გერმანელი ქომაგები ესპანეთთან მატჩის ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ

ევროპის ჩემპიონატს გერმანიის ნაკრები ესპანეთის გუნდთან თამაშის შემდეგ გამოეთიშა. ტურნირის მასპინძელმა ქვეყნამ ანგარიშით 2:1 წააგო, რასაც გულშემატკივართა პროტესტი მოჰყვა. 300 000-ზე მეტმა გერმანელმა გულშემატკივარმა ხელი მოაწერა ონლაინპეტიციას, სადაც მატჩის გადათამაშებას ითხოვენ.

Sky Sport-ის ინფორმაციით, პეტიციის ინიციატორი მიიჩნევს, რომ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ენტონი ტეილორმა არაერთი მცდარი გადაწყვეტილება მიიღო. უფრო კონკრეტულად, საუბარია 106-ე წუთზე მომხდარ ეპიზოდზე, როდესაც მუსიალას დარტყმული ბურთი ესპანელთა მცველ მარკ კუკურელიას ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.

 

მსგავსი თემები