრებული ზარალი მიადგა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს. უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები. რამდენიმე მისამართზე ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს. მთელი ღამის განმავლობაში, ყველა პრობლემურ ადგილზე, იმყოფებოდნენ მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად. გაწმენდილია წაქცეული ხეებით ჩახერგილი გზები, მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა“- ამბობენ მერიაში. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ მერიის ცხელ…

მეტი...