ინდოეთში, ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი დასავლეთ ინდოეთში მოხდა. მოსახლეობა ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.
სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. ნგრევის მიზეზი უცნობია. შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.